საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, ქვეყნის პოლიტიკურ ველზე წერტილი დაისვა. ხელისუფლების მხრიდან ერთმნიშვნელოვნად წარმატებულად შეფასებული დღე არა მხოლოდ ფორმალურად, არამედ შინაარსობრივადაც ასახავს იმ ახალ პოლიტიკურ გარემოს, რომელშიც ოპოზიცია დღეს თავს ვერ პოულობს.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ბოლო პროცესებს აგენტურულ ქმედებებად აფასებს და აცხადებს, რომ ოპოზიცია „ბოლოს დარჩენილი ხურდების რეალიზებას“ ცდილობს. მისი თქმით, საზოგადოების მხრიდან ამ მცდელობებზე რეაგირება მინიმალურია, რაც ნიშნავს, რომ ოპოზიციის პროტესტს არც მასობრივი მხარდაჭერა აქვს და არც შინაარსობრივი წონა.
„აგენტურას ბოლოში რომ ხურდები დარჩა, იმის რეალიზების სცენებს ვხედავთ ყოველდღიურად... დიდი ფული – მაღალი პროტესტი, ცოტა ფული – დაბალი პროტესტი. საუკუნის აფიორა იყო დაფინანსების დამალვა, რაც აშკარად აგენტურულ მიზნებს ემსახურებოდა“, – აცხადებს მდინარაძე.
პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „რადიკალურ ოპოზიციას არაფრის რესურსი აღარ აქვს.
„გუშინ, როგორც ჩანს, მაინც ჰქონდათ იმედი, რომ ცოტა მეტი ადამიანი მივიდოდა. ამ შემთხვევაში, შესაძლოა, ცოტა უფრო ომახიანი ყოფილიყო ზურაბიშვილის გამოსვლა, თუმცა 3000 კაცის ფონზე მას გაუჭირდა რაიმე ღირებულის თქმა. ეს არის რადიკალური ოპოზიციის დღევანდელი მდგომარეობა – არაფრის რესურსი აღარ აქვთ, არც რადიკალიზაციის, არც არჩევნებში მონაწილეობის. აქამდე მიიყვანეს საკუთარმა პატრონებმა ჩვენი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
დამოუკიდებლობის დღის მშვიდად და ორგანიზებულად ჩატარება მმართველი გუნდისთვის იყო გამარჯვება არა მხოლოდ შიდაპოლიტიკურად, არამედ დასავლელი პარტნიორების თვალშიც. მოვლენების ეს სცენარი განსაკუთრებით აძლიერებს „ქართული ოცნების“ იმ ნარატივს, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება ფლობს მყარ საზოგადოებრივ მხარდაჭერას, ხოლო ოპოზიცია აგენტურულ სტრუქტურებსა და გარე დაფინანსებაზეა დამოკიდებული.
26 მაისის შემდეგ აშკარა გახდა, რომ ოპოზიციური სპექტრი ერთიანი მოქმედების შესაძლებლობას თითქმის სრულად კარგავს. არათანმიმდევრული და ურთიერთგამომრიცხავი გზავნილები, ლიდერებს შორის მზარდი უთანხმოება და სტრატეგიული სიცარიელე საზოგადოებაში სერიოზულ იმედგაცრუებას იწვევს.
შესაძლოა, ამ ეტაპზე ოპოზიციისთვის ერთადერთი გონივრული სტრატეგია გახდეს არჩევნებში მონაწილეობა, რაც საშუალებას მისცემს მათ, ისევ დაიბრუნონ ლეგიტიმურობის ნაყალი წილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოპოზიციური სპექტრის სრული მარგინალიზაცია, დაპირისპირება და დაქსაქსვა გარდაუვალია.
ანალიტიკოსების თქმით, 26 მაისმა შექმნა ახალი პოლიტიკური მოცემულობა, რომელშიც ოპოზიცია დგება რეალობის წინაშე: ან შეცვლის მიდგომებს და შეეცდება ლეგიტიმური ჩართულობით ძალების კონსოლიდაციას, ან საბოლოოდ გასცდება პოლიტიკურ პროცესს. ხელისუფლების მხრიდან არგუმენტირებული შეტევა და სამომავლო სტაბილურობის დემონსტრირება მიანიშნებს, რომ ბერკეტები უკვე მათ ხელშია.
ამ ფონზე განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ექსპრემიერ გიორგი გახარიას განცხადება, რომლის მიხედვითაც ის აპირებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. გახარია კვლავ ცდილობს მესამე ძალად დაფიქსირდეს - არც მმართველი პარტიის, არც რადიკალური ოპოზიციის მხარეს.
მისი პოზიცია იმაზე მიანიშნებს, რომ მოლოდინი დასავლური დახმარებით მიღწეული ცვლილების შესახებ, სერიოზულად მყიფეა. გახარია პრაგმატულად ხედავს, რომ პოლიტიკური ქულების დაგროვება ქუჩის აქციებით შეუძლებელია, ხოლო ინსტიტუციურ პროცესებში ჩართვა ერთადერთი დარჩენილი ლეგიტიმური გზაა.
ახლა ჩნდება კითხვა: რა არჩევანის წინაშეა ოპოზიცია - ბოიკოტის გაგრძელება თუ პოლიტიკური რეალობის აღიარება?
ოპოზიციური პარტიებისთვის 26 მაისი შეიძლება იქცეს გარდამტეხ მომენტად, როცა არჩევანი მოუწევთ - ბოიკოტის გაგრძელება და საბოლოო მარგინალიზაცია, თუ პოლიტიკური ბრძოლის რეალისტური სტრატეგიების ძიება, მათ შორის არჩევნებში მონაწილეობა.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე for.ge-თან ამბობს, რომ ოპოზიციის მთავარი პრობლემა ის არის, რომ მათ მიერ წარდგენილი დღის წესრიგი საზოგადოებისთვის ნაკლებად გასაგებია. დასავლეთის სანქციების მოლოდინით დაწყებული, შიდა ქუჩის მოძრაობით გაგრძელებული და ღია დესტრუქციული ტონით დასრულებული გზავნილები ვერ ქმნიან იმ ნდობას, რაც ფართო მხარდაჭერის მიღწევისთვის აუცილებელია.
„ვხედავთ, რომ დიდი ხანია ოპოზიციის მომხრეებში იმედგაცრუება იზრდება. ეს მდგომარეობა ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ოპოზიცია მეტწილად გარედან წამოსულ პროცესებზეა დამოკიდებული და არ აქვს ძლიერი შიდა სტრატეგია. ახლა მმართველი გუნდისთვის შექმნილი გარემო იდეალურია - დასუსტებული და დაქსაქსული ოპოზიცია, რომელიც ვეღარ ახერხებს მობილიზებას, აძლიერებს „ქართული ოცნების“ სამომავლო პოზიციებს, მათ შორის თვითმმართველობის არჩევნებში.
ხელისუფლების მესიჯი მარტივია: ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა შენარჩუნებულია, სახელმწიფო ინსტიტუტები ფუნქციონირებს, ხოლო აგენტურული ოპოზიცია - ფულზე დამოკიდებული დესტრუქციული ძალა - საბოლოოდ კარგავს ავტორიტეტს.
რა თქმა უნდა, გიორგი გახარიას მათზე მეტი ალღო აღმოაჩნდა პოლიტიკურად და მისი სვლა შესაძლოა გახდეს მაგალითი მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს პოლიტიკური ბრძოლით ცვლილებაზე - არა ქუჩიდან, არამედ შიგნიდან. ტრამპის წერილი ყაველაშვილისადმი მიწერილი, ოპოზიციისთვის მეტეორის სროლის ტოლფასია. ისედაც გაუბედურებულებს ეს ქვა მართლა აღმართში წამოეწიათ“, - ამბობს გვენეტაძე.
მისივე თქმით, თუ მათ სურთ პოლიტიკაში დარჩენა, მაშინ არჩევნებში უნდა მიიღონ მონაწილეობა, რადგან სხვა გამოსავალი არ არსებობს.
„ოპოზიციამ საკუთარი თავი თავად გაიკოტრა. პირდაპირ ამბობდნენ: ასეთ მშვიდობას გვირჩევნია თავზე ბომბები გვცვიოდესო. ეს ხალხი მზად იყო, ოღონდ უკრაინას შვება მისცემოდა და ქართველები დახოცილიყვნენ. აქციებზე პირდაპირ მოუწოდებდნენ ახალგაზრდებს, რომ ქართველი პოლიციელები ცოცხლად დაეწვათ. ამის მცდელობა გრიგორიადისმა სცადა და გმირად შერაცხეს. აი, ეს არის ოპოზიციის შეცდომების მცირედი ჩამონათვალი, რამაც ეს ხალხი საბოლოო პოლიტიკურ გაბანკროტებამდე მიიყვანა.
სალომე ზურაბიშვილი უკვე გედევან ფოფხაძის დონის პოლიტიკოსია. მათი გედის სიმღერა დასრულდა. ზურაბიშვილი კი არის ბრიყვი, მაგრამ იმ დონის არა, რომ ვერ მიხვდეს, რა ხდება, თუმცა იმდენი ფული აქვს შეჭმული, არ იცის სხვა რა გააკეთოს - შვილები „დიფ სთეითის“ პატრონებისთვის მძევლებად ჰყავს დატოვებული და იძულებული იყო იმ ნაბიჯებზე წასულიყო, რომლებზეც ბოლო დროს მიდიოდა. ახლა კი 26 მაისის კრახი მათი საბოლოო დასამარების დასაწყისია“, – ამბობს გვენეტაძე.
ჰოდა ახლაც გაიპრანჭნენ - არ შევალთ პარლამენტშიო (ფასი აწიეს) მაგრამ ოცნებამ ყველა დაიკიდა გაყარა და ქჩაში დააგდო უმანდატოდ; ახლა რა? არც ხელფასი, არც მაბდატი, არც სარგებელი და გაასხა ამათმა პატრიოტიზმმა! ახლა კუბილიუსისას და უილსონისას წოვენ, მაგრამ არ ყოფნით... რევოლუციის ტრაკი არა აქვთ ...ხალხმა საბოლოოდ გაშიფრა მათი ყლეობა და ,,, ახდება სამადაშვილის ქვითინი - თუ პოლიტიკიდან გავვარდი რა ვაკეთო? სხვა მე არაფერი ვიციო (ხომ გახსოვთ) .. რა და ყველანი ერთად წადით პოლინეზიის რომელიმე შორეულ და ნაკლებადდასახლებულ კუნძულზე და ამ ერთხელ მაინც გაახარეთ ხალხი!