„როზნერის რჩევებით ოპოზიციას ჯერ არ გაუმარჯვია, პიარ-სპეციალისტის ჩანაფიქრს ორ საათში რომ შიფრავს მისივე მეტოქე, ე.ი. არ არის კარგი პიარ-სპეციალისტი“

„როზნერის რჩევებით ოპოზიციას ჯერ არ გაუმარჯვია, პიარ-სპეციალისტის ჩანაფიქრს ორ საათში რომ შიფრავს მისივე მეტოქე, ე.ი. არ არის კარგი პიარ-სპეციალისტი“

პარტია „ლელოს“ 2024 წლის არჩევნებში კონსულტანტად ის პირი ეყოლება, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ 2012 და 2018 წლებში არჩევნების დროს ჰაყავდათ პიარ-კონსლუტანტად დაქირავბეული. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, პარტია „ლელოსთვის“ კონსულტანტი „ნაციონალური მოძრაობის“ დასავლელი ლობისტების ჯგუფმა გამოყო. მმართველი გუნდისთვის ეს არის კიდევ ერთი დასტური იმის რომ „ლელო“ „ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენელი ნაწილია და ოპოზიციის საერთო მიზანი ქვეყნის იმიჯის შელახვა და ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯებია.

მმართველი გუნდის განცხადებით, სწორედ ჯერემი როზნერის რჩევით ცდილობდა ოპოზიცია მსოფლიო ბანკის რეიტინგის გადაფარვას, რომელშიც, საქართველო კორუფციასთან ბრძოლაში ლიდერია.

„როზნერ რისერჩ“-ის აღმასრულებელი დირექტორი დამკვეთებს პოლიტიკური და საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავებაში ეხმარება. მის კლიენტებს შორის იყო მიხეილ სააკაშვილიც. სწორედ „როზნერ რისერჩის“ კვლევას იყენებდა „ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წელს, არჩევნების დროს საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოსახდენად და ამომრჩეველს „ნაციონალური მოძრაობის“ უპირატესობასა და გამარჯვებაში არწმუნებდა.

პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, „ლელოს“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არანაირი კომუნიკაცია არ აქვს.

ამასთან, კუპრაძემ განმარტა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არც ჯერემი როზნერს აქვს რაიმე კავშირი.

„ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით, ვერაფერს გეტყვით, ჩვენ ამ პარტიასთან არანაირი ფორმალური და არც არაფორმალური კომუნიკაცია არ გვაქვს. ჯერემი როზნერს „ნაციონალური მოძრაობასთან“ არანაირი კავშირი არ აქვს. ჯერემი როზნერისა და პარტიის ლიდერების გრაფიკს სატელევიზიო ფორმატში ვერ მოგაწვდით“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ როზნერს 2012 წლის შემდეგ, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეხება არ ჰქონია. ამასთან, ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ თუ როზნერი რომელიმე ოპოზიციურ პარტიასთან თანამშრომლობს, ამაში პრობლემას ვერ ხედავს.

„ამაზე საუბარი რომ მინდოდეს, მე თვითონ ვიტყოდი საჯაროდ, ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. აქ ვსაუბრობთ ამერიკელ კონსულტანტზე, რომელსაც, 2012 წლის შემდეგ, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ არანაირი შეხება არ ჰქონია. მაგრამ, მე მაქვს ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ ოპოზიციურ პარტიასთან მუშაობს და რა? რა პრობლემაა?“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ თუკი „ლელოს“ პიარ-კონსულტანტი იგივე პირია, რომელიც მიხეილ სააკაშვილს 2012 წელს ჰყავდა დაქირავებული და ასევე 2018 წელს, მაშინ ამ პირზე დადებით კონტექსტში საუბარი ძნელი იქნება. საყვარელიძე ამბობს, რომ „ნაციოანლურმა მოძრაობამ“ თუკი არჩევნები ყველაზე მწარედ წააგო, ეს 2012 წელია და ასევე 2018 საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც ასევე წაგებით დაასრულა. ამიტომ „ლელოს“ რატომ სურს ამ პირის დახმარებით 2024 წლის არჩევნებზე გასვლა, მისთვის რთულად გასაგებია.

„ბოლო დროს, რასაც თვალს ვადევნებ, „ლელოს“ განცახდებები, მოქმედებები, არ არის რეალობასთან კავშირში. ისეთი აბსურუდული დაპირებები აქვთ, რომ მათ მიმართ კრიტიკულად ოპოზიციაშიც კი არიან განწყობილები. რაღაცა საკუთარ განცხადებებსა და მოქმედებებში არიან დაკარგულები. თუკი „ლელო“ ამ კაცზე ამყარებს იმედებს, ძალიან შემცდარა, რადგან მან იმედები ენმ-ს და მათ ლიდერს სააკაშვილს ორჯერ უკვე გაუცრუა. „ოცნებამ“ „ლელოს“ ყველა პროპაგანდა გაშიფრა და აქეთ შემოუტრიალა. ამ კაცის რჩევებით ოპოზიციას ჯერ არ გაუმარჯვია და რატომ გადაწყვიტეს ისევ ამ კაცზე გაეკეთებინათ არჩევანი გაუგებარია. პიარ-სპეციალისტის ჩანაფიქრს ორ საათში რომ შიფრავს მისივე მეტოქე, ესე იგი ეს არ არის კარგი პიარ-სპეციალისტი. აქედანვე ეტყობა, რა რჩევებსაც აძლევს და როგორ ადვილად ხდება „ლელოს“ გამოჭერა ან თავად ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ან კიდევ ხელისუფლების მიერ“,-ამბობს საყვარელიძე.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი აცხადებს, რომ ეს არის კონკრეტული ლობისტური კომპანიის გადაწყვეტილება, რომ მის კლიენტ პოლიტიკურ პარტია „ლელოს“ მიამაგროს კონკრეტული პიროვნება, რომელიც სტრატეგიული კომუნიკაციის უფრო სწრაფად მოგვარებაში დაეხმარება. ანაჯაფრიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ენმ-ს და „ლელოს“ რადგან ერთი და იგივე პიარ სპეციალისტი აღმოაჩნდათ, გამოდის, რომ ისინი შესაძლოა, ერთი ლობისტური კომპანის კლიენტები იყვნენ.

„ლელოს“ პოლიტკური დღის წესრიგი ჯერჯერობით საზოგადოებისთვის გაურკვეველია, თუ არ ჩავთვლით ერთი და იგივე ნარატივს, რომ „ოცნება“ რუსული ხელისუფლებაა და ის ხალხმა უნდა გაუშვას. სხვა რაიმე ახალი პოლიტიკური დღის წესრიგი მათ არა აქვთ. გარდა იმისა, რომ ახლა შემოიტანეს აბსოლუტურად არარეალისტური წინადადება 1000-ლარიან პენსიებზე, რომლისაც თავად ოპოზიციურ ბანაკშიც არ სჯერათ. რაც შეეხება იმას, რომ ეს პიროვნება ჯერემი როზნერი განსაზღვრავდა 2018 წელს ენმ-ის საპრეზიდენტო კანდიდატის პიარ კამპანიას, მე მგონი იქ სხვა პირებიც იყვნენ ჩართულები და მარტო რეოზნერი არ ყოფილა. აქ იყო რუსი მენეჯერი შკრილაროვი და მისი გუნდი. ყველაფერი მაინც არჩევნებზე გამოჩნდება. რას ურჩევს როზნერი „ლელოს“ ამას დავინახავთ, როდესაც ისინი წინასაარჩევნო კამპანიას დაიწყებენ - იქნება იქ თუ არა როზნერის ხელწერა“, - ამბობს ანჯაფარიძე.

 

trampi 2007 წ 7 ნოემბრის მერე 2008 წლის მიშას არჩევნებზე, ამერიკელმა ქაჯებმა უგულავას რომ ინდაურები დააარიგებინეს ხო გახსოვთ??/
. კიდე კარგი ის ინდაურები თაფლწასმულები არ იყო
ჰოოოდა აბა ამერიკელი რას გაიგებს ქართველი ვინაააა???
ვერც ვერასოდეს ვერ გაიგებს, ვერასოდეს !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! ისინი უბრალოდ ერთუჯრედიანები არიან ერთ უჯრედიანები....იმათ ჩვენ აზროვნებამდე მოსასვლელად მინიმუმ 200 წელი უნდათ, 200 წელი
...ჰოოოდა გვაწყობს გვაწყობს ლელოზე და ნაცებზე იმათი კონსულტანტობა
ეხლა ალბათ ლელოს ტელევიზიების თანხლებით კურდღლებს დარიგებინებს, კურდღლებს

ინდაურები ხალხნოოოოოოოო, ინდაურები

ისე იმ ინდაურების გახსენებაზე კიდევ ერთხელ ვრწმუნდები----- ამერიკელები მაგარი ქაჯები რო არიან, თანაც ძალიან მაგარი ქაჯები.....
მოკლედ ველოდები მეორე ახალ წელს 2025...
3 თვის უკან
ლაზი რა არ მოგწონთ იმ კაცის, აბა თქვენ გგონიათ ხაზარაძემ თითონ მოიფიქრა გუშინ, "ჩვენგან გამოსახლებები არ ხდებოდა"-ო, რომ განაცხადა?
მრჩევლის გარეშე ამას მოიფიქრებდა და იტყოდა ვინმე? აბა მიდით და გაშიფრეთ, თუ ბიჭები ხართ.
3 თვის უკან