კოალიციური მთავრობაც დასავლეთის იმედად, როცა თავად არაფერს წარმოადგენ

კოალიციური მთავრობაც დასავლეთის იმედად, როცა თავად არაფერს წარმოადგენ

მამუკა ხაზარაძემ კოალიციური მთავრობის შექმნის იდეა გაააქტიურა, თუმცა აქვს თუ არა ახლა ოპოზიციას ამის რესურსი, არ უთქვამს. მისი მტკიცებით, პარტიების გაერთიანება, რომლებიც ერთობლივად ოპონირებენ ხელისუფლებასთან, არის ერთადერთი გზა ქვეყნის სამომავლო განვითარებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად.

საქართველოში კოალიციური მთავრობების იდეა ბოლო წლებში მრავალჯერ გაჟღერდა. თუმცა, პოლიტიკურმა სიტუაციამ და პარტიათა ინტერესებმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ ამის განხორციელება საკმაოდ რთულია.

ამის მიუხედავად, იდეას მხარს უჭერს არა მხოლოდ „ლელო“, არამედ სხვა ოპოზიციური პარტიებიც, თუმცა, როგორც წესი, ამჟამადაც პოლიტიკური განწყობა და პარტიების ურთიერთობები ერთ-ერთ მნიშვნელოვან დაბრკოლებას ქმნის. ოპოზიციის შიგნით მრავალი განსხვავებული აზრია, რაც კოალიციას, ხშირად, გაუმართლებლად რთულად მიღწევად მიზნად აქცევს.

რაც შეეხება ოპოზიციის რესურსს, თავად მიიჩნევენ, რომ დასავლეთის მხარდაჭერა მნიშვნელოვნად ზრდის ოპოზიციის მოლაპარაკების მექანიზმებს. მაგალითად, ევროკავშირის და აშშ-ს მხრიდან გამოხატული კრიტიკა „ქართული ოცნების“ მიმართ, გარკვეულწილად, ქმნის პლატფორმას, სადაც ოპოზიციური პარტიები ცდილობენ დაიკავონ უფრო ძლიერი პოზიცია.

ანალიტიკოსების განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია აქტიურ ოპონირებას უწევს ხელისუფლებას, მისი მთავარი პრობლემა კვლავ მოსახლეობაში ნდობისა და მხარდაჭერის ნაკლებობაა. პარტიებს არ ახასიათებთ გრძელვადიანი სტაბილურობა, რომელიც ადგილობრივი ამომრჩევლისთვის მიმზიდველია. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ოპოზიცია ვერ ახერხებს საზოგადოების სრულ ნდობას, არის მისი შიდა განხეთქილებები და აკუსტიკა იმ პოლიტიკურ მიდგომებთან, რომლებიც ზოგჯერ პირადი ინტერესებით არის მოტივირებული.

ასევე მნიშვნელოვანია „ოცნების“ სტრატეგია, ახლა ხელისუფლება იმ ბერკეტებით სარგებლობს, რომელსაც ოპონენტების შიდა გაყოფა და საზოგადოებაში დაბალი ნდობა ქმნის. ხელისუფლებას ეძლევა დრო და რესურსი, რათა უკონკურენტოდ განახორციელოს თავისი პოლიტიკური სტრატეგია, რაც აძლევს აქტივობების შენარჩუნების გარანტიას იმ ფონზე, როცა ოპოზიცია ვერ ახერხებს კონსოლიდაციას.

„ოცნების“ მმართველობა ხშირად მიმართავს ტაქტიკურ დიპლომატიას ოპოზიციის შიგნით არსებული დაპირისპირებების დასანახად, როგორც ერთგვარი გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილს. პარტიამ მოახერხა პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნება, რაც საზოგადოებისთვის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია - „ოცნების“ მიერ ჩატარებული სოციალური პროგრამები და ინფრასტრუქტურული პროექტები მოსახლეობის მხარდაჭერით სარგებლობს.

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე for.ge-თან ამბობს, რომ ოპოზიციამ მრავალი წლის განმავლობაში ვერ მოახერხა ერთიანი ფრონტის შექმნა და ხშირად იყოფა პარტიული ინტერესების მიხედვით, რაც ოპოზიციური ბლოკის ძალის სუსტ ასპექტს ქმნის.

„გარდა ამისა, საზოგადოებაში არსებობს წარმოდგენა, რომ ოპოზიციის ნაწილი არ არის მზად გონივრულ კომპრომისებზე და ხშირად ეწინააღმდეგება არა მხოლოდ „ოცნებას“, არამედ ზოგიერთ საჭირო და რეალურ რეფორმასაც. ამასთან, ოპოზიციის მიერ ნაკლებად ეფექტურად გატარებული სოციალური და ეკონომიკური პროგრამები ხანდახან, ლამის, უგულებელყოფილია, რადგან მოსახლეობას ხშირად არ ეძლევა რეალური იმედი ცვლილებების შესახებ. ამიტომ ოპოზიციას ახლა აღარ აქვს არანაირი ბერკეტი, გარდა დასავლეთის ზეწოლისა ხელისუფლებაზე მოსახდენად. თუმცა ფაქტია, რომ „ოცნება“ ამ წნეხს უმკლავდება და პირიქით, პარტია უფრო გაძლიერდა და პოლიტიკურად ბევრად მყარი გახდა“, - ამბობს მამრაძე.

მისივე თქმით, ოპოზიციის გათვლები და ზრახვები რეალური არ არის. მამრაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის ერთადერთი ტაქტიკა მხოლოდ დასავლეთიდან წამოსული ზეწოლაა, რაც რეალურად ვერანაირი შედეგს ვერ გამოიღებს.

„ოპოზიციას აქვს ასეთი გათვლა, რომ დასავლეთიდან წამოსული ეს წნეხი ბოლოს და ბოლოს „ოცნების“ შიგნით რყევას და სისტემის ჩამოშლას გამოიწვევს, რის შემდეგაც მმართველი გუნდი იძულებული გახდება ახალი არჩევები დანიშნოს - იმ ადამიანებში, ვისაც დიპლომატიური პასპორტები აქვთ და სანქციების სიაში მოხვდნენ, ბოლოს და ბოლოს პროტესტის გრძნობა გაჩნდება და შიგნით ეს დაპირისპირებას გამოიწვევს.

ამ ფონზე შევხედოთ თავად „ოცნების“ თვალით სიტუაციას. ხელისუფლება რაიმე დათმობაზე რომ წავიდეს, ამან პირიქით, შესაძლოა, რყევა გამოიწვიოს. ეკონომიკური პრობლემები გაჩნდება ქვეყანაში და კაცმა არ იცის ვინ მოითბობს მერე ხელს ამ არეულობაში. არასტაბილურობის განცდა კი ჩვენს ინვესტორებს დააფრთხობს. ძალიან დიდ ინვესტიციებზეა ახლა საუბარი იგივე ჩინეთიდან, არაბეთიდან, აზიიდან. უდიდესი პოტენციალი აქვს ჩვენ ქვეყანას, რის გამოყენებასაც „ოცნება“ ცდილობს. ამიტომ ხელისუფლებას არა აქვს უფლება, რომ ამ ზეწოლას არ გაუძლოს“, - ამბობს მამრაძე.

მისივე თქმით, ოპოზიციის იმედები, რომ ხელისუფლებაში რყევები დაიწყება, ფუჭია, რადგან არავითარი ბზარი მმართველ გუნდში არ ჩანს. ყველაზე წარმოუდგენელი და ფატალური შეცდომა იქნება, თუკი „ოცნება“ ახალი არჩევნების დანიშვნას გადაწყვეტს.

„ოპოზიციური ამომრჩეველი სხვადასხვა პარტიებში გაფანტულ ნაციონალებში ვერ ხედავს შესაძლებლობას, რომ ის, რაც ხელისუფლებაში არ მოსწონთ, გამოასწორონ. ძალიან ბევრი ადამიანი დარწმუნდა იმაში, რომ ესენი ოპოზიცია კი არა, ანტიეროვნული ძალები არიან. ხალხი უკვე ოცნებობს, რომ როგორმე ნორმალური ეროვნული ოპოზიცია გამოჩნდეს, რომელიც ხელისუფლებასთან კონსტრუქციულ პოლემიკაში იქნება. 12 წელიწადზე მეტი გავიდა „ოცნების“ გამარჯვების შემდეგ და ვერავინ დააბრალებს ხელისუფლებას, რომ პარტიის შექმნაში ვინმეს ხელი შეუშალა, სოკოებივით არიან ეს ნაცები სხვადასხვა ახალ პარტიებში წამოზრდილები. ამ ხნის განმავლობაში არ გამოჩნდა არც ერთი პოლიტიკური ლიდერი ოპოზიციაში, რომელიც ეროვნული და კომპეტენტური იქნება, ქვეყნის ინტერესებს გაატარებს და არა პირადს. ხალხი ამას ხვდება და არანაირი კოალიციური ხელისუფლების შექმნის პოლიტიკური რესურსი ოპოზიციას არა აქვს“, - ამბობს მამრაძე.

Gami რაში გამოიხატება ამ ბოგანო ოპოზიციის "აქტიური ოპონირება"? თავს იგიჟებენ დამბრალებლებიც.
5 საათის უკან