რა უნდა იცოდე ემბისის ავტო სესხის შესახებ

რა უნდა იცოდე ემბისის ავტო სესხის შესახებ

ავტომობილის ყიდვას გეგმავ? უკვე იცი რა მოდელი გინდა, სად იყიდი და როგორ გამოიყენებ, მაგრამ თანხა ერთიანად არ გაქვს? მთლიანი თანხის მოგროვებას დიდი დრო სჭირდება, ამიტომ ავტო სესხის აღებაზე დაფიქრება ჯობია.

ავტო სესხის აღება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა და მას მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანი მიმართავს.

ამ ტიპის სესხი გეხმარება შეძინო ახალი ან მეორადი მანქანა ახლავე და გადაიხადო საფასური ეტაპობრივად.

ავტო სესხი იმითაცაა მოსახერხებელი, რომ მისი უზრუნველყოფა თავად ავტომობილით ხდება, რაც ხშირად ამცირებს საკრედიტო რისკს და ხელსაყრელ პირობებსაც გთავაზობს.

ავტო სესხის აღებისას მნიშვნელოვანია სწორი ფინანსური პარტნიორის არჩევაც, შესაბამისად, ამ სტატიაში MBC-ის ავტო სესხის შესახებ შესახებ მოგიყვებით.

რატომ ემბისის ავტო სესხი?

MBC - პირველი მიკრობანკი საქართველოში, ავტო სესხების მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე სანდო და მომხმარებელზე მორგებული ფინანსური ორგანიზაციაა. მისი ავტო სესხი გათვლილია როგორც ახალი, ასევე მეორადი ავტომობილის შეძენაზე. ემბისიში ხელსაყრელი პირობები გელოდება:

1. მარტივი და სწრაფი პროცედურა

ემბისის ავტო სესხზე განაცხადის შევსება შეგიძლია როგორც ფილიალში, ისე ონლაინ, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს პროცესს.

სწრაფად განიხილავენ განაცხადს და დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ძალიან მოკლე დროში იღებ დაფინანსებას.

2. ავტომობილი შენს სახელზე ფორმდება

ავტო ლიზინგისგან განსხვავებით, როდესაც მყიდველი ვალდებულების ბოლომდე დაფარვამდე ვერ ხდება ავტომობილის სრულუფლებიანი მფლობელი, ემბისის შემთხვევაში, მანქანა ფორმდება შენს სახელზე, რაც განიჭებს კომფორტისა და უსაფრთხოების განცდას.

3. გადახდის მოქნილი გრაფიკი

MBC ითვალისწინებს შენს ფინანსურ შესაძლებლობებს და გთავაზობს შენზე მორგებულ, მოქნილ გრაფიკს. შეგიძლია შეარჩიო გადახდის ვადა და ყოველთვიური გადასახადი ისე, რომ ფინანსებში არ შეიზღუდო.

4. დაფინანსება როგორც ახალი, ისე მეორადი ავტომობილისთვის

შეგიძლია აირჩიო შენს საჭიროებებსა და ბიუჯეტზე მორგებული ახალი ან მეორადი მანქანა, რადგან ემბისის ავტო სესხი ორივე შემთხვევას ითვალისწინებს.

5. მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისი

ემბისიში მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომაა: პრიორიტეტულია შენი დრო და კონკრეტული საჭიროებები.

წინასწარ შეგიძლია მიიღო ინფორმაცია სესხის პირობებზე და გაიარო პერსონალური კონსულტაცია შენთვის მოსახერხებელ ფორმატში.

6. სანდო და გამჭვირვალე მომსახურება

MBC-ის საქმიანობა სრულად გამჭვირვალეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტო სესხის პირობები ზუსტად და ღიად არის გაწერილი. თავიდანვე ზუსტად და დეტალურად გეცოდინება რას, როდის და რამდენს გადაიხდი.

თუ გჭირდება ახალი ან მეორადი მანქანა და ეძებ მარტივ და უსაფრთხო გზას მისი შესაძენად, ემბისის ავტო სესხი ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია.

შეავსე ემბისის ავტო სესხის განაცხადი და შეიქმენი კომფორტი საკუთარი ავტომობილით.