„გახარიას პარტია ხელფასს იღებს, მაგრამ პარლამენტის სხდომებს არ ესწრება - გახარია პარლამენტში შევა, ის „ოცნებას“ იმის საშუალებას არ მისცემს, რომ მანდატები გაუუქმონ“

„გახარიას პარტია ხელფასს იღებს, მაგრამ პარლამენტის სხდომებს არ ესწრება - გახარია პარლამენტში შევა, ის „ოცნებას“ იმის საშუალებას არ მისცემს, რომ მანდატები გაუუქმონ“

გიორგი გახარიას და მისი პარტიის წევრებს შესაძლოა დეპუტატის საპარლამენტო მანდატები შეუწყდეთ, რადგან გახარიას პარტიამ გაცდენების მხრივ ზღვარი გადალახა. თუმცა, გაჩნდა მოსაზრება, რომ გახარია - საქართველოსთვის წევრები პარლამენტში შევლენ, რადგან სადეპუტატო მანდატის მოხსნა ნიშნავს დაფინანსების წყაროს შეწყვეტას, რაც მათთვის მიუღებელია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროისთვის, საკანონმდებლო ორგანოში შესაძლო შესვლის შესახებ რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება, გახარიას პარტიის მხრიდან, ცნობილი არ არის.

ამ დროისთვის საკანონმდებლო ორგანოში რეალურად 89 დეპუტატია: „ქართული ოცნებისა და მისგან გამოყოფილიხალხის ძალის წარმომადგენლები. რაც შეეხება გიორგი გახარიას, მის პარტიას 12 დეპუტატი ჰყავს, რომლებიც ჯერ არც ერთ სხდომას არ დასწრებიან და ფორმალურად ინარჩუნებენ დეპუტატის სტატუსს. თავად გახარიას პარტიაში ამბობდნენ, რომ პარლამენტისათვის მანდატების გაუმების თაობაზე ოფიციალური განცხადებით მიმართვა ამ პარლამენტის ლეგიტიმურობის ირიბი აღიარება იქნებოდა და ამიტომაც არ წერდნენ განცხადებას. ასევე ამბობდნენ, რომ პარლამენტის სხდომებს არ დაესწრებოდნენ და ამის გამოქართული ოცნება მათ მანდატებსისედაც გააუქმებდა და ამის სავარაუდო თარიღად მაისს ასახელებდნენ.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე For.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ გიორგი გახარია ორმაგ თამაშს თამაშობს, რაც გამოწვეული იყო მისი პატრონების მიერ. მისივე თქმით, ოპოზიციურ სპექტრში თანდათან იაზრებენ, რომ პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადება მათი მხრიდან შეცდომა იყო.

დარწმუნებული ვარ, რომ გახარიას პარტია იმ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, რომ პარლამენტში არ შევიდეს. მან თავიდანვე დაიწყო მიზანმიმართული პოლიტიკა - ორმაგ თამაშს თამაშობს, რასაც მისი პატრონები უბრძნებენ იმას აკეთებს, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ სხვებისგან განსხვავებით, ვინც პარლამენტში არ შევიდნენ, შედარებით ნაკლებად არის დამოკიდებული გარე პატრონებზე.

გახარიას პარტია ხელფასს იღებს, მაგრამ პარლამენტის სხდომებს არ ესწრება. მის პარტიაში ესმით, რომ ეს იყო სისულელე, რაც ოპოზიციამ გააკეთა - 61 კაცი ჰყავს პარლამენტში და საკანონმდებლო ორგანოს ბოიკოტს უცხადებს - ეს იყო მათი პატრონების გადაწყვეტილება, მაგრამ მათი პატრონებიც დარწმუნდნენ იმ სისულელეში, რაც გააკეთეს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ გახარია პარლამენტში შევა. ის ქართულ ოცნებას იმის საშუალებას არ მისცემს, რომ მანდატები გაუუქმონ, - განგვიცხადა ედიშერ გვენეტაძემ.

ამასთან, ისიც უნდა ითქვას, რომ გიორგი გახარიას პარტიის ლიდერებმა ღიად განაცხადეს, რომ ემზადებიან თვითმმართველობის არჩევნებისთვის. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ანა ბუჩუკურის შეფასებით, ოპოზიციური პარტიების გეგმა, თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტის შემდეგ, .. სატელეფონო არჩევნებია, რაც მათი მხრიდან არასერიოზულია.

ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ეს შეკითხვა არის რიტორიკული, ეს თავად მელიამ და ყველამ ძალიან კარგად იცის. ჩვენი გუნდის, პარტიაგახარია საქართველოსთვისპოზიცია არის ძალიან მარტივი და ხაზგასმით ვიმეორებ - ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი არჩევნებისთვის, მათ შორის, მუნიციპალური არჩევნებისთვისაც. თუ გადავწყვეტთ, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებთ, ამას გაიგებთ ღიად ჩვენგან, ისევე ღიად, როგორც ამდენი ხანია ვამბობთ, რომ ვემზადებით ნებისმიერი არჩევნებისთვის.

რამდენიმე დღის წინ ძალიან მარტივი, ლეგიტიმური და ლოგიკური კითხვა დავუსვით ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც ბოიკოტს უცხადებენ მუნიციპალურ არჩევნებს: რა გეგმა აქვთ ბოიკოტის შემდეგ? ერთადერთი, რაც მათგან მოვისმინეთ გეგმის სახით, არის . სატელეფონო არჩევნები. ეს არ არის სერიოზული, საერთოდ რა წარმოდგენა აქვს ამ ხალხს საკუთარ ამომრჩეველზე და პროტესტზე?!“,- განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

აქვე შეგახსენებთ, რომ პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, თუკი დეპუტატი არასაპატიო მიზეზით გააცდენს კონკრეტული სესიის სხდომების ნახევარზე მეტს, ავტომატურად დადგება მისთვის საპარლამენტო მანდატის გაუქმების საკიხი. ამჟამად პარლამენტში საგაზაფხულო სესია მიმდინარეობს და გახარიას პარტიის წევრებმა სხდომების ნახევარი უკვე გააცდინეს.

მარბიელი პატივდებულ ჭაბუას ბუდარას შევახსენებ, რომ გახარიას პარტიელები დეპუტატის ხელფასს არ იღებენ; რაში სჭირდება ედიშერ-ბუდარას ჭორის გავრცელება, ან ვინ უხდის ამაში, არ ვიცი!
1 დღის უკან