რას ამბობენ უკრაინელი პოლიტიკოსი ქალები

რას ამბობენ უკრაინელი პოლიტიკოსი ქალები "ნაციონალებზე"?

რას აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე მის მიერ დაფუძნებული პარტიის თავმჯდომარის პრეტენზიებზე რისთვის იმყოფებოდა ერთი კვირა გაეროში?

"ალიას" გუგული მაღრაძე ესაუბრება:

- თავიდანვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი ვიზიტი მთლიანად გაერომ დააფინანსა. გენერალური ასამბლეის სხდომაზე მე გამოვედი მოხსენებით. 1959 წელს პეკინში შეიკრიბნენ მთელი მსოფლიოს ქალი ლიდერები და მიიღეს დეკლარაცია, რათა ქალთა დისკრიმინაცია აღმოფხვრილიყო, ეს ეხებოდა ოჯახურ და პოლიტიკურ ძალადობას, ასევე, შრომით უფლებებს. ახლა გაერომ 20 წლის შედეგები შეაჯამა და დაგეგმა, რა უნდა გაკეთდეს 2020 წლამდე. საკანონმდებლო ბაზა გვაქვს, მაგრამ რეალობაში არსებობს ბევრი ხარვეზი და აქ უკვე ბევრი რამეა გასაკეთებელი. დღეს უკვე მთელ მსოფლიოში მიდის მოძრაობა, რათა უმაღლეს საკანონმდებლო თუ სახელისუფლებო ორგანოებში ქალები და მამაკაცები თანაბარი რაოდენობით იყვნენ წარმოდგენილნი. ამ მხრივ, ჩვენ ჩამორჩენა გვაქვს, როგორც ბევრ ქვეყანას. იქ ლაპარაკი იყო კვოტების შესახებ, მაგალითად, უნდა იყოს დაშვებული 30 პროცენტი. ეს გამოთვლილია სოციოლოგიური კვლევების საფუძველზე, თუ პარლამენტში 30 პროცენტით ქალები იქნებიან წარმოდგენილნი, მათ შეუძლიათ გავლენის მოხდენა უმრავლესობაზე. ამაზე ვიბრძვით, გადაწყვეტილება უნდა მიიღოს პარლამენტმა. ეს პრობლემა ევროპაშიც დგას, აზიაშიც და აფრიკაშიც.

მაგალითად, ჩვენ დიდი ბრძოლა დაგვჭირდა იმისთვის, რომ დეკრეტული შვებულების შესახებ მიგვეღო სწორი გადაწყვეტილება, ანუ ქალს გაეჩინა ბავშვი და ამავე დროს არ დაეკარგა სამსახური. ადრე შრომის კანონში ეს არ იყო, თუ უნდოდათ, შეუნარჩუნებდნენ, თუ უნდოდათ, არ შეუნარჩუნებდნენ. ახლა დადგინდა, რომ 1 წლამდე ადამიანი იქნება უხელფასო შვებულებაში, ოღონდ შეუნარჩუნდება სამსახური, ბავშვების გაჩენის გამო ქალს არ უნდა მოვუსპოთ კარიერის გაგრძელების საშუალება. გასახსნელია უფასო საბავშვო ბაღები, ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ქალებისთვის.

ალბათგექნებოდათ იქ პირადი საუბრებირას ამბობენ სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებიროგორ უყურებენ "ნაციონალებისსაქმიანობას?

- სიმართლე გითხრათ, გაეროში "ნაციონალები" არავის აინტერესებს. ამაზე უკრაინელებთან მქონდა საუბარი და უკრაინელების დიდი ნაწილი უკმაყოფილოა ქართველების მოღვაწეობით მათ ქვეყანაში, ნაწილი კი თვლის, რომ მათ უკრაინაში კლანური კავშირები არ აქვთ და უფრო დამოუკიდებლად გააკეთებენ საქმეს. რამდენად ცდებიან, ეს უკვე მათი საქმეა, გავა ცოტა დრო და ყველაფერს საკუთარი თვალით ნახავენ.

ქალბატონო გუგულითავის დროზე თქვენ მიერ დაფუძნებული "ქალთა პარტიისთავმჯდომარეხათუნა მაჭავარიანი აცხადებსრომ აღარ აწყობთ თქვენი საპატიო თავმჯდომარეობა და არც ისრომ ეს პარტია იყოს "ქართულ ოცნებასთანასოცირებულიამაზე რას იტყვით?

- 2012 წელს, როცა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თანამშრომლობა შემომთავაზა, ჩვენ ჩავატარეთ პარტიის ყრილობა, მე გადავდექი თავმჯდომარეობიდან, ავირჩიეთ ახალი, ხათუნა მაჭავარიანი და გადაწყვიტეს, რომ დავრჩენილიყავი საპატიო თავმჯდომარედ. ჩვენ დასაწყისში ვიყავით ოპოზიციაში, ძალიან მინდოდა, პარტია გამეფართოებინა, რეგიონული ორგანიზაციების შემექმნა, მაგრამ იყო დიდი ზეწოლა, ვიღაცას ქმარი დაუჭირეს, ვიღაცას - შვილი, ზოგს პატარ-პატარა ბიზნესები ჰქონდა და დაემუქრნენ, დაგიხურავთო. ახლა ეს პრობლემები აღარ არსებობს, მაგრამ აქვთ ფინანსური პრობლემები.

ახლა "ქალთა პარტიასაღარ აწყობს პოზიციაში ყოფნა და აღარც თქვენი საპატიო თავმჯდომარეობა.

- არავითარი დაპირისპირება არ არსებობს, ჩვენ გვაქვს ნორმალური ურთიერთობა. თუ ვიღაც-ვიღაცები ამბობენ, რომ მე ვარ "ქალთა პარტიის" თავმჯდომარე, ბუნებრივია, ხათუნას ეს ეწყინებოდა, მაგრამ ესეც არაინფორმირებულობის ბრალია. შეიძლება უნდათ, რომ დამოუკიდებლები იყვნენ, ამაზე არასოდეს გვქონია ლაპარაკი, მხარდაჭერის გარდა, არაფერი გამოუთქვამთ. გულახდილად გეუბნები, დღეს შიდა ინტრიგების გამო რაღაც დაღლილობის განცდა მაქვს და აღარ მინდა კიდევ ახალი პრობლემები.

რა შიდა ინტრიგებზე ლაპარაკობთ?

- პარლამენტს ვგულისხმობ... ჩვენ დღეს ის უნდა გავაკეთოთ, რომ უცხოეთში "ნაციონალებს" აღარ იცნობდნენ, ჩემი მუშაობის ძირითად აქცენტად ეს მიმაჩნია. 24 მარტსაც მივდივარ პარიზში, იქაც არის მნიშვნელოვანი სხდომა და ასევე, მომიწევს გამოსვლა სოციალურ საკითხებზე. შემდეგ ვაშინგტონში არის ქალი პარლამენტარების შეხვედრა, თუ მოვახერხე, იქაც უნდა ჩავიდე.

21-ში "ნაციონალებიდამხობას გიპირებენ და 24 მარტს სად მიდიხართხუმრობთ?

- 21-ში არაფერი არ მოხდება, ეგენი დღეს დგანან გადაშენების წინაშე, თუ ფულს არ მისცემენ, მომხრეები არ ემატებათ და კიდევ ერთხელ მოსინჯავენ ძალებს. მე ძალიან მშვიდად ვარ, მაგათთვის ეს იქნება კიდევ ერთხელ ორთქლის გამოშვება, თან უნდა აჩვენონ მსოფლიოს, რომ ცოცხლები არიან და არსებობენ. 2003 წლის სცენარს ვეღარ გაიმეორებდნენ, მაშინ კარგად არ ვიცოდით, ესენი ვინ იყვნენ, ვხედავდით ახალგაზრდა გოგოებს და ბიჭებს, რომლებიც ქადაგებდნენ დემოკრატიულ რაღაცებს, რაც 9 წლის განმავლობაში ქვეყანას დამართეს, ეს უკვე საკმარისია, რომ უკან ვეღარ მობრუნდნენ.