„ოცნება“ რუდინებით, ფრთხილად და არანაირი ასკინკილით, მყარად წინ მიიწევს ევროპისკენ ისე, როგორც ეს ქართველი ხალხის ნებაა“

„ოცნება“ რუდინებით, ფრთხილად და არანაირი ასკინკილით, მყარად წინ მიიწევს ევროპისკენ ისე, როგორც ეს ქართველი ხალხის ნებაა“

ოპოზიციისთვის პოლიტიკური სპეკულაციების სივრცე კიდევ ერთხელ დაიხშო, რადგან ხელისუფლებამ 9-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულების გეგმა წარმოადგინა. არადა ოპოზიციის ახალი დღის წესრიგი, სწორედ, ამ 9 პუნქტზე იყო აგებული და ამ თემით 2024 წლის საარჩევნო კამპანიასაც კი იწყებდნენ. ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ ხელისუფლებას ამ 9-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულება არ სურდა და არ იცოდნენ რა გეგმა ჰქონდა ხელისუფლებას. ახლა გეგმაც იციან, მაგრამ მის შესასრულებლად სამუშაო პროცესში ჩართვას მაინც არ აპირებენ. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ მათთან ერთად თუ მათ გარეშე, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება მაინც მოხდება. სწორედ ასე იყო კანდიდატის სტატუსის მიღებამდეც და ხელისუფლება ამ გამოწვევას მარტოც გაუმკლავდა. „ოცნებაში“ ამბობენ, რომ რადიკალების გარეშე მოხდა სტატუსის მიღება და ასევე მათ გარეშე მოხდება მოლაპარაკებების დაწყებაც.

როგორც ცნობილია, ოპოზიციის ნაწილმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო და მზად არის სამუშაო ფორმატებში ჩართვისთვის. რამდენიმე პარტია იმისთვის, რომ დოკუმენტი მათთვის მისაღები გახდეს, მიიჩნევს, მსჯელობა აუცილებელია.

„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი პოლიტიკური პარტნიორები პოზიციის ჩამოყალიბებას არ ჩქარობენ. მათი განცხადებებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, შარშანდელ გამოცდილებას გამოიყენებენ და პროცესს ბოიკოტს გამოუცხადებენ. „ლელოში“ საკუთარი წინაპირობა აქვთ - მუშაობაში იმ შემთხვევაში ჩაერთვებიან, თუკი მმართველი პარტია მათ კანონპროექტებზე მუშაობას დაიწყებს.

რეფორმების განხორციელების ხედვები, პასუხისმგებელი უწყებები და ვადები მთავრობის სამოქმედო გეგმაშია გაწერილი: ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ დეზინფორმაციასთან ბრძოლა; ევროკავშირის პოლიტიკასთან საქართველოს საგარეო პოლიტიკის დაახლოება; პოლარიზაციის დასრულება და პარლამენტში ოპოზიციასთან ინკლუზიური მუშაობა; საარჩევნო, სასამართლო, პროკურატურისა და იუსტიციის საბჭოს რეფორმირება; ცესკოს, ეროვნული ბანკისა და კომუნიკაციების კომისიის მიუკერძოებლობა; ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის დამოუკიდებლობა და დეოლიგარქიზაციის მიღწევა - მომავალი წელი ამ პუნქტებზე მუშაობას უნდა დაეთმოს.

ანალიტიკსოი გია აბაშიძე ამბობს, რომ ოპოზიცია კვლავ იგივეს იმეორებს და ცდილობს სახელმწიფოს იმიჯი კიდევ ერთხელ მაქსიმალურად დააზიანოს. აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ჯერ ერთი, ამაში ადამიანური რესურსიც არ ჰყოფნით და ზუსტად იგივე სცენარის გათამაშებას ცდილობენ, რაც კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ჰქონდათ ჩაფიქრებული.

„გვახსოვს, სტატუსის მიღებამდე რასაც კადრულობდნენ, როგორ ცდილობდნენ ქვეყნის იმიჯის დაზიანებას, დადიოდნენ ბრიუსელში და ევროპარლამენტარებს სთხოვდნენ სტატუსი არ მოგვცეთ, ჩვენ დავზიანდებითო. მერე ცდილობდნენ სააკაშვილის ფაქტორის გამოყენებას, თითქოს ის პოლიტიკური პატიმარი იყო და სტატუსის მიღება მის თავისუფლებაზე უნდა ყოფილიყო დამოკიდებული. ასევე, ზურაბიშვილის ფაქტორით მანიპულირებდნენ, ვითომ კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი იყო სტატუსის მიღება-არმიღების მიზეზი. ახლაც ასე მოხდება, ათას მიზეზს მოიგონებენ იმისთვის, რომ ეს მოლაპარაკებები არ დაიწყოს. დაარქმევენ ამ ყველაფერს მორიგ იდიოტობას და ყველაფერს რუსეთთან დააკავშირებენ. არადა, თავად არიან რუსეთის სასარგებლო იდიოტები და ხალხი ამას ყველაფერს კარგად ხედავს. აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთს სტრატეგიული ობიექტები გადასცეს და ვის ეძახიან რუსეთუმეებს, ხომ სასაცილოა. მცოცავ ოკუპაციასაც „ოცნებას“ აბრალებენ, არადა ეს ყველაფერი მათ დააკანონეს.

რუსებს ესენი შემოუძღვნენ და ვის რას აბრალებენ. ამათგან რაციონალური, პატრიოტული, საქმეზე ორიენტირებული არაფერია მოსალოდნელი. ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ დესტრუქცია მოაწყონ“, - ამბობს აბაშიძე

მისივე თქმით, ოპოზიცია იმდენად სასაცილოდ გამოიყურება, რომ ხალხი აღარც ამჩნევს. „ლელო“ ვითომ მესამე ძალაა და ათას სისულელეებს ლაპარაკობენ. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ამიტომ ყველაფერს ეცდებიან და იმედია, ოპოზიციური ფლანგიდან რამდენიმე პოლიტიკოსი ამ პროცესს შეუერთდება, გაგრძელდება ისევე, როგორც მანამდე იყო და ქვეყანა ევროკავშირში გაწვერიანების მოლაპარაკებას დაიწყებს. აბაშიძე ამბობს, რომ „ოცნება“ რუდუნებით, ფრთხილად და არანაირი ასკინკილით, მყარად, წინ მიიწევს ევროპისკენ ისე, როგორც ეს ქართველი ხალხის ნებაა.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ თუკი ოპოზიცია 9-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულებაში მონაწილეობას არ მიიღებს, ეს ხელისუფლების წისქვილზე წყლის დასხმა იქნება.

„თუკი ოპოზიცია სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას არ მიიღებს, ეს პოლიტიკურად კიდევ ერთი დიდი შეცდომა იქნება და „ოცნება“ ამას კიდევ ერთ გამარჯვებად მიიწერს. ხელისუფლება შეეცდება ეს მონათლოს როგორც ობსტრუქცია ოპოზიციის მხრიდან. ხელისუფლებისთვის ეს წინასაარჩევნოდ მშვენიერი საჩუქარია, რადგან იტყვის, რომ ოპოზიციას ევროკავშირში გაწევრიანება არ სურს და საკუთარი ინტერესების გამო ქვეყანას ხელს უშლის.

არ ვიცი, რას გადაწყვეტენ ოპოზიციური დეპუტატები, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ასეთ სამუშაო ჯგუფებში უნდა შევიდნენ და მუდმივად უნდა იყოს იმაზე ლაპარაკი, რას გვთავაზობს ხელისუფლება და რა არის საჭირო. არ ვიცი, რა პოლიიტკური კაპიტალი ექნებათ, თუკი სამუშაო ჯგუფში მონაწილეობაზე კიდევ უარს იტყვიან. შარლ მიშელის დოკუმენტიდან მოყოლებული დღემდე, ხელისუფლება ყველაფერში ახერხებს, რომ უკეთესი პოლიტიკური პოზიციონირება ჰქონდეს. ხელისუფლებამ შეძლო, მიიღო კანდიდატის სტატუსი და აი, ეს წარმოაჩინა როგორც საკუთარი წარმატება. ოპოზიციას კი მთელი დღის წესრიგი წყალში ჩაუვარდა. ოპოზიცია თუ არ შევა ამ სამუშაო ჯგუფში, 2024 წლის არჩევნებსითვის ელექტორატთან რაზე უნდა ისაუბრონ, არ ვიცი“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

 

ცუგო- ძაბრიძე, ნუ ბლუყუნებ, თუ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობას არ მიიღებს, ეს ობსტრუქცია იქნება, აბა რა იქნება?! რად უნდა ამას "მონათვლა", დაარქვი ყველაფერს თავისი სახელი და შენც გახდები ნამდვილი ექსპერტი.
4 თვის უკან