ალყაშემორტყმული ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროპას მოუწოდებს: „იბრძოლეთ“!

ალყაშემორტყმული ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროპას მოუწოდებს: „იბრძოლეთ“!

ევროპის კომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპას მოუწოდა, საკუთარი თავი დაიცვას რუსეთისგან და დასაჯოს ისრაელის მთავრობა. მისი შეფასება ევროპული კავშირის მდგომარეობის შესახებ, მკვეთრად ეწინააღმდეგებოდა მისივე პოლიტიკურ პოზიციას. ზაფხულის არდადეგების შემდეგ, პირველივე სხდომაზე, მისი გამოსვლა ხმაურითა და შეძახილებით მიმდინარეობდა. „ევროპამ უნდა იბრძოლოს“, - განაცხადა ფონ დერ ლაინმა. მანვე წარადგინა კონკრეტული გეგმ ევროპული სამხედრო ძალის გასაძლიერებლად, ისრაელის მიმართ უფრო მკაცრი ზომების მისაღებად და საცხოვრებელი კრიზისის მოსაგვარებლად.

მავდროულად, ურსულა ფონ დერ ლაიენი ცდილობდა, შეენარჩუნებინა საკუთარი დასუსტებული, პროევროპული ცენტრისტული კოალიცია და განაწყენებული ამომრჩევლებისთვის დაემტკიცებინა, რომ ბრიუსელი დომინირებს „დაუნდობელ“ სამყაროში: „მე არასდროს ვითამაშებ ადამიანების სამუშაო ადგილებითა და საარსებო წყაროებით“, - აღნიშნა მან შეთანხმებაზე საუბრისას.

მოვლენებმა დაასწრო

ისრაელის ღია დარტყმაზე ატარში, „ჰამასის“ მაღალჩინოსნებზე და რუსული დრონები პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრაზე, კომენტარი გააკეთა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა: „ევროპა  ყველაზე ახლოს არის ღია კონფლიქტთან, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ“, - აღნიშნა დონალ ტუსკმა.

ფონ დერ ლაიენმა ორივე ცხელ ზონაზე ახალი ინიციატივები წამოაყენა: ე.წ. „აღმოსავლეთის ფლანგის სადარაჯოს“ შექმნა, რომელიც მოიცავს ბალტიისპირეთის ქვეყნების მიერ, დიდი ხნის წინ მოთხოვნილ „დრონების კედელს“ და მონიტორინგის კოსმოსურ სისტემას. რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენება „რეპარაციების სესხის“ გასაცემად, რათა მომავალ წლებში, უკრაინ დაფინანსდეს.

ტონი ისრაელის მიმართულებითაც შეიცვალა: თუ ადრე იმისთვის აკრიტიკებდნენ, რომ 2023 წლის 7 ოქტომბრს, ჰამასის სასტიკი თავდასხმის შემდეგ, არ შეზღუდა ისრაელის თავდაცვის უფლება, ამჯერად ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ აზაში მიმდინარე „ხელოვნური შიმშილი“, ბოლო თვეებში, სისტემატური ცვლილების ნაწილია და მიუღებელია.

მან ასევე წამოაყენა წინადადება, რომ  ისრაელისთვის შეეჩერებინათ სავაჭრო შეთანხმება და ექსტრემისტი მინისტრები სანქციებით დაესაჯათ. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მკაცრი რიტორიკის მიუხედავად, ამ ნაბიჯებს ევროკავშირის 27 ქვეყნის მთავრობებმა მხარი დაუჭირონ.

კოალიციის შენარჩუნება

გასულ წელს, 2024 წლის არჩევნების შემდეგ, რომელშიც ევროპარლამენტი მარჯვნივ გადაიხარა, ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ სურდა „ნაკლები ევროპა“. ახლა, როდესაც მას ოპოზიციის უნდობლობა აქვს, სოციალური პოლიტიკის პაკეტი წარადგინა, რაც მოიცავს სიღარიბის აღმოფხვრა 2050 წლისთვის (ევროსტატის მონაცემებით, 2024-ში, 27.5 მილიონი ევროპელი მძიმე მატერიალურ ან სოციალურ გაჭირვებაში ცხოვრობდა).

გარდა ამისა, „ხარისხიანი სამუშაოების აქტის“ მიღება, რათა თანამედროვე დასაქმება ეკონომიკურ ტემპს შეესაბამებოდეს; საცხოვრებელი სახლების პაკეტი, რათა 2030 წლისთვის, ქუჩაში არავინ დარჩეს.

„მე მსურს, ვიმუშაო ამ პარლამენტთან და ყველა პროევროპულ დემოკრატიულ ძალასთან, რათა შედეგი მივიღოთ ევროპელებისთვის, - განაცხადა მან.

მცირედი მხარდაჭერა

ფონ დერ ლაიენი მშვიდად გამოიყურებოდა და ხშირად იღიმოდა, მიუხედავად იმისა, რომ სიტყვას მუდმივი შეძახილებით აწყვეტინებდნენ. თუმცა, მის გამოსვლას მოჰყვა დებატები, რომლებმაც ისევ აჩვენა პარლამენტის სიღრმისეული პოლარიზაცია.

სოციალისტებისა და დემოკრატების ლიდერმა, ირატხე გარსიამ თქვა, რომ ევროკავშირის სტრატეგიული ავტონომია „გოლფის მინდვრის ქვეშ დაიმარხა“ - ეს იყო პირდაპირი კრიტიკა აშშ-თან სავაჭრო შეთანხმებაზე.

წყარო: https://www.politico.eu/article/besieged-von-der-leyen-calls-europe-fight-state-union/