„ჩვენი ბებია-ბაბუები სიღარიბეში უნდა ჩააგდონ, რომ ზელენსკის რომელიმე მინისტრმა უფრო დიდი იახტა იყიდოს? KISS MY *SS“

„ჩვენი ბებია-ბაბუები სიღარიბეში უნდა ჩააგდონ, რომ ზელენსკის რომელიმე მინისტრმა უფრო დიდი იახტა იყიდოს? KISS MY *SS“

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა მდივანი ოლექსი დანილოვი აღიარებს, რომ უკრაინის თავდაცვის ძალების შეტევამ მოლოდინი არ გაამართლა. ოფიციალური პირი ამბობს, რომ უკრაინელები ზედმეტად ოპტიმისტურად განწყობილნი იყვნენ, თუმცა ბრძოლის ველზე სიტუაცია ძალიან რთულია. როგორც ირკვევა, უკრაინელ და ამერიკელ გენერლებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. კიევი, ძირითადად, საბრძოლო მიმართულებად აღმოსავლეთ უკრაინას მიიჩნევს, ხოლო ვაშინგტონი - სამხრეთს. უკრაინის სამხედრო მეთაურობას მიაჩნია, რომ შეტევა სამხრეთ ფრონტზე ძალზე დიდ მსხვერპლს გამოიწვევს. ამის გამო კიევმა ძალები გადაანაწილა და ჩიხური სიტუაცია შეიქმნა. უკრაინის სამხედროები ასევე აცხადებენ, რომ საჰაერო ძალების გარეშე გადამწყვეტი სამხედრო წარმატების მიღწევა შეუძლებელია.

რუსეთი კი, უკრაინაში აგრესიას აძლიერებს. განსაკუთრებით აქტიურია საბრძოლო მოქმედებები ხარკოვისა და ლუგანსკის ოლქებში, ავდეევკისა და ბახმუტის სიახხლოვეს, ასევე ზაპოროჟიეში. ბრძოლის ველზე უმძიმესი ვითარების ფონზე უკრაინის პრეზიდენტი ვაშინგტონში გაემგზავრა, რათა დაერწმუნებინა თეთრი სახლი უკრაინისთვის არ შეეწყვიტათ დახმარება. ვოლოდიმერ ზელენსკის მცდელობის მიუხედავად, უკრაინა ამერიკული დახმარების გარეშე რჩება, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს უკრაინის რუსეთისგან თავდაცვისთვის.

თუმცა, აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან შეხვედრის შემდეგ ვოლოდიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა არ დანებდება და იციან, რა უნდა გააკეთონ. პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ კვლავ შეუძლია, დაეყრდნოს აშშ-ს და მოუწოდა კონგრესს, არ ითამაშონ პუტინის სასარგებლოდ. კონგრესზე საუბრისას ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, პოლიტიკამ არ უღალატოს ჯარისკაცებს.

გარდა ამისა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ში ევროპის თავდაცვის ჰაბის შექმნის იდეაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასეთი კერა უკრაინის ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს, რადგან ქვეყანას ომის შედეგად შეძენილი დიდი პრაქტიკული გამოცდილება აქვს.

„იდეის განსახორციელებლად უკრაინა მზადაა, ძალიან სწრაფად მიიღოს ყველა საჭირო გადაწყვეტილება, გაამარტივოს ბიუროკრატიული პროცედურები და ასევე შეასრულოს შეკვეთები. უკრაინა მზად არის და უფრო მეტ საბრძოლო მასალას და სამხედრო აღჭურვილობას აწარმოებს, მაგრამ მას სჭირდება ძლიერი კომპანიების მხარდაჭერა. კერძოდ, საუბარია საარტილერიო საბრძოლო მასალის, საჰაერო თავდაცვის სისტემების, საარტილერიო და სარაკეტო სისტემების ერთობლივ წარმოებაზე“, - განაცხადა ვოლოდიმერ ზელენსკიმ.

გამოცემა New York Times იუწყება, რომ აშშ-ში ურჩევენ უკრაინას დაკავებულ პოზიციებზე მინიმუმ ერთი წლით გამაგრდეს და საკუთარი იარაღის წარმოება განავითაროს. გამოცემის ცნობით, ამ გადაწყვეტილების მიზანი ის არის, რომ რუსეთმა შეტევის პოტენციალი დაკარგოს და 2024 წლის ბოლოს ან 2025 წლის დასაწყისში მოლაპარაკებაზე წამოვიდეს, რომელიც კონსტრუქციული იქნება. New York Times-ის ინფორმაციით, უკრაინელ გენერლებს და სამოქალაქო პირებს არარეალისტური მოლოდინი აქვთ.

ისინი მილიონ საარტილერიო ჭურვს ითხოვენ, რომელიც ფიზიკურად არ არსებობს. ვაშინგტონი უკრაინას დახმარების შემცირებისთვის ამზადებს და კონგრესის მიერ მიღებული პაკეტი იმაზე ნაკლები იქნება, ვიდრე ის, რასაც აშშ უკრაინას ბოლო 2 წლის განმავლობაში აწვდიდა.

„ფსონი უზარმაზარია. ახალი სტრატეგიისა და დამატებითი დაფინანსების გარეშე უკრაინამ შეიძლება ომი წააგოს“, - წერს ამერიკული გამოცემა.

როგორც ჩანს, უკრაინას შემცირებული ბიუჯეტის პირობებში ომის გაგრძელება მოუწევს და ამას ადასტურებს სენატორი ჯეიმს დევიდ ვენსის განცხადება, რომლის განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც რესპუბლიკელები აშშ-ის სამხრეთ საზღვრის დაცვის მნიშვნელობაზე ერთიანობას აჩვენებენ, ზელენსკისთვის ამერიკელი გადასახადების გადამხდელების ფულით კიდევ ერთი დახმარების გაცემის მცდელობა წარმატებით არ უნდა დასრულდეს.

„არსებობენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან, სოციალური დახმარება შეწყვიტონ და ჩვენი ბებია-ბაბუები სიღარიბეში ჩააგდონ, რისთვის, რომ ზელენსკის რომელიმე მინისტრმა უფრო დიდი იახტა იყიდოს? KISS MY *SS, ეს არ მოხდება. ზელენსკი ჩამოდის და ითხოვს ამერიკელი გადასახადის გადამხდელებისგან, კიდევ მისცეს მას 61 მილიარდი დოლარი და სხვათა შორის, თუ ჯერ შენი საზღვრის დაცვა გინდა, მაშინ „პუტინის თოჯინა“ ხარ - ეს ზელენსკიმ თავად თქვა საჯაროდ. ვფიქრობ, რომ ეს სამარცხვინო და გროტესკულია.

ეს ხდება იმ დროს, როდესაც რესპუბლიკელები ნამდვილად აჩვენებენ ერთიანობას და გარკვეულ ძალას, აშშ-ის სამხრეთ საზღვრის მნიშვნელობის თაობაზე. შესაბამისად, ეს არის რესპუბლიკელებზე ზეწოლის მოხდენის მცდელობისთვის გაკეთებული, რომ უარი თქვან საზღვრის თემაზე და მისცენ კიდევ ერთი ჩეკი უკრაინას. მე არ გავაკეთებ ამას და ვფიქრობ, რესპუბლიკელებიც არ უნდა წავიდნენ ამაზე“, - განაცხადა ჯეიმს დევიდ ვენსმა.

„ხალხის ძალის“ წევრის, ანალიტიკოს დავით ქართველიშვილის განცხადებით, ჯერ კიდევ შარშან სენატში და კონგრესში პირველი მოთხოვნები, რომელიც დაუსვეს პენტაგონის შეფს მდგომარეობდა იმაში, რომ საქმის კურსში ჩაეყენებინა იმის შესახებ, თუ სად მიდის ამერიკელი გადასახადების გადამხდელების მიერ შეგროვებული საბიუჯეტო სახსრები. მისი თქმით, ამის შემდეგ ინტერნეტში ჩნდება არაერთი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბალკანეთის, სერბეთის, რუმინეთის აეროდრომებიდან ხდება რაღაცა საეჭვო ხასიათების შეიარაღების გადაგზავნა აზიისა და აფრიკის კონტინეტზე. რა ხდება, რასთანა გვაქვს საქმე?

„შარშან სექტემბერში ქალბატონი ვიქტორია ნულანდი ხმამაღლა იძახის, რომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება შეიქმნას საერთაშორისო აუდიტორული კომისია, რომელმაც უნდა შეისწავლოს სად, რა მიზნით და როგორ იხარჯება ამერიკიდან გაგზავნილი უზარმაზარი თანხები. ანუ, ის, რომ პრობლემა არის ამ თანხმების მიზნობრივი ათვისების კუთხით, ამის შესახებ წელიწადნახევარია გვესმის და ეს გვესმის ჩვენ აქ საქართველოში და ვის როგორ გონია, ამერიკელი კონგრესმენების, სენატორების და მოქალაქეთა დონეზე ეს კითხვები არ არის აქტუალური? მით უმეტეს, რომ ამერიკას თავისი არსებობის ისტორიაში უზარმაზარი პერიოდის შემდგომ მოუწია, ლამის, დეფოლტის გამოცხადება და რაღაცა დამატებითი ბიუჯეტის დამტკიცება ფისკლაური წლის დასრულებამდე, იმიტომ, რომ ელემენტარულად ხაზინას გაუჭირდა უკვე თანხობრივად. რა თქმა უნდა, ეს იწვევს გაღიზიანებას, გაღიზიანებას იწვევს ელემენტარულ შეკითხვებზე ელემენტარული პასუხების ვერმიღება.

ეს პასუხები რომ გაცემულიყო ერთი წლის, ან ნახევარი წლის წინ და გამჭვირვალე ყოფილიყო ეს პროცესები, არა მგონია, რომ ასეთი ხისტი უარი მიეღოთ უკრაინელებს თავიანთ ლეგიტიმურ მოთხოვნაზე - „დაგვეხმარეთ თანხებით, რათა ჩვენ აგრესორი რუსეთი დავამარცხოთ“. მაგრამ, ამ პასუხგაუცემელმა შეკითხვებმა უკვე იმ დონეს მიაღწია, რომ მესმის რიგითი ამერიკელი სენატორის ასეთი მკვეთრი განცხადება“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.

რაც შეეხება რუსეთ-უკრაინის ომის ბედს, ამ ეტაპზე რთულია იმის თქმა, როგორ შეიძლება დასრულდეს უკრაინის ომი, თუმცა პროცესები იმისკენ მიდის, ომი გაიყონოს. დავით ქართველიშვილი ერთ-ერთია, ვინც ომის დაწყების დღიდანვე სვამდა კითხვას - ვის როგორ ესმის, რას ნიშნავს ამ ომში უკრაინის გამარჯვება, ან დამარცხება? თუმცა ამ კითხვაზე პასუხი ამ დრომზე არავის არ აქვს.

„არც ერთ ამ შეკითხვაზე პასუხი მე არ მიმიღია. უკრაინის გამარჯვება ნიშნავს - მოსკოვის აღებას? ურალის მთებს იქით გადასვლა და სახალინის ნახევარკუნძულამდე მისვლას? რას ნიშნავს უკრაინისთვის ამ ომში დამარცხება? ბოლო-ბოლო იმის აღიარება, რომ ყირიმი საბოლოოდ დავკარგეთ და ამას უნდა შევეგუოთ, თუ იმის აღიარება, რომ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები მართლაც რუსულენოვანი ზეგავლენის ქვეშ მყოფი უკრაინის რეგიონებია და, ალბათ, მათაც უნდა დავემშვიდობოთ? - სანამ თვითომ უკრაინა და მისი მეკავშირეები ვერ გასცემენ ამ კვითხვებზე მკაფიო პასუხს, რა უფლებით უნდა ვილაპარაკო, როგორ დასრულდება ეს ომი. მეც მაინტერესებს, მაგრამ უკრაინელი ხალხის მაგივრად მე ვერ ვიტყვი, რას ნიშნავს მათთვის ამ ომში რუსეთზე გამარჯვება, ან რუსეთთან დამარცხება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილი.

ანალიტიკოს დემურ გიორხელიძის განცხადებით, პუტინის რუსეთი უახლოვდება გამანადგურებელ გამარჯვებას. ევროპის საფუძვლები ირყევა, რადგან კიევის კონტრშეტევა დასრულდა წარუმატებლად. მისი თქმით, ეს შეიძლება იყოს სუეცის მომენტი ნატოსთვის; ეს მინიშნებაა მე-20 საუკუნის 50-იანების მეორე ნახევარში ეგვიპტის მიერ სუეცის არხის ნაციონალიზაციაზე და წარმოქმნილ უდიდეს კრიზისზე, როცა დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ისრაელი შეიჭრა ეგვიპტეში სუეცის არხზე კონტროლის აღსადგენად და გამალ აბდელ ნასერის ჩამოსაგდებად, რაც სსრ კავშირის, აშშ-სა და გაეროს მიერ შეჩერებული იქნა.

„თუმცა, რაღაც სარგებელი აქედან ისრაელმა მაინც მიიღო, რადგან ეგვიპტის მიერ დაბლოკილი საზღვაო გზები ისრაელის ხომალდებისთვის გაიხსნა. აქ რა ხდება? უკრაინა უკვე აღარ არის სალაპარაკო თემა - დასრულდა იქ ყველაფერი. უკრაინა სრული ტრაგედიის წინაშეა, რით დასრულდება ეს მხოლოდ მოსკოვში უმაღლესმა ხელისუფალმა იცის. აშშ და ე.წ. დასავლეთი ნულოვან გავლენას მოახდენენ უკვე პროცესებზე. რაც შეეხება მიზეზს, რატომ შეუწყვიტეს დახმარება - ნახეს, რომ შედეგი არ გამოდიოდა და რუსეთის დამარცხება უკრაინის მეშვეობით შეუძლებელი იყო, რაც თავიდანვე ჩანდა.

დასავლეთის სტრატეგოსები ძალიან ძლიერად შეცდნენ და ამას უკვე დასავლეთში ღიად აღიარებენ. ახლა უკვე განადგურებულ უკრაინას კიდევ მილიარდები მისცენ, შედეგი არ იქნება. თუმცა, აშშ კიდევ ბევრ დახმარებას აღმოუჩენს, იმიტომ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის სურვილია, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ ბაიდენმა მიიღოს მონაწილეობა. დღეს, უკრაინის დასრულების შემთხვევაში, შეიძლება კატასტროფით დაუბრუნდეს ეს არჩევნები ბაიდენის ადმინისტრაციას. ამიტომ, ყველაფერს მისცემენ, რომ რაც შეიძლება ბოლო უკრაინელამდე აბრძოლონ, არადა უკრაინას სულ ცოტა ხანში არმია საერთოდ არ ეყოლება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დემურ გიორხელიძემ.

 

trampi მოკლედ ..პირდაპირ ვკაიფობ ჩვენ რომ სათქმელს აღარ გვიტოვებენ...
ეს ამერიკა უკვე მთლად შიშველი დარბის მთელ მსოფლიოში ...იმათ შემხედვარებმა (ანუ ჩვენ) რაღა უნდა ვთქვათ, ისედაც უკვე ყველაფერი იასნია
ეს ნაცებიც იმათთან ერთად იჩეხებიან მოუსავლეთში
ჰოოდა დიდიან პატარიანად ყველას გზაც იქითა ჰქონიათ--წინ წყალი და უკან მეწყერი, საქართველოს მტრებს უკლებლივ ყველას ....
4 თვის უკან
trampi არესტოვიჩი:

მთლიანად დასავლეთი აგებს და ჩვენ, ვინც მათზე ფსონი დავდეთ ჩვენი სულელობით


აჰაააა.............. ზნაჩიტ ბუდეაო------ესე ამბობს
ჰოოოდა ნაცებო, დეგნარის თამადობით აბა ეხლა ყველამ გაააღეთ პირი და ერთხმად თქვით......................აააააააააააა..აააააააააა
აი თქვე მართლა საქართველოს მტრებო, თქვენა
ნაცებო თქვენი გაპენსიერებული და ამჟამად ამერიკაში დამლაგებლად მომუშავე დაგნარი დეიდა მომიკითხეთ, დაგნარი დეიდა, ეგ კოლუმბის ნაბუშარი ეგა
ჩაგიშვეს თუ არა არახამია პრესტოვიჩებმა პირდაპირ ეთერში................
ჩვენ აქაურებმა ეგენი ისედაც გადასარევად ვიცოდით, მაგრამ უკრაინელი ნაჩალნიკები რომ ესე სახალხოდ, პირდაპირ თავზე გაქაქებენ, ჩვენთვის უბრალოდ ძალიან სასიამოვნო საყურებელია ...
პირდაპირ აღღღღფფფრრრრრრრრრრრთოვანებულები ვართ...
კოლუმბიიიიიი ...........................ჟამი მოგივიდა, ჟამი
4 თვის უკან