დღეს ევრობიუროკრატიის, ცალკეული ქვეყნების ინტერესია, რომ რუსეთის აგრესიული სამხედრო შესაძლო შეტევის დივერსიფიცირება მოხდეს, მათ შორის სამხრეთ კავკასიის მიმართულებით, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.
მისი თქმით, ევრობიუროკრატიას გააჩნია თავისი გეგმა და ხედვა, რასაც არ მალავენ.
„იყო პერიოდი, როდესაც მათი პოლიტიკური მისწრაფებები შენიღბული იყო მოთხოვნებით ლგბტ პროპაგანდის, გამჭვირვალობის საკითხებთან დაკავშირებით. დღეს ამ პოსტულატებს იმეორებენ, მაგრამ საქართველოზე ასეთი გააფთრებული შეტევა მიმდინარეობს მაღალი რეიტინგების ფონზე, რომელსაც აქვეყნებს მსოფლიო ბანკი და ყველა საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაცია. დღეს ევრობიუროკრატიის, ცალკეული ქვეყნების ინტერესია, რომ რუსეთის აგრესიული სამხედრო შესაძლო შეტევის დივერსიფიცირება მოხდეს, მათ შორის სამხრეთ კავკასიის მიმართულებით. ეს არ არის დამალული“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ ბრიუსელი საქართველოს გამჭვირვალობის და ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონების გაუქმებას სთხოვს - წინააღმდეგ შემთხვევაში ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით იმუქრება.