„თუ ზურაბიშვცილმა თავი ასე დაიმდაბლა, რომ კობახიძის დანიშვნას ხელი არ მოაწერა, ეს იქნება შურისძიების აქტი“

„თუ ზურაბიშვცილმა თავი ასე დაიმდაბლა, რომ კობახიძის დანიშვნას ხელი არ მოაწერა, ეს იქნება შურისძიების აქტი“

შესაძლებელია თუ არა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ახალი პრემიერის ირაკლი კობახიძის დანიშვნას ხელი არ მოაწეროს? ხომ არ გამოყენებს ამ სიტუაციას ზურაბიშვილი ირაკლი კობახძეზე შურისძიებისთვის და იქნება თუ არა სიმბოლურ იმპიჩმენტზე სიმბოლური დემარშით პასუხი.

კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობის მეთაურის დამტკიცებას ზურაბიშვილის ხელმოწერა სჭირდება - ქვეყნის მთავარ დოკუმენტში წერია, რომ ხელმოწერაზე უარის შემთხვევაში მინისტრთა კაბინეტი ორ დღეში მაინც დამტკიცდება. ამიტომ ანალიტიკოსები for.ge-სთან იმედს გამოთქვამენ, რომ ზურაბიშვილი გადაწყვეტილებას ემოციების კარნახით არ მიიღებს და პოლიტიკურად თვითდაზიანებას არ მიიყენებს.

ხელისუფლებაში არ ელიან, რომ პრეზიდენტი ამ ნაბიჯზე წავა. თბილისის მერი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ სალომე ზურაბიშვილისგან სიურპრიზები არ იქნება.

„რაც შეეხება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რაიმე სიურპრიზებს არ ველოდებით“, - ამბობს კალაძე.

კანონის მიხედვით, რომელიც 56-ე მუხლის; მე-5-თავში წერია, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი მისი დანიშვნიდან 2 დღის ვადაში − მინისტრებს. თუ საქართველოს პრეზიდენტი დადგენილ ვადაში არ დანიშნავს პრემიერ-მინისტრს, იგი დანიშნულად ჩაითვლება.

ანალიტირკოსი ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ თუკი სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძის გაპრემიერებას ხელს არ მოაწერს, პოლიტიკურად, ეს, პირველ რიგში, მასვე დააზიანებს. ანჯაფარიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ეს იქნება შურისძიების აქტი, რომელიც პრეზიდენტს ძალიან ცუდ კონტექსტში წარმოაჩენს.

„თუ ზურაბიშვცილმა თავი ასე დაიმდაბლა, რომ კობახიძის დანიშვნას ხელი არ მოაწერა, არაფრით დაასაბუთა, ან თითიდან გამოწოვილი მიზეზი მოიყვანა, ყველა მიხვდება, რომ ეს არის უბრალო კაპრიზი და შურისძიების აქტი. მინდა მჯეროდეს, რომ პრეზიდენტი თავს ასე არ დაიმცირებს და დაიმდაბლებს, რომ ეს იკადროს. სიმართლე ვთქვა, ბოლომდე მაინც არ ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ პრეზიდენტი ამას დემარშისთვის გამოიყენებს. ასევე არ მჯერა, რომ ის არჩევნებამდე გადადგება ან რომელიმე პოლიტიკურ პარტიას შეუერთდება. რომ შეუერთდეს, რა სტატუსით უნდა შეუერთდეს? თუ გადაწყვეტილებას მიიღებს ოპოზიციაში ოფიციალურად გადასვლის, მაშინ თანამდებობა უნდა დატოვოს და ლიდერის სტატუსით უნდა წარსდგეს. რომელიღაცა პარტიაში რიგითი წევრი ხომ ვერ იქნება ან მხოლოდ გულშემატკივარი?“,-ამბობს ანჯაფარიძე.

მისივე თქმით, ზურაბიშვილი რომ შეუერთდეს ისეთი პარტიებს, რომელთაც რეიტინგი არ აქვთ, მისთვის რამდენად ღირებულია, ესეც საკითხავია.

„ჩვენი ე.წ. ექსპერტები ამბობენ, რომ „ლელოს“ და გახარიას შეუერთდება. ჩვენი პრეზიდენტი საზრიანი ადამიანია, იცის ამ პარტიების გავლენა საზოგადოებაზე. მათ რომ შეუერთდეს, ის კარგავს ყველა ბერკეტს და იმ ხიბლს, რომელიც სახელისუფლებო ქარიზმის მატარებელია და ჩვეულებრივ სალომე ზურაბიშვილად გადაიქცევა, რომელიც საზოგადოებაზე გავლენას დაკარგავს. აქედან გამომდინარე, უბრალოდ, ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი უფრო შეეცდება, ის ბერკეტები, რაც პრეზიდენტის სახით აქვს, საპარლამენტო არჩევნებზე გამოყენოს - მოახდინოს ზეგავლენა პოლიტიკურ პროცესზე თავისი განცხადებებით. მისი მხრიდან რომელიმე პარტიასთან მიერთება ძალიან უგუნური ნაბიჯი მგონია“, - ამბობს ანჯაფარიძე.

კითხვაზე როგორ იქნება პრემიერ ირაკლი კობახიძის და სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური თანამშრომლობა, როცა მათ შორის იმპიჩმენტის თემამ ურთიერთობა უფრო დაძაბა და არსებობს თუ არა მოლოდინი, რომ პრეზიდენტს ახალ პრემიერთან კიდევ უფრო დაძაბული ურთიერთობა ექნება? - ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ეს ისედაც ცხადია, რომ მათ სიამტკბილობა არ ექნებათ.

„მაინც მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი, მიუხედავად მისი ოპოზიციონრობისა და ა.შ. მაინც ერიდება რაღაცა წითელი ხაზების გადალახვას. ის იქნება ოპონირების რეჟიმში, გააკეთებს მწვავე განცხადებებს, მაგრამ არ მგონია, რომ წითელი ხაზები გადალახოს. ყოველ შემთხვევაში, მისი პოლიტიკური და დიპლომატიური გამოცდილება ამას არ უნდა კარნახობდეს. ადამიანის ბუნება დახურულ სინჯარაში არ არის და ძნელია მისი მომავალი განწყობების განსჯა. ბოლომდე გამორიცხული არაფერია, მით უმეტეს ჩვენს ტურბულენტურ გარემოში“,-ამბობს ანჯაფარიძე.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ არის რაღაცა პროცენტი იმის ალბათობისა, რომ ზურაბიშვილმა კობახიძის პრემიერობას ხელი არ მოაწეროს. საყვარელიძე ამბობს, რომ ხელისუფლების სამი შტო - პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტი ერთმანეთთან ჭიდაობას იმდენად არიან შეჩვეული, რომ გამორიცხული არაფერია.

„ზურაბიშვილისგან გამორიცხული არაფერია. მისგან ბევრჯერ მოგვისმიენია ისეთი ფრაზები, რომელიც ემოციას აყოლილი ადამიანის სიტყვები უფრო იყო, ვიდრე პოლიტკურად ნაკარნახევი. ახლაც, თუკი ემოციებს აყვება, მაშინ კობახიძის გაპრემიერებას ხელს არ მოაწერს. ხოლო, თუ პოლიტიკურ გათვლებს გააკეთებს, წესით, პირველ რიგში, თავად დაზიანდება. ეს გამოიწვევს არა მხოლოდ ხელისუფლების შტოებში გაღიზიანებას, არამედ მთელი საზოგადოებისას. ახლა არ არის პრეზიდენტის ფაქტორის შეთავაზების დრო. ახლა საზოგადოება გადართულია ორი ირაკლის როქის შინაარსზე. პრეზიდენტის ამ ფონზე ამოტივტივება და პროცესების თუნდაც რამდენიმე დღით დატორმუზება, მე მგონი გაღიზიანებას უფრო გამოიწვევს“,-ამბობს საყვარელიძე.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, ზურაბიშვილის და კობახიძის ხასიათიდან გამომდინარე, მათი ურთიერთბა უფრო ხისტი იქნება. სამწუხაროდ, არც ერთი არ ტოვებს იმ ადამანის შთაბეჭდილებას, რომელიც ელასტიური მოქმედებით მიაღწევს მიზანს და არა ნაჯახისებური მოქმედებით. პრეზიდენტიც და კობახიძეც ხისტია, ამიტომ ის ელის, რომ პრეზიდენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო რთული იქნება.

Gami Она у нас капризная
3 თვის უკან