„დასკვნა რაც გამოაქვეყნა, ევროსაბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა, რომ იტყვიან სულზე მოუსწრო ოპოზიციას, რომელთაც სააკაშვილის თემაზე მეორე სუნთქვა გაეხსნათ. დაიწყეს ხელახლა საუბარი იმაზე, რომ სააკაშვილი ვითომ არასათანადო პირობებშია, აწმაბენ და ა.შ.“

„დასკვნა რაც გამოაქვეყნა, ევროსაბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა, რომ იტყვიან სულზე მოუსწრო ოპოზიციას, რომელთაც სააკაშვილის თემაზე მეორე სუნთქვა გაეხსნათ. დაიწყეს ხელახლა საუბარი იმაზე, რომ სააკაშვილი ვითომ არასათანადო პირობებშია, აწმაბენ და ა.შ.“

მესამე პრეზიდენტის ციხეში გადაყვანა-არგადაყვანის თემა ოპოზიციისთვის კვლავ ახალი სპეკულაციების მიზეზი ხდება. ამ თემაზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ახალი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც 18 იანვარს „წამების პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა“ კლინიკა „ვივამედში“ სააკაშვილისა და იქ მყოფი სხვა პატიმარი პაციენტების პირობების შესახებ შეფასება გამოაქვეყნა და გარკვეული რეკომენდაციები გასცა. კომიტეტის შეფასებაში აღნიშნულია, რომ ყველა პატიმარი, რომელიც „ვივამედის“ დაცულ ნაწილში იმყოფებოდა, დათანხმდა იქ მკურნალობას ნებაყოფლობით ან საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე. მათი უმრავლესობა კმაყოფილია მიღებული მკურნალობით. თუმცა რეკომენდაციას გასცემს, რომ სააკაშვილის მკურანლობა საქართველოში ვერ მიდის ისე, როგორც საჭიროა და ის უნდა გადაიყვანონ იქ, სადაც მის სათანადო მკურნალობას შეძლებენ.

ამის შემდეგ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ქართველმა ხალხმა ახლავე უნდა დამიხსნას პატიმრობიდან“.

ხელისუფლებაში ამბობენ, რომ როგორც კი სამედიცინო კონსილიუმი და საავადმყოფოს ექიმები იტყვიან, რომ მისი ციხეში გადაყვანა რეკომენდირებულია, ის რუსთავის ციხეში დბრუნდება. რაც შეეხება კომიტეტის მიერ მოცემულ დასკვნას, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს: „როდესაც საუბარია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე, ეს არის ერთგვარი დისკრიმინაციული მდგომარეობა იმიტომ, რომ ის არის პრივილეგირებული სხვა პატიმრებთან შედარებით“.

„ხალხის ძალა“ მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანას ითხოვს. გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი სასათბურე პირობებშია. მისი თქმით, სააკაშვილი ახლა „ჯანზეა“ და კლინიკაში არ უნდა იმყოფებოდეს.

„ნაციოანლურ მოძრაობაში“ კი ამბობენ, რომ ხელსიუფლება ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, თითქოს მიხეილ სააკაშვილი კარგად არის. „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ფარულავა ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს: „თუ ვსაუბრობთ თავისუფალ, სამართლიან არჩევნებზე, მას უნდა მიეცეს საშუალება სრულყოფილად მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში“.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის თემას ოპოზიცია იყენებს, კონკრეტულად კი „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციები. ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ეს თემა მათთვის ჯერ კიდევ აქტუალურია და უნდათ ბოლომდე ყველა შესაძლებლობა გამოწურონ, იქნება ეს პოლიტიკური თუ პროპაგანდისტული შესაძლებლობა.

„დასკვნა რომელიც გამოაქვეყნა, ევროსაბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა, რომ იტყვიან სულზე მოუსწრო ოპოზიციას, რომელთაც სააკაშვილის თემაზე მეორე სუნთქვა გაეხსნათ. დაიწყეს ხელახლა საუბარი იმაზე, რომ სააკაშვილი ვითომ არასათანადო პირობებშია, აწამებენ და ა.შ. ისევ გაააქტიურეს ეს თემა, რათა სააკაშვილი პოლიტიკურ დღის წესრიგში დააბრუნონ. იქნებ მიაღწიონ რაღაცნაირად მის ევროპაში გაყვანას, ან შეწყალებას. მე არ ვამტკციებ, მაგრამ მაქვს ვარაუდი, რომ ევროსაბჭოს ეს დასკვნა იქნება გამოყენებული, როგორც ერთ-ერთი არგუმენტი იმისთვის, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილი შეიწყალოს.

შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილმა თქვას, რომ ასეთმა ავოტრიტეტულმა ორგანიზაციამ დასკვნა დადო და თუ ჩვენ მივდივართ ევრპისკენ, მაშინ მისი რეკმენდაციები უნდა გავითვალისწინოთ. აქ საუბარა იმაზე, თითქოს სააკაშვილის მკურნალობა საქართველოში ვერ ხდება და მისი ჯამრთელობის შესაბამისი მკურნალობა არ მიდის. პირდაპირ არ არის გადაყვანაზე მოწოდება, მაგრამ იგულისხმება, რადგან საქართველოში მკურნალობა ვერ ხდება და ეს უნდა მოხდეს ქვეყნის გარეთ“, - ამბობს ანჯაფარიძე.

რაც შეეხება ხელისუფლების ქმედებას და თავშეკავებას მისი ციხეში გადაყვანასთან დაკავშირებით, ანჯაფარიძე ამბობს, რომ მმართველ გუნდს აკისრია პასუხისმგებლობ და თუ სათანადო სამედიცინო დასკვნა არ იქნება, ის ვერ გადაიყვანს სააკაშვილს ციხეში.

„ხელისუფლებას სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ პასუხისმგებლობა აკისრია. თუკი სამედიცინო კონსილიუმი იტყვის, რომ ჯერჯერობით, მისი გადაყვანა შეუძლებელია და არ არის რეკომედირებული, რა თქმა უნდა, იუსტიციის სამინისტო იძულებული იქნება, ამ დასკვნას დაემორჩილოს. გასაგებია, რომ „ოცნების“ ამომრჩეველს უნდა სააკაშვილი ციხეში დააბრუნოს, თუმცა არსებობს სხვა ფაქტორები. მაგალითად, ევროკავშირის სტურქტურები, რომელიც ამას აკვირდებიან. ასევე ევროპარლამენტარები, რომლებმაც წერილი დაწერეს და იქაც აკვირდებიან. ხელისუფლება ამ შემთხვევაში მანევრირებს და ცდილობს, არც მწვადი დაწვას და არც შამფური. იყოს სააკაშვილი იქ, სადაც არის, რადგან ხელისუფლებისთვის ის რაიმე პრობლემას არ წარმოადგენს. რამდენიც არ უნდა წეროს იქ, რომ ქართველმა ხალხმა გაათავისუფლოს, საამისო წინაპირობები არ არსებობს“, - ამბობს ანჯაფარიძე.

კითხვაზე სურს თუ არა თავად „ნაციოანლურ მოძრაობას“ რეალურად სააკაშვილის გათავისუფლება, ანჯაფარიძე ამბობს, რომ - არა, რადგან წინასაარჩევნოდ მისი თავისუფლებაზე ყოფნა ენმ-ში სიტუაციის სრულიად არევას ნიშავს. ამიტომ ისინი სააკაშვილს მხოლოდ საკუთარი მიზნებისთვის და პროპაგანდისთვის იყენებენ.

„ამ დღეებში „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე ლიდერის განცხადება მოვისმინე, რომ ისინი ფიქრობენ, მომავალი არჩევნები ვერ იქნება ლეგიტიმური, თუკი სააკაშვილი ციხეში იქნება. შესაბამისად, ისინი იშველიებენ ევროკავშირის რეკომენდაციას, რომ არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი და კონკურენტული, ხოლო თუ წამყვანი ოპოზიციის ლიდერი ციხეშია, ეს ასე ვერ იქნება. თუმცა იმას აღარ ამბობენ, რომ ეს ლიდერი არ არის საქართველოს მოქალაქე და უკრაინის მოქალაქეობის მქონე სააკაშვილს არა აქვს უფლება ამ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.

მიხედავად ამისა, ამ თემას მაინც იყენებენ და სპეკულირებენ, რათა არჩევნების ლეგიტიმურობა კითხვის ქვეშ დააყენონ. თუმცა უნდათ კი რეალურად ნაციონალებს სააკაშვილის გათავისუფლება? - ამას მხოლოდ სიტყვის მასალად ამბობენ. სააკაშვილი რომ გათავისუფლდეს, იქ ისეთი პროცესები დაიწყება, რომ მათთვის მომგებიანი არ არის. სააკაშვილი ენმ-ს პროპაგანდის სახით ეყოლება, მაგრამ მისი გათავისუფლებისთვის თავს დიდად არ მოიკლავენ“, - ამბობს ანჯაფარიძე.

ანალიტიკოსი თამარ კიკნაძე კი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის გამოყენებას წინასაარჩევნოდ ეცდება. კიკნაძე for.ge-სთან ამბობს, რომ სააკაშვილის ფიგურა და ავტორიტეტი მის ელექტორატშიც კი გაცვდა, თუმცა ენმ-ის ლიდერები და თავად პარტიაც მხოლოდ ამ ბრენდზე არიან დამოკიდებულები. ამიტომ, იძულებულები არიან, ის, რაც სააკაშვილის ავტორიტეტიდან დარჩა, ის მაინც გამოიყენონ.

„ფაქტია, რომ სააკაშვილის თემას ოპოზიცია ყოველთვის გამოიყენებს და ნებისმიერ მომენტში მის გაცოცხლებას შეეცდება. ვნახეთ, რომ მის გასათავისუფლებლად ყველა ხერხს და ღონეს მიმართეს, თუმცა ყველა შემთხვევაში ხელისუფლებამ თავისი სიმართლის დამტკიცება შეძლო. ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, სააკაშვილი რა პირობებში იმყოფება. ისიც კარგად იციან, თუ მისი პრეზიდენტობის დროს, ხალხი რა დღეში ჰყავდათ ციხეში.

ამიტომ ვინ რა რეკომენდაციაც არ უნდა გასცეს, ხალხისთვის ეს თემა არ არსებობს და კითხვის ნიშნები არ აქვთ. თუმცა ოპოზიცია ყოველთვის ცდილობს, რომ ეს თემა დასავლეთის მოსატყუებლად გამოიყენოს. ნებისმიერ სიტუაციაში ამ თემით მანიპულირებას ცდილობენ. ამიტომაც არის, რომ ხელისუფლება ფრთხილობს და არც ვამტყუნებ. სააკაშვილის „ვივამედში“ ყოფნა გასაგებია, რომ მის ამომრჩეველს არ მოსწონს, მაგრამ მისი ფიგურა ქვეყნის შიგნით იმდენად გაცვეთილია, რომ ვერაფერს ავნებს, თუმცა დასავლეთში კიდევ არიან პოლიტიკოსები, ვინც ამ თემას ხელისუფლების წინააღმდეგ გამოიყენებს. ამიტომ „ოცნება“ ცდილობს უფრო მეტი არგუმენტები და მტკიცებულებები ჰქონდეს სამედიცინო სფეროდან, რომ ის ციხეში დააბრუნოს“,-ამბობს კიკნაძე.