საქართველოს პარლამენტი დეპუტატების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის ყოველთვიურად 833.75 ლარს ხარჯავს. იმ დეპუტატების სიაში, რომლებსაც პარლამენტი ბინის ქირას უხდის, ქუთაისის მაჟორიტარი გუბაზ სანიკიძე და უმრავლესობის წევრი შალვა კიკნაველიძეც არიან.
News.ge დეპუტატების საცხოვრებლის უზრუნველყოფაზე დახარჯული თანხისა და იმ დეპუტატების რაოდენობით დაინტერესდა, რომლებსაც ამ დროისათვის საცხოვრებლის ხარჯები აუნაზღაურდათ.
პარლამენტის აპარატიდან News.ge-სათვის მოწოდებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ დეპუტატებისათვის ყოველთვიურად გათვალისწინებული 833.75 ლარი საშემოსავლო გადასახადის დაქვითვის შემდეგ 667 ლარის ოდენობით განისაზღვრება. ხოლო ამ ეტაპზე ბინის ქირა მერვე მოწვევის პარლaმენტის 133 წევრზე გაიცემა.