საქართველოში FARA-ს მიღება, შესაძლოა, ევროპიდან დირექტივის სახით მოაყოლონ კანდიდატის სტატუსს

საქართველოში FARA-ს მიღება, შესაძლოა, ევროპიდან დირექტივის სახით მოაყოლონ კანდიდატის სტატუსს

„Eurobarometer“ საქართველო კანდიდატის სტატუსს ოფიციალურად 15 დეკემბერს მიიღებს. გადაწყვეტილება ვალდებულებებით დახუნძლული იქნება. დიდი ალბათობით, ევროკავშირმა შესაძლოა, საქართველო დაავალდებულოს FARA-ს ანალოგი კანონის მიღება. ევროკომისიამ წარადგინა „დემოკრატიის დაცვის პაკეტი“, რომელიც უცხოური გავლენების შესახებ კანონპროექტს მოიცავს.

-ის ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ ევროპელების 81% მიიჩნევს, რომ ჩვენს დემოკრატიულ სისტემებში უცხოური ჩარევა სერიოზული პრობლემაა, რომელიც უნდა გადაიჭრას. ფარული უცხოური გავლენის გამოაშკარავების დრო დადგა“, - ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.

ევროკომისიის წინადადება მოიცავს ისეთ მოთხოვნას, როგორიცაა რეგისტრაცია გამჭვირვალობის რეესტრში. კერძოდ, სუბიექტები, რომლებიც ინტერესებს წარმოადგენენ მესამე ქვეყნის სახელით, უნდა დარეგისტრირდნენ გამჭვირვალობის რეესტრში. ინტერესთა წარმომადგენლობითი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის ძირითადი ელემენტები საჯაროდ ხელმისაწვდომი იქნება, რაც გამჭვირვალობისა და დემოკრატიული ანგარიშვალდებულების საშუალებას იძლევა.

ეს ეხება, მაგალითად, მიღებულ წლიურ თანხებს, მესამე ქვეყნებსა და საქმიანობის ძირითად მიზნებს. სუბიექტებს, რომლებიც ინტერესებს წარმოადგენენ მესამე ქვეყნის სახელით, მოეთხოვებათ შეინახონ ჩანაწერები მათ საქმიანობასთან დაკავშირებული ძირითადი ინფორმაციის ან მასალის შესახებ ამ საქმიანობის დასრულებიდან ოთხი წლის განმავლობაში.

აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა ბრიუსელში ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვერა იუროვამ და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, დემოგრაფიისა და დემოკრატიის საკითხებში ევროკომისარმა, დუბრავკა შუიცამ წარადგინეს.

მაშ ასე, „დემოკრატიის დაცვის პაკეტი“ - ეს არის აგენტების გამჭვირვალობის კანონი და მიზნებიც ერთი ერთში ემთხვევა იმ მიზნებს, რაც ჩადებული იყო მის ქართულ ვერსიაში. რაც ნიშნავს, რომ მარტში გამჭვირვალობის შესახებ კანონზე აჟიოტაჟის რეალური მიზეზი არავის ჰქონია. შესაბამისად, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე თვლის, რომ ბოდიში უნდა მოიხადონ, ვინც საზოგადოებას არწმუნებდა, თითქოს დრამატული პროცესები ვითარდებოდა.

„სამწუხაროდ, მარტში ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა კანონპროექტთან დაკავშირებით არასწორი შთაბეჭდილებები შექმნეს, რადგან ყველა კარგად ხვდება, რომ იმ დროისთვის კანონპროექტი საქართველოსთვის მიუღებელი და შავი დღე თუ იყო, ეს არ ნიშნავს, რომ ევროკავშირისთვის იგივე შემთხვევა იმავენაირად არ უნდა ინათლებოდეს ან პირიქით. ევროკავშირისთვის მისაღები კანონპროექტი თუ არის, ეს ნიშნავს, რომ საქართველოსთვისაც არ ყოფილა შავი დღე. ბოდიში უნდა მოიხადონ მათ, ვინც თავის დროზე საზოგადოებას არწმუნებდა, თითქოს დრამატული პროცესები ვითარდებოდა საქართველოში“, - განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ სარჯველაძემ.

შალვა პაპუაშვილის შეფასებით, მოსახლეობამ დაინახა, თუ როგორ მწარედ მოატყუეს შიდა თუ გარე მეგობრებმა, როცა ამერიკულ კანონს დაარქვეს „რუსული კანონი“. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ირონიულად ჩაგვეცინება, როცა ეს თემა დირექტივის სახით შემობრუნდება და საქართველოს მოსთხოვენ აღნიშნული კანონის მიღებას. ამასთან, პაპუაშვილი აცხადებს, რომ ჩვენ გვყავს უცხოური დაფინანსების მქონდე რამდენიმე მულტიმილიონერი NGO, რომელიც მოქმედებს არა საქართველოს ინტერესებით, არამედ თავისი დამფინანსებლის ინტერესით.

„მაგალითად, ზოგიერთი ქვეყნის ინტერესია, რომ საქართველომ დაუწესოს სანქციები რუსეთს, ქართველი ხალხის ინტერესი არ არის, რომ რუსეთს საქართველომ სანქციები დაუწესოს. ვის ინტერესებს იცავენ მულტიმილიონერი NGO-ები? თავისი დამფინანსებლის ინტერესებს“, - აღნიშნა ჟუნრალისტებთან საუბრისას შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოში „აგენტების გამჭვირვალობის კანონპროექტის“ ერთ-ერთი ავტორი „ხალხის ძალის“ წევრი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ამ კანონის წინააღმდეგ ბრძოლას ქვეყნის გარედან ჰქონდა ერთი მიზანი - არავის უნდა თავის აგენტურა დააყენოს დარტყმის ქვეშ და გაშიფროს ის. მისი თქმით, სწორედ აგენტურაა ის, რომ ადამიანები უწყინარი გრანტების სახით ასწავლიან ახალგაზრდებს, როგორ წაუკიდონ ცეცხლი პოლიციელებს და ბულდოზერებით შეიჭრან პარლამენტის შენობაში.

მიუხედავად ამისა, როგორც სუბარი აცხადებს, „ხალხის ძალა“ აღარ მიუბრუნდება ამ კანონს. „ჩვენ რადგან ერთხელ ვთქვით, რომ აღარ მივუბრუნდებით ამ კანონს, მისი ინიციატორები „ხალხის ძალა“ აღარ ვიქნებით, თუმცა მიმაჩნია, რომ ეს კანონი აუცილებელია საქართველოსთვის. ის, რაც კარგია დემოკრატიისთვის ევროპაში და ამერიკაში და ის, რასაც ეწოდება დემოკრატიის დაცვის პაკეტი ამერიკასა და ევროპაში, შეუძლებელია საქართველოში დემოკრატიის წინააღმდეგ იყოს მიმართული,“ - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

„გირჩის“ წევრის ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით „ქართული ოცნება“ მსოფლიო მასშტაბით მსგავს სიტყვებს ეძებს და ამბობს, ამ კანონშიც აგენტი წერიაო, იდიოტური კანონები შეიძლება ყველა ქვეყანამ მიიღოს, მაგრამ მათი მაგალითები მცდარია.

„მმართველი გუნდი ისეთ ტერმინს იყენებს, რომელიც ლობისტურ საქმიანობას ეხება და „ენჯეო“ სექტორზე გაავრცელეს, რომელიც არაფერ შუაში არ იყო. ცინიკური ტყუილია ის განცხადებები, რასაც ვისმენთ. „ქართული ოცნება“ მსოფლიო მასშტაბით მსგავს სიტყვებს ეძებს და ამბობს, ამ კანონშიც ეს წერიაო - აგენტი და ა.შ. იდიოტური კანონები შეიძლება, ყველა ქვეყანამ მიიღოს, მაგრამ მათ მიერ მოყვანილი მაგალითები მცდარია. მათ მიერ მომზადებული კანონის ანალოგი რუსეთსა და სერბეთში იყო, რომლებიც რუსეთის გავლენის ქვეშ არიან“, - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ აღნიშნული კანონის მიღებას. „ლელოს“ წევრის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ქართველი ხალხი, რომელმაც ეს სტატუსი მოიპოვა, დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს და რუსულ ხელისუფლებას სახლში გაუშვებს.

„გვინდა ჩვენ ევროკავშირი და გვინდა რაც შეიძლება სწრაფად. იმედს ვიტოვებ, „ქართული ოცნების“ მეგობარი ორბანი, რომელიც გაფართოების ამ ისტორიულ ტალღას ცდილობს ახლა ვეტო დაადოს, საკუთარ მიზანს ვერ მიაღწევს. აქ შემომესმა ისევ რუსულ კანონზე საუბარი. აბა, გაბედეთ და კიდევ შემოიტანეთ, გაბედეთ, ვნახოთ რა მოხდება!“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

„ხალხის ძალის“ წევრის, ანალიტიკოს დავით ქართველიშვილის განცხადებით, ევროკომისიის მიერ დამტკიცებული „უცხოელი აგენტების დირექტივის პროექტი“, ავალდებულებს ნებისმიერს, ვინც ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების ინტერესებს წარმოადგენს, დარეგისტრირდეს ევროკავშირის „გამჭვირვალობის რეესტრში“, სადაც მიუთითებს უცხო ქვეყნებიდან მიღებულ ყველა თანხას. მისი თქმით, ყველაზე მსხვილი დონორები ამ კუთხით - აშშ, დიდი ბრიტანეთი, საუდის არაბეთი, ყატარი, არაბეთის გაერთიანებული ემირატები, ჩინეთი და ევროკავშირის მიღმა მყოფი დანარჩენი მსოფლიოა.

„არა მგონია აქ რუსეთი იგულისხმებოდეს, ვინაიდან ევროკავშირის ზონაში დაიხურა ყველა ორგანიზაცია, ვინც რუსეთის ინტერესებს წარმოადგენდა, გინდ იურიდიული და გინდ ფიზიკური პირების დონეზე. ნაკლებად სავარაუდოა, იგულისმებოდეს ის რუსეთი, რომელთანაც შეწყვეტილია ნებისმიერი ტიპის საბანკო ურთიერთობა და უმკაცრესი კონტროლის ქვეშ არის აყვანილი EU-ს სივრცეში რუსეთიდან „ქეშის“ შემოტანის ნებისმიერი მცდელობა „რუსეთის ინტერესების მატარებელი სუბიექტის“ სასარგებლოდ.

ეს უკანასკნელი გარემოება მნიშნელოვანია, ვინაიდან იმის ალბათობა, რომ ევროკომისიის ეს ინოვაციაც - ანტირუსული კანონია, რომელიც მიზნად ისახავს „რუსული ფულის“ გამჭვირვალობის ქვეშ აყვანას, თეორიულადაც კი ნაკლებად სავარაუდოა, ოღონდ არა ჩვენი ადგილობრივი სექტანტებისთვის, რომლებიც ვალდებულებიც კი არიან, ევროპის სწორედ ასეთ ინიციატივას მიაკერონ რუსული სარჩული. წინააღმდეგ შემთხვევაში, მარტის აქციების „ნარატივი“ - გაუქმებულად შეიძლება ჩაითვალოს“, - ამბობს დავით ქართველიშვილი.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე არ ფიქრობს, რომ საქართველოს მოუწევს FARA-ს კანონის მიღება ამჯერად ევროკავშირის დავალებით, რადგან არ არის გამორიცხული, რომ კანონი, რომელიც მისთვის აქვს, შენთვისაც გაიმეტოს.

„ანალოგიური დამოკიდებულება ვნახეთ ამერიკელების მხრიდან. მათ ჰქონდათ ფარას კანონი, მაგრამ შენს კანონზე თქვა, რომ ეს ამერიკული კანონი არ არის. ამიტომ, გამორიცხული არ არის ანალოგიური ნაბიჯი გადადგან ევროპელებმა, რადგან ევროპელებისთვის, ისევე როგორც ამერიკელებისთვის, შეიძლება ამდაგვარმა კანონმა სირთულეები შექმნას საქართველოში. ბოლოს და ბოლოს ეს კანონი მარტო რუსები მაკონტროლებელი ხომ არ იქნება. კანონი, კანონია და ის ყველას ერთნაირად შეეხება“, - აცხადებს საყვარელიძე.

შესაბამისად, როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ დასავლეთის ფინანსებით ფინანსდებიან ორგანიზაციები, რომლებიც სირთულეებს უქმნიან საქართველოს სახელმწიფოებრიობას.

„არც ის არის გამორიცხული, რომ რაღაც მომენტში დასავლეთს სჭირდებოდეს კიდეც ასეთი ჩარევა საქართველოს საქმეებში. ისეთი ჩარევა, რომელიც თავის მხრივ უფრო დასავლეთის ინტერესების მიხედვით იქნება აგებული, ვიდრე საქართველოსი. ანუ, რეალურ პოლიტიკაში მეგობრები არ არსებობენ, არსებობენ ინტერესები და თუ დასავლეთს ინტერესები გაუჩნდა იმისკენ, რომ რაღაცა დაათმობინოს საქართველოს, მაშინ არ არის გამორიცხული, რომ მისთვის ეს კანონი არ აღმოჩნდეს სასურველი. ამიტომ, იმ ვერსიის აგება, რომ რახან თვითონ მიიღეს, ჩვენც ტაშის კვრით მიგვაღებინებენ, არა მგონია გამართლებული იყოს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

petrekupry აწი, მაგ კანონის მიმღების დედაც ვატირე .....
4 თვის უკან
Gami " მგიმოს" კურსდამთავრებული რაქვიაშვილი ე.წ."აგენტების კანონზე" მსჯელობს! მაგარია, არა?! ნაცვლშვილს უნდა ახლა და სწრაფად... ძაბირაძე სად არის? აჰ, მესამე ძალას ეძებს. ავოე!
4 თვის უკან
trampi ,მე პირიქით-------
ევროპელებს ვეტყოდი------ რომ რა ვქნათ ბატონო, ჩვენ ოპოზიციას არ უნდა მაგ კანონის მიღება და ევროპაში შესვლა-- მეთქი
იმდენს ვიზამდი, იმდენს რომ თვითონ ნაცებს გამოვიყვანდი მაგ კანონი მიღება --დამტკიცების ინიციატორებად...
არა რაააა.... არც ესენი ვარგანან...
4 თვის უკან