უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ უკრაინა მზადაა, განიხილოს ცეცხლის შეწყვეტა ჰაერში. ამის შესახებ მან იტალიურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლება მზადაა, განიხილოს ცეცხლის შეწყვეტა ჰაერში, როგორც სამშვიდობო მოლაპარაკებების საწყისი ეტაპი.
„უკრაინა მზადაა, ეს სცენარი განიხილოს, როგორც საწყისი წერტილი რეალისტური მოლაპარაკებებისთვის, რადგან ნებისმიერი ზავი, განსაკუთრებით საყოველთაო, ესაა დასაწყისი, საიდანაც შესაძლებელია დიალოგის წარმართვა“, – განაცხადა პოდოლიაკმა.
ამასთან, როგორც პოდოლიაკმა აღნიშნა, მას ნაკლებ სავარაუდოდ მიაჩნია, რომ რუსეთი უარს იტყვის სტრატეგიული ავიაციისა და უპილოტოების მასობრივ გამოყენებაზე.
„საავიაციო დაბომბვები მთავარი ინსტრუმენტია, რომელიც საშუალებითაც მოსკოვი ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს უკრაინაზე და ზემოქმედებს ჩვენს პოზიციაზე“, – თქვა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა.