სრულიად საიდუმლო პროექტი „მიშა“ - მითი თუ რეალობა?

სრულიად საიდუმლო პროექტი „მიშა“ - მითი თუ რეალობა?

ნამდვილად არ ვარ „შეთქმულებათა თეორიის“ მოტრფიალე. არც რაიმე საიდუმლო დოკუმენტებზე მიმიწვდება და არც მიმიწვდებოდა ოდესმე ხელი. ერთადერთი, რასაც ვფლობ ელემენტარული ანალიზის უნარია, რაც სხვებსაც ხელეწიფებათ.

ნამდვილად არ არის საჭირო დიდი ნიჭი იმის დასანახავად და შესაფასებლად, დღევანდელი ქართული პოლიტიკური მორევის ზედაპირზე რომ ტივტივებს. ამ მოვლენას „სააკაშვილის ფენომენს“ ვუწოდებდი.

„ბელადომანია“ არახალია მსოფლიოში. პოსტ-საბჭოურ სივრცეშიც ხომ არიან დღეს მრავლად დიქტატორები თუ ექს-დიქტატორები? პუტინი იქნება ეს, ლუკაშენკო, ნაზარბაევი, კადიროვი თუ სხვა მოქმედი თუ ყოფილი ტირანი.

მიშა სააკაშვილი ამ „ტრადიციული“ ნარატივის ფარგლებს ნამდვილად სცდება.

მაინც, რატომ? - არა იმიტომ, რომ მიშა თავის ზემოთაღნიშნულ ამფსონებზე დემოკრატიულია - პირიქით უფროა. არც იმიტომ, რომ სააკაშვილისთვის უცხოა, აღვრახსნილობა, მომხვეჭელობა, იაფფასიანი პოპულიზმი, საზოგადოების ყველაზე გონებაშეზღუდულ, აგრესიულ ნაწილზე დაყრდნობა, მათი „ფოჩიანი კამფეტებით“ მოსყიდვა და საზოგადოების ინტელექტუალურად უფრო მაღალ დონეზე მდგომ ნაწილზე ხალხის ამ გაბოროტებული ბნელი მასის „მიქსევა“.

საქმე სხვაგვარადაა.

დღევანდელი და ყოფილი პირსისხლიანი დიქტატორებიც კი, თვით ყველაზე უფრო ოდიოზურების, ბაშირ ასადისა თუ კაციჭამია ბოკასას ჩათვლით, თავის მმართველობის პერიოდში თუ დამხობის შემდეგ, პირად გამორჩენასთან ერთად საკუთარი სახელმწიფოს ინტერესებსაც უწევენ ან უწევდნენ გარკვეულ ანგარიშს.

განსაცვიფრებელია, მაგრამ არაფერ მსგავსს სააკაშვილთან მიმართებაში არა აქვს ადგილი. თავად განსაჯეთ ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდში და მის შემდეგაც, მიშა დეკლარაციების დონეზე კი ცდილობს იმის წარმოჩენას, რომ სახელმწიფოს ინტერესები მისთვის უპირველესია, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ის სულ სხვანაირად იქცეოდა ადრე და იქცევა დღესაც.

როგორც წესი, სააკაშვილის მიერ გადადგმული პოლიტიკური ნაბიჯები მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის „წისქვილზე“ ასხამენ ხოლმე წყალს.

მაგალითები?

რამდენიც გნებავთ:

• კახა ბენდუქიძის მეშვეობით სტრატეგიული მნიშვნელობის ქართული ეკონომიკური ობიექტების რუსეთზე გასხვისება;

• კოდორის ხეობისა და სამაჩაბლოს ადმინისტრაციული საზღვრების უგუნური შეცვლა, რამაც მომავალში რუსეთს ამ ტერიტორიების ანექსიის იურიდიული საფუძველი შეუქმნა;

• 2008 წლის აგვისტოში რუსულ პროვოკაციაზე (ნებსით იყო ეს თუ უნებლიეთ არ აქვს ამას მნიშვნელობა) წამოგება, რამაც რუსეთთან უთანასწორო ომში ჩვენი ჩათრევა და არნახული მასშტაბის სამხედრო-პოლიტიკური კატასტროფა გამოიწვია;

• კაპიტულანტური ქცევა 2008 წლის აგვისტოშივე, კერძოდ კოდორის ხეობიდან „კბილებამდე“ შეიარაღებული თითქმის ორიათასიანი ქართული სამხედრო კონტიგენტის უბრძოლველად გამოყვანა (მთელი შეიარაღებისა და პროვიანტის აგრესორისათვის დატოვების ჩათვლით), მაშინ როდესაც ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში სრულ მასშტაბიანი აფხაზურ-რუსული სამხედრო ინტერვენციისაგან კოდორის ხეობის დაცვას (მისი ხელსაყრელი გეოგრაფიული ლანდშაფტიდან გამომდინარე) სულ რამოდენიმე ათეული შეიარაღებული მოხალისეთა ქართული რაზმი ახერხებდა;

• რუსეთის მოქალაქისა და სტაჟიანი რუსი დიპლომატის გრიგოლ ვაშაძის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნა 2008 წლის რუსული აგრესიისა და ქართული ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ (მსოფლიოს არ ახსოვს მსგავსი პრეცედენტი, როდესაც მტრულ სახელმწიფოსთან სისხლიმღვრელი ომიდან სულ ცოტა ხნის შემდეგ, ქვეყნის პრეზიდენტი ყველაზე მნიშვნელოვანი სამინისტროს ხელმძღვანელად ამავე მტრული სახელმწიფოს ფაქტობრივ წარმომადგენელს ნიშნავდეს);

• საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ, ასევე უპრეცედენტო ქცევა. კერძოდ, საქართველოს მოქალაქეობაზე შეგნებულად უარის თქმა უკრაინის მოქალაქეობის მიღებისა და ოდესის ოლქის გუბერნატორად მუშაობის დაწყების მიზნით, რასაც არ შეიძლებოდა არ მოყოლოდა და მოყვა კიდეც, როგორც ჩვენს უახლოეს სტრატეგიულ მოკავშირესა და მეზობელთან - უკრაინასთან ურთიერთობების გართულება, ისე (სააკაშვილის პროვოკაციული მოქმედებებით) რუსეთისათვის ესოდენ სანატრელი სერიოზული პოლიტიკური დესტაბილიზაცია თავად უკრაინაში;

• საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე, ასევე უპრეცედენტოდ, გრიგოლ ვაშაძისნაირი ამაზრზენი „ბექ-გრაუნდის“ (მხედველობაში მაქვს ვაშაძის მტრული სახელმწიფოს - რუსეთის მოქალაქეობა, მისი აქტიური სამსახური სსრკ-სა და რუსეთის საგარეო-პოლიტიკური ინტერესების სადარაჯოზე და კომუნისტურ-საბჭოთა ელიტური ოჯახის შვილობა) მარიონეტი კანდიდატის წარდგენა (ხომ ყველამ ვიცით, რომ ფაქტობრივად გრიგოლ ვაშაძე კი არა სააკაშვილია საპრეზიდენტო კანდიდატი). მაშინ, როდესაც სააკაშვილისვე ბრძანებით, მისი „ბინძური გოშიები“ და მონები 1921 წელს რუსულ ოკუპაციასა და გულაგში გარდაუვალ სიკვდილს გამოქცეულ სახელოვან ოჯახის შვილს, საქართველოს სტრატეგიული მოკავშირისა და მეგობარი სახელმწიფოს - საფრანგეთის (ქართული მთავრობა, მრავალრიცხოვან ემიგრანტები ერთად რომ შეიფარა და გადაარჩინა ბოლშევიკურ ტერორს 1921 წელს) მიერ აღზრდილ-დაფრთიანებულ გამოცდილ დიპლომატს, იმ საგარეო საქმეთა მინისტრს, რომლის დროსაც მოხერხდა რუსეთის ბაზების გაყვანა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან - ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს „რუსეთის ჯაშუშისა“ და „პუტინის აგენტის“ იარლიყს აწებებენ.

მაინც როგორ უნდა შეფასდეს ყოველივე ზემოთაღნიშნული?

რუსული ინტერესების გატარებად ხომ არა?

და ხომ არ არის თუნდაც გრიგოლ ვაშაძისნაირი „რუსეთუმეული“ „ბექგრაუნდის“ მქონე საპრეზიდენტო კანდიდატი, რუსეთის მიერვე „შემოგდებული“ „საცდელი ბუშტი“ (Ballot d essey - ფრანგ.) იმის გასარკვევად „ჭამს“ თუ არა ქართველი ამომრჩეველი ამ რუსულ სატყუარას და თუ „ჭამს“ რა დაუდგება შემდგომ წინ რუსული „რბილი“ თუ „ხისტი“ ძალის მიერ საქართველოს საბოლოოდ აღგვას პირისაგან მიწისა?

და, ბოლოს და ბოლოს, იქნებ არსებობს მრავალნაცად და საუკუნეების განმავლობაში, ბინძურ სპეც-ოპერაციებში გამობრძმედილ რუსეთის გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოსა (ГРУ) თუ საგარეო დაზვერვის სამსახურში (СВР), საქართველოში დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო ომის გასაჩაღებლად შემუშავებული და ნაწილობრივ უკვე განხორციელებული სრულიად საიდუმლო პროექტი სახელმწოდებით „მიშა“?

ვინ იცის?

ძნელია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა სერიოზული სამხილების მოპოვების (რაზედაც დღევანდელი საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა და სპეცსამსახურები, როგორც ჩანს, ნაკლებად იწუხებენ თავს) გარეშე, მაგრამ „გონივრული ეჭვის“ ქონის უფლება ყველას უნდა ჰქონდეს, რათა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე, გადამწვეტი ტურისათვის (სადაც სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი გადაწყდება) ჩვენი მოქალაქეები ღირსეულად მოიქცნენ.

მოიქცნენ ისე, როგორც ჭეშმარიტ ქართველებს შეეფერებათ.

დაფიქრდით ქართველებო!

 

lia ბევრ ასავალდასავალს კიტხულობ გეტყობა..რით ვერ გაძეხით მიშას ძაგებით?
5 წლის უკან
გრიგორი მთლიანად ვეთანხმები ! არ აქვს აბსოლოტურად არავითარი მნიშვნელობა, ქვეყანას უგუნურებით მტრობ, თუ წინასწარი განზრახვით. ზოგი იტყვის მიხო პატრიოტია და რა თუ რუსეთთან დამარცხდა, განა სხვა გაიმარჯვებდაო, ამბობენ მისი სექტის(და არა პარტიის. მას პარტია კი არა სექტა ჰყავს) წევრები. კი, რუსეთთან ნებისმიერი სხვაც დამარცხდებოდა, მაგრამ რუსეთის აგენტის, ან დებილის გარდა ომს არავინ დაიწყებდა !!!! ის კი დამერწმუნეთ დებილი არაა. არაფერს ვამბობ მილიარდების მოპარვაზე. არამც თუ საქართველოს პრეზიდენტის, თვით აშშ-ს პრეციდენტის ხელფასითაც კი მაიამიზე, მანჰეტენზე და მონაკოში აპარტამენტებს ვერ იყიდი !
4 წლის უკან
trampi ლიას

მიშას იმდენი აქვს საქართველოსთვის გაფუჭებული, იმდენი,.... რომ სუ ეყოფა მთელი ცხოვრება სალანძღავად

ჯერ მარტო 300 ათასი პრობაციონერი თქვი და 29 ათასი კიდევ პატიმარი
და კიდევ ციხეში დახოცილი ათასამდე პატიმარი.....
300 ათასი გააამრავლე 4--ზე უდრის 1.2 მლნ ადამიანს (თითოეულს საშუალოდ ოჯახის 4 წევრი მაინც ხო ჰყავდა? )
29 ათასი გამრავლებული 4 გრუბად 120 ათასი
ქუჩაში დახოცილები??...იმათი ნათესავები??
ბეწვზე კიდევ რამდენი გადაურჩა??
ოოოოოოოო....ეგრეა!!!!......
ბევრია ხოომ ??
მოკლედ მინიმუმ, მინიმუმ 1.5 მლნ ადამიანი ეს ის ხალხია, რომლებსაც არასოდეს არ ამოუვათ მიშა თავიდან და 24 საათი სუ იმის ლანძღვაში იქნებიან......


ისე გული არ დაგწყდეს(გარანტიას გაძლევ)...... ხურდაში ესენიც აუცილებლად, აუცილებლად იქნებიან არანაკლებად მოხსენიებულნი, ( მეტად თუ არა) ...
3 წლის უკან
merab ქართველთმოძულეობა ჰქვია მაგ პროექტს. ასაკიანი საქართველოს ყიდდა ყველა მსურველს მყიდველზე: რუსებზე, თურქებზე, სომხებზე და აზრებზე, და ა.შ. ყველაფერი ქართველების და საქართველოს წინააღმდეგ-დევიზით. ყველას აგენტი იყო და არის, ვისაც ღამის წაგლეჯა უნდა.
1 წლის უკან
merab ქართველთმოძულეობა ჰქვია მაგ პროექტს. საკიანი საქართველოს ყიდდა ყველა მსურველს მყიდველზე: რუსებზე, თურქებზე, სომხებზე და აზრებზე, და ა.შ. ყველაფერი ქართველების და საქართველოს წინააღმდეგ-დევიზით. ყველას აგენტი იყო და არის, ვისაც ღამის წაგლეჯა უნდა
1 წლის უკან
merab მოდერს ვთხოვ, პირველი კომენტარი და ეს, წაშალოს
1 წლის უკან
merab ქართველთმოძულეობა ჰქვია მაგ პროექტს. საკიანი საქართველოს ყიდდა ყველა მსურველ მყიდველზე: რუსებზე, თურქებზე, სომხებზე და აზერებზე, და ა.შ. ყველაფერი ქართველების და საქართველოს წინააღმდეგ-დევიზით. ყველას აგენტი იყო და არის, ვისაც რამის წაგლეჯა უნდა.
1 წლის უკან
merab ქართველთმოძულეობა ჰქვია მაგ პროექტს. სააკიანი საქართველოს ყიდდა ყველა მსურველ მყიდველზე: რუსებზე, თურქებზე, სომხებზე და აზერებზე, და ა.შ. ყველაფერი ქართველების და საქართველოს წინააღმდეგ-დევიზით. ყველას აგენტი იყო და არის, ვისაც რამის წაგლეჯვა უნდა.
1 წლის უკან