ტრამპმა ჩინეთიდან იმპორტზე დიდი ტარიფების დაწესება კვლავ გადადო

ტრამპმა ჩინეთიდან იმპორტზე დიდი ტარიფების დაწესება კვლავ გადადო

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ჩინეთთან სავაჭრო ზავის ვადის გასვლამდე ბოლო წუთზე, კიდევ 90 დღით გადადო ჩინურ იმპორტზე დიდი ტარიფების შემოღება. იგივე გააკეთა ჩინეთმაც, აშშ-დან იმპორტთან დაკავშირები. ის ფაქტი, რომ ტრამპმა ახალი გადავადების ბრძანებას ხელი მოაწერა, პირველად ორშაბათს, ამერიკულმა პრესამ გაავრცელა, თეთრი სახლის ანონიმურ თანამშრომლებზე დაყრდნობით და მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ, ეს ინფორმაცია თავად აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა.

„მე ახლახან მოვაწერე ხელი აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ჩინეთისთვის სატარიფო შეღავათებს კიდევ 90 დღით ახანგრძლივებს“, - განაცხადა ტრამპმა, თავის სოციალურ ქსელში - Truth Social-ზე.

დაახლოებით იმავე დროს, ტრამპის მსგავსად, ჩინეთმა, რომელსაც წარმოადგენდა  ვაჭრობის სამინისტრო, გააკეთა განცხადება იგივე ნაბიჯის გადადგმის შესახებ.

სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩინეთი აშშ-ის იმპორტზე ტარიფებს 10%-ის დონეზე შეინარჩუნებს და გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამს ამერიკული საქონლისთვის არასატარიფო ბარიერების მოსაგვარებლად.

ჩინურ იმპორტზე აშშ-ის ტარიფები 30% დარჩება.

ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის მაისში მიღწეული „სატარიფო ზავი“, სამშაბათს, ვაშინგტონის დროით შუადღისას უნდა ამოწურულიყო. თუ ორივე მხარე მას არ გააგრძელებდა, თეორიულად, შეერთებული შტატები ჩინურ იმპორტზე 145%-იან ტარიფს დააწესებდა, ხოლო ჩინეთი ამერიკულ იმპორტზე - 125%-იან.

„ნოემბრის დასაწყისამდე გახანგრძლივება დროს იძლევა, რომ საშობაო იმპორტის სეზონური ზრდა - ელექტრონიკა, ტანსაცმელი, სათამაშოები - უფრო დაბალი ტარიფებით იქნას მიღებული“, - აღნიშნავს Reuters-ი.

ეს გადადება, თუმცა ოფიციალურად ბოლო წუთს გამოცხადდა, სრულიად მოსალოდნელი იყო. მას შემდეგ, რაც მხარეები მაისში, 90-დღიან პაუზაზე შეთანხმდნენ, მათ განაგრძეს მოლაპარაკებები და ივლისის ბოლოს, სტოკჰოლმში გამართული ბოლო შეხვედრის შემდეგ, ამერიკულმა დელეგაციამ ტრამპს ვაშინგტონში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეკომენდაცია წარუდგინა, რადგან მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობდა.

აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ ტრამპისა და პეკინის მიერ აპრილში, ორმხრივი მოლაპარაკებების დროს გამოცხადებული სამნიშნა ტარიფები ირაციონალურია და მსოფლიოს ორ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს შორის სავაჭრო ემბარგოს უტოლდება.

კელი ენ შოუმ, ტრამპის პირველი ვადის განმავლობაში საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ბიუროს ყოფილმა ხელმძღვანელმა, „როიტერსს“ განუცხადა, რომ ტრამპმა, სავარაუდოდ, ჩინეთისგან გარკვეული ახალი დათმობები მიიღო, სანამ ზავის გახანგრძლივებას დათანხმდებოდა.

„ეს ტრამპის სტილი არ იქნებოდა, თუ ის ამას ბოლო წუთს არ გააკეთებდა“, - თქვა შოუმ.

კვირას, დონალდ ტრამპმა ჩინეთისგან ამერიკული სოიოს შესყიდვების ოთხჯერ გაზრდა მოითხოვა. ორშაბათს მან განაცხადა, რომ შეერთებული შტატები „ჩინეთთან ძალიან კარგად ურთიერთობს“ და რომ მას თავად ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან, თუმცა სოიო არ უხსენებია.

ტრამპმა და პეკინმა გადადეს ყველაზე მაღალი, არსებითად დამცავი ტარიფების შემოღება, თუმცა უფრო მაღალი განაკვეთები ძალაში რჩება და, როგორც „როიტერი“ აღნიშნავს, მათ უკვე გარკვეულწილად შეამცირეს აშშ-ის სავაჭრო დეფიციტი ჩინეთთან.

გასულ კვირას, ვაჭრობის დეპარტამენტის მონაცემებით, დეფიციტი ივნისში მკვეთრად, ერთი მესამედით შემცირდა, რაც ძირითადად ჩინეთში ამერიკული ექსპორტის ზრდის გამო მოხდა და 9.4 მილიარდ დოლარამდე შემცირდა - ბოლო 21 წლის განმავლობაში, ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

საერთო ჯამში, წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში, ჩინეთის ექსპორტს აშშ-სა და ამერიკულ ექსპორტს შორის სხვაობა გასული წლის იანვარ-ივნისთან შედარებით, 22 მილიარდ დოლარზე მეტით შემცირდა. მთელი გასული წლის განმავლობაში, ეს სხვაობა თითქმის 300 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

„ტრამპი აცხადებს, რომ ტარიფები შეამცირებს აშშ-ის სავაჭრო დეფიციტს, თუმცა ამერიკა უფრო მეტს ყიდულობს, ვიდრე ყიდის, რადგან სურს და შეუძლია. ქვეყნების უმეტესობა, როგორებიცაა ჩინეთი და იაპონია, აშშ-ში ექსპორტიდან მიღებულ დოლარებს ამერიკულ აქტივებში ინვესტირებს, რამაც ამერიკას საშუალება მისცა, თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში, საკუთარი შესაძლებლობების მიღმა ეცხოვრა“, - იხსენებს BBC-ის ეკონომიკური კომენტატორი, ალექსეი კალმიკოვი ივლისში, როდესაც აანალიზებს, თუ რა წავიდა არასწორად ტრამპის სავაჭრო ომში მთელ მსოფლიოსთან.

წყარო: https://www.bbc.com/russian/articles/c2enne0km0po