ნაცი ანუ ნაწყლი

ნაცი ანუ ნაწყლი

„განა რა არის მთელი მათი საარჩევნო კამპანია, თუა არა ოდენ ეს - სალომეზე ბოროტი ყაყანი?! ხოლო ვისცზეც ეს ყაყანი არა ჭრის და ვერც გაჭრის, უკვე ღიადაც ემუქრებიან! ბუნებრივია, ამ მუქარისა არც არავის შეეშინდება, ისიც უკუღმართული, ასევე ნაწყლური, ცრუ და ყალბია, ისიც მხოლოდ საყაყანოდაა გამოგონილი! ყველა მათი საარჩევნო ცრუ დაპირება ასევე ერთ მიზანს ემსახურება: თუნდაც ეს ლოზუნგი რად ღირს - „თქვენსა და 400 ლარიან პენსიას შორის ბიძინა დგას“, რომ გაიძახიან! აქაც 400 ლარიანი პენსია კი არა, არამედ ნეგატივი, ისევ და ისევ შავი ფიარი - ბიძინას ლანძღვა და მერე ამაზე ყაყანია მთავარი!“

მართლაც გამაოგნებელი და საბედისწერო დამთხვევაა: „ნაცი“ ანუ „ნაწყლი“ სულხან-საბას ლექსიკონში სიტყვა-სიტყვით „უკანალს“ რომ ნიშნავს! ვეფხისტყაოსნიდან: „კაცსა დასვრის უგულობა და დიაცსა ბოზი ნაცი“.

სააკაშვილის პარტიისთვის ეს სიტყვა სწორედაც რომ ზედგამოჭრილია. ეს ამ საარჩევნო კამპანიაშიც კიდევ ერთხელ დადასტურდა!

ნაცები ჭეშმარიტად ნაწყლები არიან, მათი ნაცური ზნე მყარი და უცვლელია. უკუღმართობა, ნაწყლობააა ამ ზნის არსიცა და მთავარი ნიშანიც!

...რასაკვირველია, ქ-ნ სალომეს იმთავითვე უდიდესი უპირატესობა ჰქონდა, რადგან მოსკოვსა და პარიზს შორის არჩევანი, ვისთვისაც საქართველო ბუნებრივად სწორედაც ევროპული ქვეყანაა, მეტისმეტად მარტივია! მართლაც:

ერთი კანდიდატი თავისი გამოცდილებით ფრანგი, ხოლო მეორე კი - რუსი დიპლომატია. ერთი კანდიდატი თავისი ღირებულებებით თუ შეხედულებებით, თავისი, თუ გნებავთ - იდენტობით, ევროპულ ცივილიზაციას წარმოადგენს, ხოლო მეორე კანდიდატი - ისევ რუსეთს!

 ერთი კანდიდატი სახელმწიფოს მეთაურის ადგილას - საქართველოს ევროპისგან განუყოფლობის, ე.ი. მსოფლიოში მისი ნამდვილი ადგილის ნათელი დემონსტრირებაა, შინ თუ გარეთ საყოველთაო ნიშანია ყველასათვის, ვისაც თვალნი ასხია დასანახად და ყურნი სასმენად, რომ საქართველოს მიერ ამ თავისი ისტორიული ადგილის დაკავება უკვე სამომავლოდაც მყარია და შეუქცევადი!

ხოლო ამის საპირისპიროდ - რუსი დიპლომატის საქართველოში გაპრეზიდენტება, არა მხოლოდ იმის ნიშანია, რომ ნაცს უკავია ამ ქვეყანაში პირველი ადგილი, არამედ საერთაშორისო მასშტაბით იმისაც, რომ ჩვენი ქვეყანა ისევ არ დგას თავის ადგილას და ისევ ნაწყლშია!

ეს იმდენად მკაფიოა, რომ თუ ეს საარჩევნო დილემა ნაცურად ანუ უკუღმართულად არ შეიფუთა, არჩევანიცა და არჩევნების შედეგებიც იმთავითვეა ცხადი!

სალომესათვის მორალატეობისა და სხვა ათასი უბედურების უტიფრად დაბრალება ამ ნაწყლური შეფუთვის საფირმო იარლიყია, ნაცების მიერ საარჩევნოდ თავსმოხვეული! ყალბი ეტიკეტი, გულუბრვილო მყიდველის დასაბნევადა და გასაბრიყვებლად მოგონილი! მათი საარჩევნო ფიარი არა იმდენად თავისი კანდიდატის - ე.ი. ვაშაძის წარმოჩენას, რამდენადაც მთავარი კონკრენტის ნაწყლურად შესაფუთად არის სტრატეგიულად დადგმული, თავიდან ბოლომდე ოდენ ე.წ. შავი ფიარია! არც ისაა შემთხვევითი, რომ ეს ფიარი რუსმა ფიარ-ტექნოლოგებმა დაგეგმეს და საქართველოს ისევ რუსულ-ნაწყლური აბდა-უბდა უნდათ თავს მოახვიონ!

შუაზეც რომ გასკდნენ და გაიფხრიწონ, ნაცი რომ ნაწყლია, ამას ვერაფრით ვერ შეცვლიან და ვერც დამალავენ! ყოვლად სამარცხვინოები არიან და არც არაფერი გააჩნიათ თავის წარმოსაჩენი. აბა, რა წარმოსაჩენია წინასაარჩევნოდ, რომ ვაშაძის ყველაზე შესანიშნავი მიღწევა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩინოვნიკობაა? ან ის როგორ უნდა აფიარონ, რომ ეს სისხლით-ხორცამდე ჭეშმარიტად რუსი დიპლომატი აგვისტოს ომში რუსეთის მოქალაქეობას, ე.ი. დაუძინებელი მტრის სახელმწიფოსთან სამართლებრივ კავშირს ჯიუტად უფრთხილდებოდა და უარესიც: ღიად და საჯაროდ გვიმტკიცებდა, რომ თურმე რუსები არაფერ შუაში არ არიან, ოსი სეპარატისტები გვებრძვიან და თავად, როგორც რუს დიპლომატს, ოსების დროულად შესაჩერებლად მეგობრებთან საერთო ენის გამონახვა არ გაუჭირდება! როგორ გამონახა, ხომ გვიჩვენა კიდეც: 20% საქართველოს ტერიტორიისა მის კოლეგა-მეგობრებსა და მოკავშირეებს აქვთ ოკუპირებული და ფაქტობრივად ანექსირებული. აი, რუსი დიპლომატის „წარმატება“ და „მიღწევა“ საქართველოსთვის!

ბუნებრივია, ეს „წარმატება“ ხალხს უნდა როგორმე დაავიწყონ, რამდენადაც მოხერხდება, უნდა დაუმალონ და სხვაგვარად, თუ არა კონკურენტისთვის უკუღმართული, ნაწყლური, ე.ი. გამაოგნებლად უტიფარი იარლიყების მიწებებით, როგორ მოხერხდება?! ხალხმა არა მისი „მიღწევები“ უნდა შეაფასოსა და განსაჯოს, არამედ მხოლოდ „სალომეს მოღალატეობაზე“ უნდა იყაყანოს. შავი ფიარის, ლანძღვა-გინებისა და ბოროტი ჭორების გავრცელების მართლაც რომ უბადლო მანქანა, ამ ყაყანის ასატეხად - „რ-2“, ხომ მუდამ დაზეთილ და ცინცხალ მდგომარეობაშია? ჰოდა, დაიწყეს ამ ნაცური იარლიყების დღედაღამ „რ-2“-ით ტირაჟირება და ააყაყანეს კიდეც მთელი ქვეყანა!

განა რა არის მთელი მათი საარჩევნო კამპანია, თუა არა ოდენ ეს - სალომეზე ბოროტი ყაყანი?! ხოლო ვისცზეც ეს ყაყანი არა ჭრის და ვერც გაჭრის, უკვე ღიადაც ემუქრებიან! ბუნებრივია, ამ მუქარისა არც არავის შეეშინდება, ისიც უკუღმართული, ასევე ნაწყლური, ცრუ და ყალბია, ისიც მხოლოდ საყაყანოდაა გამოგონილი! ყველა მათი საარჩევნო ცრუ დაპირება ასევე ერთ მიზანს ემსახურება: თუნდაც ეს ლოზუნგი რად ღირს - „თქვენსა და 400 ლარიან პენსიას შორის ბიძინა დგას“, რომ გაიძახიან! აქაც 400 ლარიანი პენსია კი არა, არამედ ნეგატივი, ისევ და ისევ შავი ფიარი - ბიძინას ლანძღვა და მერე ამაზე ყაყანია მთავარი!

„კუდი ძაღლისა არ განიმართების, არცა კირჩხიბი მართლად ვალს“. არცა ნაცი არ გასწორდება: ნაწყლობას არ მოიშლის, რადგან, როგორც სულხან-საბას ლექსიკონშია, „ნაცი“ და „ნაწყლი“ სინონიმებია!

და კიდევ ერთიც: ამ საარჩევნო კამპანიაში ყველა, ვისაც რამის დანახვა შეუძლია, ასევე ხედავს: „ევროპული საქართველო“ მხოლოდ ყალბი ეტიკეტია! თუნდაც მხოლოდ იმიტომაა ყალბი, რომ მთავარ კონკურენტს იმავე, ნაწყლური „შავი ფიარით“ უტევს. მარტო ესეც, სხვა აშკარა არგუმენტებსაც რომ ყურადღება სულაც არ მივაქციოთ, საკმარისია და ნათლად აჩვენებს, რამდენად უადგილოა ნაცებთან დაკავშირებით სიტყვა „ევროპულის“ ხსენება! ე.წ. ევრო-ნაციც ევროპულ ტანსაცმლიანი, მაგრამ მაინც - ნაცია. ევრო-ეტიკეტს თუ ააცლი - მაინც შიშველ-გადარეული ნაწყლი, ე.ი. ჩოყლაყი და მისი ამჟამინდელი ყოვლად სასაცილო საარჩევნო შეფუთვა, მისი ცრუმაგიერი კანდიდატი, არც თუ ისე ცნობილი რუსი დიპლომატი - ვინმე გრიშა, შეგრჩება ხელთ!