პოეტმა წერეთელმა რჩეულიშვილზე ლექსი დაწერა

პოეტმა წერეთელმა რჩეულიშვილზე ლექსი დაწერა

ცოტა ხნის წინათ ირაკლი წერეთელმა ლექსების პირველი კრებული - „აღდგომა“ გამოსცა. ორიოდე კვირაში მეორეს - „მაისის სამეფოს“ გამოსცემს და პოეზიის საღამოსაც მოაწყობს.

„ალია“ ირაკლი წერეთელს ესაუბრა.

როგორც ვიცილექსებს ადრეც წერდითმაინცდამაინც ახლა რატომ გადაწყვიტეთ გამოქვეყნება?

- მაშინ დრო იყო ისეთი, უფრო ვჩანდი. თან მაშინ წიგნის გამოცემა ასე ადვილი არ იყო. არსებობდა ზნედაცემული ორგანიზაცია „მთავლიტი“, „კაგებეს“ დაქვემდებარებული, რომლის ცენზურის გარეშეც წიგნი არ გამოვიდოდა. ახლა მიიტან გამომცემლობაში და უცენზუროდ იბეჭდება. ძალიან ბევრი ლექსი დამიგროვდა, თან მარტო მე ხომ არ უნდა ვიკითხო ჩემი ლექსები, სხვამაც წაიკითხოს.

მიზეზი ისიც ხომ არ არისრომ აქტიურად აღარ ჩანხართ და სხვანაირად გინდათ საზოგადოების ყურადღების მიპყრობა?

- 2003 წლის განმავლობაში ჩემი 52 ინტერვიუ სხვადასხვა გაზეთში გამოქვეყნდა. ნიშნავს ეს იმას, რომ ყურადღების ცენტრში აღარ ვარ? თან გაითვალისწინეთ, არც სახელმწიფო თანამდებობა მიკავია, არც პარლამენტის წევრი ვარ. თუ უფრო არ ვჩანვარ, მხოლოდ იმიტომ, რომ დღეს პოლიტიკაში აქტიურად გამოჩენას ან დიდი ფული სჭირდება, ან თანამდებობა. მე არც ერთი მაქვს, არც - მეორე. უფულო და უთანამდებობო კაცის კვალობაზე, მიმაჩნია, რომ ძალიან პოპულარული ვარ. ლექსების გაყიდვასაც ჩემმა სახელმა და გვარმა უშველა, თორემ ნამდვილად ვერ გეტყვით, ჩემი ლექსებით მაინცდამაინც აღფრთოვანდა მკითხველი. იმიტომ, რომ თემატიკა, რომელიც მე მაქვს, არა მგონია, დიდად აქტუალური იყოს.

რა დაგიჯდათ გამოცემა?

- 200 დოლარი.

თვითონ დააფინანსეთთუ ვინმე დაგეხმარათ?

- 200 დოლარი თუ ვეღარ ვიშოვე, თავი უნდა მოვიკლა, ან ყაჩაღობა დავიწყო. 200 დოლარი რა არის ჩემთვის, თვეში 1000-ს ვხარჯავ.

საიდან ამდენი ფულიბიზნესი გაქვთ?

- მე არა. ჩემს მეგობრებს, პარტიის წევრებს გავაკეთებინე ტვირთის გადამზიდავი ფირმა და მეხმარებიან.

ტირაჟი რამდენი იყო და შემოსავალს რამდენს ელოდებით წიგნებიდან?

- ტირაჟი 1000-ია... მაგრამ საქართველოში დღეს ვინმე ცხოვრობს წიგნებით? ჯერჯერობით 80-მდე წიგნი გაიყიდა, 200-მდე დავარიგე. რამდენიმე მაღაზიამ არ დაიტოვა, არ გაიყიდებაო. ჩვენ გაგვეცინა... თან არც რეკლამა გაგვიკეთებია და არც პრეზენტაცია მოგვიწვევია.

რომელიმე ცნობილმა ლიტერატორმა თუ წაიკითხა თქვენი ლექსები და როგორ შეაფასეს?

- წიგნები ძირითადად მეგობრებს დავურიგე. ლიტერატორებისთვის არ გამიგზავნია.

რატომარ გაინტერესებთრას იტყვიან?

- კი მაინტერესებს, მაგრამ უხერხულია, შენ თვითონ წაიკითხო. ცუდის თქმა, თუ არ მოეწონათ, ყველას მოერიდება, თვითონ წაიკითხონ. ვისაც არ მოეწონება, გამაკრიტიკოს, ვისაც მოეწონება, შემაქოს.

თქვენს ლექსებში რელიგიური თემატიკაამოძღვარს თუ წააკითხეთ და კურთხევა თუ მოგცათ?

- მე არ ვარ ის ადამიანი, ყველა ნაბიჯს მოძღვარს რომ უთანხმებს. ორთოდოქსული თვალსაზრისით, ცუდი ქრისტიანი ვარ: ეკლესიაში ხშირად არ დავდივარ, სისტემატურად არ ვმარხულობ. ამიტომ პოეზიაში ღმერთის და რელიგიური თემატიკის განდიდებით ჩემი ნაკლოვანება მინდა გამოვასწორო, ხარკი გადავუხადო.

ღმერთის მოსყიდვას ცდილობთ?

- რომ ვამბობ, მარხვა არ მიყვარს-მეთქი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მარხვა ცუდია. რა საყვარელია მარხვა, მუხლებზე დგომა და თავის რახუნი. ღმერთმა რომ მითხრას: ბატონო ირაკლი, აირჩიე, ან იქეიფე და ქეიფში მადიდე, ან იმარხულე, ორივე ვარიანტში სასუფეველში გიშვებო, რა თქმა უნდა, არ ვიმარხულებდი და ღმერთის სადიდებელს სუფრაზე დავლევდი. ახლა წარმოიდგინე - იმარხულე, თან ლოცვის დროს ჩვენთან, ეკლესიაში, 20-30 მეტანია სრულდება. ეს 140-კილოიანი კაცი, ამდენჯერ რომ დაემხობი, მერე კაი სუფრა რომ გაიშლება, არ უნდა მეჭიროს თვალი? თუ ვცოდავ, მაგაზეც პატიებას ვთხოვ ჩემს ღმერთს.

ისეთქვენს ლექსებში ომარ ხაიამის „სურნელი“ ვიგრძენი...

- სხვათა შორის, აღმოსავლური პოეზიის გავლენით მაქვს დაწერილი ლექსების ციკლი, „ომარ ხაიამის დილიხორზე დაწერილი ლექსები“ ჰქვია. ჩვენს ძვირფას ვახუშტი კოტეტიშვილს აქვს არაჩვეულებრივად თარგმნილი სპარსული პოეზია, რომელიც საბოლოოდ გამოაშტერა ზურაბ ჟვანიამ. ჩემი ცოდვა მიეცეს მაგას, რას ერჩოდა ამ მშვენიერ მოხუცებულ კაცს? ღვინოზე კი მართლა კარგად ვარ. ყველგან თამადა ვარ ხოლმე. ახლა ცოტა თავშეკავება მომიწევს. მამუკა ხაზარაძემ შემომთავაზა, ჩოხოსანთა დასში შემოდიო.

მაშინ წელი უნდა დაიყენოთ აუცილებლად...

- მეც ეგ ვუთხარი ბატონ მამუკას, ცოტა გავხდე-მეთქი. 40 კილო მაინც უნდა დავიკლო. უხერხულია, ჩემი ტანის კაცმა ჩოხა ჩაიცვას... კვირას ცხვარი იკვლება და ორშაბათიდან, აი, შენც გპირდები, შიმშილობას დავიწყებ.

ვახტანგ რჩეულიშვილზეც დაგიწერიათ ლექსი: „ეტყობაუფალს შევცოდეთცეცხლის მადლი ვახტანგით რომ გვეცაოთუ მოისყიდესვახტანგი ცეცხლით დაიწვასო“... პირადი ანტიპათია გაქვთ თუ...

- რას ამბობთ, ვახტანგ რჩეულიშვილს ძალიან კარგად ვიცნობ და სულაც არ ვახასიათებ მიუღებელ კაცად, იმიტომ, რომ როცა გამოჩნდება, არანაირ გაღიზიანებას და სიძულვილს არ ვგრძნობ, უბრალოდ, ირონიას იწვევს. წარმოიდგინე - პალესტინა, ქრისტეს საფლავი, საქართველოში ზეგარდმოსული ღვთიური წმინდა ცეცხლის შემოტანა და შემომტანი - ვახტანგ რჩეულიშვილი. სარკაზმი არ არის? „რუსეთუმე“ რომ არის, მთელმა ქვეყანამ იცის. რჩეულიშვილი არის მემარჯვენე ბურჟუა, რას აუჩემებია ეს სოციალიზმი, ვერ გავიგე, გამეცინა, რა.

„ალია“ ვახტანგ რჩეულიშვილსაც დაუკავშირდა იმის გასაგებად წაკითხული თუ ჰქონდა მასზე დაწერილი ლექსი. ბატონმა ვახტანგმა ლექსი ჩვენგან მოისმინა.

- რა კომენტარი უნდა გავაკეთო? როცა ასეთი აქტიური პოლიტიკოსი საეკლესიო საქმეებით დაკავდები, ერთი მხრივ, კარგია. მეორე მხრივ, ბევრს შეიძლება არ ესიამოვნოს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო. მე შევქმენი საზოგადოება „ქართული მართლმადიდებლური კულტურული მემკვიდრეობა,“ პრეზენტაცია ჯერ არ გვქონია. მინდა, რაც შეიძლება მეტი კონკრეტული სიკეთე გავაკეთო. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ პატრიარქმა მე დამავალა. რამდენადაც ვიცი, სხვა გავლენიან ქართველებსაც აძლევს დავალებებს. რატომ მე? ამ კითხვაზე რაღა დაგიმალოთ, ბოლომდე მეც არა მაქვს პასუხი გაცემული. ისე, დარწმუნებული ვარ, ეს ლექსი ბოროტად არ არის დაწერილი.