„ოპოზიციას ვეკითხები, რაკი ასე მიიღეს სი ძინპინი ამერიკელებმა, ხომ არ გავწყვიტოთ ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან პროტესტის ნიშნად?!“

„ოპოზიციას ვეკითხები, რაკი ასე მიიღეს სი ძინპინი ამერიკელებმა, ხომ არ გავწყვიტოთ ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან პროტესტის ნიშნად?!“

„ტაივანი სოფელი ხომ არ გგონიათ?“ - ამ სიტყვებით ეხმაურება დავით უსუფაშვილი მისი მეუღლის მიმართ წაყენებულ ბრალდებას ტაივანიდან დაფინანსების შესახებ და ადასტურებს, რომ თინა ხიდაშელის ორგანიზაცია ნამდვილად დაკავშირებულია ტაივანთან.

სწორედ ტაივანთან კავშირით ხსნის მმართველი გუნდი თინა ხიდაშელის ანტიჩინურ რიტორიკას. ხიდაშელის არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეა“ ტაივანის ფონდიდან ფინანსდება, რომელსაც ტაივანის მთავრობა აფინანსებს.

უკვე ზაფხულიდან მოყოლებული, თინა ხიდაშელი არ მალავდა, რომ აშფოთებდა ქართულ-ჩინური სტრატეგიული პარტნიორობა. ის ამტკიცებდა, რომ საქართველოს ოფიციალურად ჩინეთის კაცი ჰყავდა ხელისუფლებაში პრემიერ ღარიბაშვილის სახით. ხიდაშელის მტკიცებით, ირაკლი ღარიბაშვილმა, სანამ მთავრობაში თავდაცვის მინისტრად დაბრუნდებოდა, წელიწადნახევარი იმუშავა ჩინური კომპანიის მრჩევლად და ამით აიხსნებოდა ღარიბაშვილის მთავრობის აქტიურობა ჩინეთთან პარტნიორობის გაღრმავებაში.

იმის დასტურად, რომ ღარიბაშვილს ვალდებულება ჰქონდა ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიმართ, თინა ხიდაშელი იშველიებდა ტერმინს-Elite capture, რაც საჯარო პირების, პოლიტიკური ელიტის დაპყრობას ნიშნავდა, როდესაც მაღალი თანამდებობის პირები სხვადასხვა მიზეზით ანგარიშვალდებულნი ხდებოდნენ სხვა ქვეყნის მიმართ. განსაკუთრებით, თინა ხიდაშელს აინტერესებდა, რა პოზიციას დაიკავებდა საქართველოს ხელისუფლება, თუკი ჩინეთი ტაივანს თავს დაესხმებოდა?!

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი თვლის, რომ დღეს რაც ხდება ჩინურ-ტაივანურ თემასთან დაკავშირებით, ეს არის ქართული სირცხვილი, თუმცა ასახსნელი სირცხვილი, რადგან არ შეიძლება ყველა ფულს ხელი მოჰკიდო.

„ხალხის ძალის“ წევრ თამარ ჩიბურდანიძის აზრით, თინა ხიდაშელი ტაივანის ინტერესებს იცავს საქართველოში და ამიტომაც აკრიტიკებს ჩინეთს.

აქ მხოლოდ თინა ხიდაშელზე არაა საუბარი, ჩინეთთან სტრატეგიულ ურთიერთობას მთლიანი ოპოზიცია მმართველ გუნდს არ პატიობს და ავიწყდება, რომ ჩინეთის პრეზიდენტს პომპეზურად ხვდებიან ამერიკელები, განსაკუთრებით, ამერიკის ფინანსური წრეები. ასევე, სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან აქვს ევროკავშირს.

„აღმოსავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობა არ უნდა ხდებოდეს დასავლეთთან ურთიერთობის ხარჯზე“, - მიიჩნევს ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი და დასაშვებად მიიჩნევს ჩინეთთან მხოლოდ ეკონომიკურ პარტნიორობას და არა პოლიტიკურ თანამშრომლობას.

რამდენად შესაძლებელია, საქართველომ დაბალანსებულად იურთიერთოს აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნებთან, როგორც ეს ისტორიულად ხდებოდა საქართველოში? იქნებ, აღმოსავლეთის ქვეყნებთან თანამშრომლობა არ გამორიცხავს და არ აკნინებს დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობას?

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი დიმიტრი შველიძე ადასტურებს, რომ აქ მთავარია ჭკვიანური პოლიტიკის წარმოება, ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის ლავირების პოლიტიკის არჩევა. ლავირებაში ცუდი არაფერია, ყოველ შემთხვევაში, იმ დრომდე მაინც, სანამ მსოფლიოში გამარჯვებული არ გამოვლინდება, ან გამარჯვების სასწორი რომელიმე მხარეს არ გადაიწევს.

„საკმარისი გაკვეთილი მიიღო საქართველომ, ცოტა გონებით უნდა ვიმოქმედოთ, ეს არის ჭკვიანური პოლიტიკა და არამც და არამც ვინმესთვის ქედის მოხრა. საერთაშორისო ამბებს ვაკვირდები და მართლაც სერიოზულად ეძებენ გზებს, საქართველოზე გაიაროს მთავარმა სატრანზიტო ხიდმა. ამიტომ აღმოსავლეთთან დაახლოება არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამორიცხავდეს დასავლეთთან დაახლოებას. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაზარალდეს დასავლური ორიენტაცია. ეს დასავლეთშიც კარგად ესმით. განა მათ არ იციან ჩვენი ქვეყნის მძიმე მდგომარეობა? ჩვენზე კარგადაც იციან, ამიტომ გვპატიობენ ბევრ რამეს, მათ შორის, იმასაც, რომ რუსეთთან აგრესიულ პოლიტიკას ვერ ვაწარმოებთ. მათ ისიც იციან, რომ ვერ დაგვეხმარებიან, ერთხელ ვერ დაგვეხმარნენ, მეორედ ვერ დაგვეხმარნენ, მესამედაც ასე იქნება, ამიტომ შედიან ჩვენს მდგომარეობაში. ხომ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, მოგვცეს არა იმიტომ, რომ ჩავაბულბულეთ გამოცდა, არამედ მოგვცეს იმიტომ, რომ საქართველოს დაკარგვა არ უნდათ და შედიან ხელისუფლების და ხალხის მძიმე მდგომარეობაში, რომ კიდევ არ დავზარალდეთ რუსეთის მხრიდან“, - აღნიშნა დიმიტრი შველიძემ for.ge-სთან საუბრისას.

„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე დარწმუნებულია, რომ სწორედ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელმოწერამ შეუწყო ხელი იმას, რომ დასავლეთში ვიღაც-ვიღაცები, კორუმპირებულები, თუ ნაკლებად კორუმპირებულები დაფაცურდნენ და კანდიდატის სტატუსი მოგვცეს.

„ოპოზიციონრების გასაგონად უნდა ვთქვა, სი ძინპინი რომ ჩავიდა ახლა ამერიკაში, ბაიდენი პირადად შეხვდა, ბაიდენს ჰკითხეს, დიქტატორია ძინპინიო? უპასუხა, დიქტატორიაო. ეს რომ არ ეთქვა, ბაიდენი სახეს დაკარგავდა. ამის შემდეგ სი ძინპინი შევიდა დიდ დარბაზში, სადაც მას მოწადინებულნი ელოდნენ ამერიკის წამყვანი ფინანსური ლიდერები, მულტიმილიონერები, მილიარდერები და მილიონერები, იმ დარბაზში შესვლის ბილეთი ღირდა, მინიმუმ, 20 ათასი დოლარი. სი ძინპინის დარბაზში შესვლისას, „უოლ სთრით ჯორნალის“ თანახმად, ეს ადამიანები ფეხზე წამოდგნენ და ხანგრძლივი ოვაციებით შეეგებნენ ჩინეთის ლიდერს. თუ პრინციპულია ამერიკა და არ სურს არადემოკრატიულ ქვეყანასთან ურთიერთობა, მაშინ რას ნიშნავს ასეთი შეხვედრა?! როცა შენი ფინანსური სექტორი კოლაფსის ზღვარზეა და შეიძლება საპნის ბუშტივით გასკდეს უძრავი ქონების ბაზარი, რაც მოხდა 2008 წელს, როცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, კრედიტს მიიღებ თუ არა ჩინეთისგან, მაშინ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ასე ღებულობენ ჩინეთის ლიდერს. აქ შეერთებულ შტატებზეა საუბარი და არა 3, 5-მილიონიან საქართველოზე. ცხადია, ჩინეთის ლიდერი სჭირდებათ. როგორი უსინდისო უნდა იყოს ქართული ოპოზიცია, უფრო სწორად, მტერი ქართველი ერისა, რომ დაიწყონ საუბარი, არ შეიძლება დასავლეთის ხარჯზე ჩინეთთან დაახლოებაო. მაშინ ოპოზიციას ვეკითხები, რაკი ასე მიიღეს სი ძინპინი ამერიკელებმა, ხომ არ გავწყვიტოთ ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან პროტესტის ნიშნად?!“ - აცხადებს პეტრე მამრაძე ჩვენთან საუბრისას.

ლაზი ტაივანი რომ არასამტავრობოს დააფინასებს სართველოში, ის ჩვეულებრივი შპიონაჟისათვის იქნება, აბა სხვა რა უნდა იფიქრო. ეგეც სოროსია? თუმცა სოროციც აგენტებს ქვეყნის ამრევებს არ აფინანსებს?
3 თვის უკან