ევროკავშირი უნგრეთს ხმის უფლების ჩამორთმევით ემუქრება

ევროკავშირი უნგრეთს ხმის უფლების ჩამორთმევით ემუქრება

ევროკავშირმა შესაძლოა, 2007 წლის ხელშეკრულების მე-7 მუხლი აამოქმედოს, რომელიც საშუალებას აძლევს ქვეყანას ჩამოერთვას ხმის უფლება ევროპული კანონმდებლობის დარღვევასთან დაკავშირებით და უნგრეთს ჩამოართვას ხმის უფლება, რათა გააფორმოს შეთანხმება უკრაინისთვის თანხების გამოყოფაზე.

როგორც ცნობილია, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროკავშირს არ მისცა საშუალება, მიეღო საბიუჯეტო გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინისთვის დახმარების საშუალოვადიან პროგრამას მოიცავს. განხილვის თემა მხოლოდ უკრაინის დაფინანსება არ ყოფილა და ევროკავშირის ლიდერებს შესთავაზეს „მეგაპაკეტის“ მიღება, რომელიც მოიცავდა დაფინანსებას უკრაინის მხარდასაჭერად, მიგრაციის პროგრამების ხარჯებს და ევროკავშირის სოლიდარობის ფონდისა და თავდაცვის დაფინანსებას.

თავის მხრივ ვიქტორ ორბანი იმუქრება, რომ შეუძლია შეაჩეროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, თუ საჭირო იქნება ხელის მუხრუჭსაც გამოიყენებს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საათობით ცდილობდა დაერწმუნებინა ევროპელი ლიდერები, ხელი არ მოეწერათ კიევთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას. მისი თქმით, ევროკავშირის ლიდერების მხრიდან რამდენიმე არგუმენტი არსებობს, რომელიც მას უნდა გაეთვალისწინებინა.

„ისინი 26 არიან და მე მარტო ვარ. მათ სურთ ამ გადაწყვეტილებით უკრაინას ომის გასაგრძელებლად საჭირო წახალისება მისცენ და მთხოვეს, რომ ამაში ხელი არ შემეშალა. მაგრამ მათი გადამწყვეტი არგუმენტი იყო ის, რომ უნგრეთი ამით არაფერს კარგავს. თუ ჩვენ არ გვსურს, რომ უკრაინა იყოს ევროკავშირის წევრი, მაშინ უნგრეთის პარლამენტს შეუძლია ამას მხარი არ დაუჭიროს და სანამ ეს საკითხი პარლამენტებამდე მივა, წინ ძალიან, ძალიან გრძელი პროცესია და როგორც მათ და ასევე მე გამოვთვალე, დაახლოებით 75 შემთხვევაა, როდესაც უნგრეთის მთავრობას შეუძლია შეაჩეროს ეს პროცესი. მათ განაცხადეს, რომ თუ მოლაპარაკებების დროს რაიმე იქნება, რაც უნგრეთის ინტერესებს დააზიანებს, მე ამას შევწყვეტ“, - აღნიშნა ვიქტორ ორბანმა და თვლის, რომ კორუმპირებული უკრაინის ადგილი ევროკავშირში არ არის.

ორბანის მუქარის მიუხედავად, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, ამ საკითხს მომავალი წლის დასაწყისშივე დაუბრუნდებიან და ეცდებიან ერთსულოვნების მიღწევას, რომ ამ მეგაპაკეტის განხორციელება შესაძლებელი გახდეს. თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკი აანონსებს, რომ უახლოეს დღეებში დაიწყება უკრაინის კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასების პროცესი. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მოლაპარაკების ჩარჩო შესაძლოა. გაზაფხულზე დამტკიცდეს, თუმცა აღიარებს, რომ მოლაპარაკების პროცესი ადვილი არ იქნება, მაგრამ მთავარია, უკრაინამ ევროკავშირისგან მიიღო გზავნილი, რომ უკრაინა ყოველთვის იქნება საერთო ევროპული სახლის ნაწილი.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, პოლიტიკური ძალების ისეთი კომბინაციებია მიმდინარეობს, რომ პროგნოზი ძნელია. მისი თქმით, თუკი გაძლიერდება ის მხარე, ვინც თვლის, რომ ორბანი მოქმედებს რუსეთის გავლენით და რუსეთის ინტერესების დასაცავად, მაშინ შეიძლება ევროკავშირმა მიიღოს გადაწყვეტილება უნგრეთს ხმის უფლება ჩამოართვას.

„ფაქტობრივად, ორბანთან დაპირისპირება რეალურად იქნება რუსეთთან დაპირისპირება, მაგრამ თუკი აღმოჩნდება, რომ უნგრეთი მარტო არ არის და ვიცით ქვეყნები, რომლებსაც კრიტიკული განწყობა აქვთ უკრაინის მიმართ, ანუ თუ სკეპტიკოსები ერთზე მეტი იქნა, მაშინ, ალბათ, ვიღაცისთვის ხმის ჩამორთმევა ცოტა გაძნელდება, იმიტომ, რომ რამდენიმე ქვეყნისთვის ხმის ჩამორთმევა, ალბათ, უფრო რთული მოვლენაა. თუმცა, გააჩნია პოლიტიკური ტალღები როგორ ათამაშდებიან“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი ჩათვლის, რომ უნგრეთი წარმოადგენს რუსეთის ინტერესებს და ამ მოტივით მიიღო გადაწყვეტილება და ხმის უფლება შეუჩერეს უნგრეთს, პოლიტოლოგი არ გამორიცხავს, რომ უნგრეთმა გადადგას საპასუხო ნაბიჯი და დატოვოს ევროკავშირი.

„უნგრეთის გარდა არიან სხვა ქვეყნები, რომლებიც სადავოს ხდიან უკარაინის მიმართ ევროკავშირის დამოკიდებულებას, მაშინ შეიძლება რამდენიმე ქვეყანა აღმოჩნდეს ამ კავშირის დატოვების ინიციატორი, რაც სერიოზული დარტყმა იქნება ევროკავშირისთვის. თუკი გახმაურდება ეგ ვერსია, რომ უნგრეთი ამ ნაბიჯის შემთხვევაში დატოვებს ევროკავშირს, ეგ უკვე დაატორმუზებს ევროკავშირის ანტიუნგრულ გადაწყვეტილებებს. ინგლისის მერე ასეთი პრეცედენტი ძალიან აშინებს ევროკვშირს, არ სურს, რომ ამან კამპანიური ხასიათი მიიღოს, რადგან შეიძლება ასე მთელი ევროკავშირი შემოეცალოს და დარჩეს რამდენიმე ქვეყანა, რაც ისეთი ძალა აღარ იქნება, რაც ადრე“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით, ძალიან რთულია ცალსახა პასუხის გაცემა, ვინაიდან, 2024 წელს ევროპარლამენტის ახალი არჩევნებია და ამ არჩევნების შედეგებიდან აუცილებად შეიცვლება ევროკავშირის სტრუქტურების ხელმძღვანელობა. ანუ, ევროკომისისიას და ევროპულ საბჭოს ეყოლებათ სხვა პრეზიდენტები და შესაძლებელია, რომ უკრაინის მხარდამჭერებიც აღარ იყვნენ იმ თანამდებობაზე და მათ ადგილას მოვიდნენ სხვა პოლიტიკოსები, რომლებსაც შეიძლება სხვა ხედვები ჰქონდეთ ამ საკითხთან დაკავშირებით.

„რატომ არ უშვებთ ასეთ ვარიანტს? ამიტომაც, ეს ვერსიაც თამამ ვერსიად მოჩანს და მე მგონია, რომ ეს არის უკიდურესი ვარიანტი, რომელიც შეიძლება ევროკავშირმა გამოიყენოს იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინისთვის დახმარება ასეთ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მე მაინც მგონია, რომ ორბანის პოზიცია უკრაინასთან მიმართებაში განპირობებულია იმით, რომ ორბანს სურს იმ 10 მილიარდის გარდა, რაც უკვე მიიღო ევროკავშისგან,  იმის გამო, რომ ხელი არ შეეშალა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობისთვის მოლაპარაკების დასაწყებად, დარჩენილი თანხაც მიიღოს და როგორც 14 დეკემბერს შეიცვალა თავისი პოზიცია, ახლაც იგივე გააკეთოს და საკითხი მოგვარდეს. ძალიან რთული წინააღმდეგობრივი პროცესები მიმდინარეობს თავად ევროკავშირის სტრუქტურების კულუარებში. თუ ნახეთ უცხოური მედიის რეპორტაჟები, როგორ თანხმდებოდა ტექსტის თითოეული ნიუანსი, აბზაცი, ტონალობა, რომ ისე ყოფილიყო ფორმულირებული, ხელი არ შეშლოდა უკრაინის და მოლდოვის ინტეგრაციას, ეს პროცესი, რასაც ჰქვია უნგრეთისთვის ხმის უფლების ჩამორთმევა, ცოტა არ იყოს გაუგებრად მეჩვენება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.

trampi ჩამოართმევენ და ...................გავა ...................... და დაიწყება კიდეც ევროების დაშლა
ვის რას დააკლებენ??
მაგათ სლოვაკეთი მიჰყვება .............. რაღაცას ავსტრია ჰოლანდიაც ჩალიჩობენ
ჰოოდა დავრჩებით ევროპაში მარტო ჩვენ
4 თვის უკან
ლევკოთეა რა ტენდენციებსაც ვუყურებ, როცა ევროკავშირში ჩვენი შესვლის დრო მოაღწევს, აღარც გვენდომება იქ გაწევრიანება.
4 თვის უკან
Aburjga Tasmanieli საინტერესოა როდის გაიგებთ რომ ნუკრაინა იგივე რუსეთია, ზუსტად ისევე როგორც იმერეთია საქართველო, გურიაა საქართველო.... როდის გაიგებთ, რომ ე.წ. "ბუჩას ტრაგედია" დასავლეთის დადგმული ფარსია რუსეთსა და უკრაინას შორის სტამბოლის მოლაპარაკებებზე მიღწეული ხელშეკრულებების დენონსაციისათვის?! რა მუჰაჯირები, რფის მუჰაჯირები? - ამ აფსუა აფხაზებს თველი სულ მტრობაზე და ორგულობაზე ეჭირათ, მაგათზეა ნათქვამი მგელს სახარებას უკითხავდნენ და ის კი ტყისკენ იყურებოდაო! უნდა გაიგოთ რომ თუ ამ დამპალ ევროკავშირს და აშშ-ს აქედან საფუძვლიანად არ ავუკარით გუდა ნაბადი მორჩა, აღარ არ ის საქართველო!
4 თვის უკან
Aburjga Tasmanieli 14 დეკემბერს საქართველოს სახელმწიფო ფაქტიურად და იურუდიულად გადავიდა კოლონიურ მდგომარეობაში. უფრო მარტივად რომ ვთქვათ საქართელო გახდა ევროკავშირის კოლონია! ეს რაღაც გაზვიადება არ არის. აბა ნახეთ რას გულისხმობს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა^
1. საქართველოს სახელმწიფომ საგარეო პოლიტიკაში უნდა გაატაროს ისეთი კურსი, რომელიც სტრულიად თანხვდება ევროკავშირის საგარეო კურსს. უნდა დავემორჩილოთ ევროკავშირის ყველა მითითებას საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით.
2. ყველა მნიშვნელოვანი საშინაო კანონი არჩევნების, სასამართლოს, ტერიტორიული მოწყობის, დაფინანსების გამჭვირვალეობის, განათლების და ა.შ. განსახილველად უნდა გადაეცეს ვენეციის კომისიას. უფრო მეტიც, მათი დადებითი დასკვნის შემთხვევაშიც კი ეს კანონი უნდა მოიწონოს ევროპარლამენტმა, ფოტიგამ და კუბილიუსმა!
3. გვინდა თუ არ გვინდა, უმერავლესობა არის თანახმა თუ არა უნდა ვაშენოთ ლგვბტ იდეოლოოგიის მიმღებლობის და შეუზღუდავი პროპაგანდით გაჯერებული საზოგადოებრივი ურთიერთობები!
ალბათ კიდევ შეიძლებოდა ამ ჩამონათვალის გაგრძელება, მაგრამ ვგონებ ესეც საკმარისია იმისათვის რომ ნებისმიერმა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანმა ნათლად გაიგოს 14 დეკემბერს როგორ თქვა მინიმუმ 3 ათასწლოვანმა ქართულმა სახელმწიფომ უარი საკუთარ სახელმწიფოებრიობაზე. 3000 წლის განმავლობაში სისხლით და ოფლით ნაშერნები თვითმყოფადი ცივილიზაციური ქართული ფენომენი როგორ გაანულა კოლექტიურმა დასავლეთმა, ე.წ. დემოკრატიულმა პროცესებმა, მამაძაღლი ოპოზიციის და კიდევ უფრო თაღლითი ხელისუფლების ბრძოლამ ძალაუფლებისათვის! მაგრა მაინტერესებს ის ვირიშვილები იქ, წმინდა გიორგის ძეგლის ქვეშ 15 დეკემბერს რას ზეიმობდნენ?!
4 თვის უკან