პოლონელმა ფერმერებმა უკრაინის საზღვართან „მედიკა-შეგინის" გამშვები პუნქტი გადაკეტეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახური ავრცელებს.
შეზღუდვები მხოლოდ სატვირთო მანქანებს ეხება და შესაძლოა, სულ მცირე, ექვს საათს გაგრძელდეს.
აქცია პოლონეთის პუნქტიდან ერთი კილომეტრის მოშორებით იმართება.
პოლონელი ფერმერები უკრაინიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტის აკრძალვას ითხოვენ, ისინი ასევე ეწინააღმდეგებიან ევროპის აგრარულ პოლიტიკას.