„პოლიტიკური არლეკინოს“ და ხაბეს გზები გაიყო - „ნაციონალური მოძრაობა“ იშლება

„პოლიტიკური არლეკინოს“ და ხაბეს გზები გაიყო - „ნაციონალური მოძრაობა“ იშლება

„ნაციონალური მოძრაობის“ სამდივნოს წევრები, ასევე, ზუგდიდის, ხობისა და ჭიათურის საკრებულოების ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარტიაში შექმნილ დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობას მოქმედ მენეჯმენტს აკისრებენ და პარტიის თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს მოუწოდებენ, თანამდებობა დატოვოს. ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი მუმლაძე, რომლის განცხადებით, ხაბეიშვილის რიტორიკა გარკვეული ვიწრო ჯგუფის გაძლიერებას უწყობს ხელს და არა, პარტიის გაძლიერებას.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც პარტიის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა „ფორმულას“ ეთერში ფურცელზე დაწერა, რომ ნიკა მელია პარტიის რიგებში არ ირიცხება. თავად ხაბეიშვილი ორი დღეა საჯარო სივრცეში არ ჩანს და როგორც ამბობენ, პარტიის არაფორმალურმა თავმჯდომარემ, დავით კეზერაშვილმა მედიასთან ურთიერთობა დროებით აუკრძალა. განცხადებას პარტიის სახელით დეპუტატი თინა ბოკუჩავა აკეთებს, რომელის განცხადებით, თემა დახურულია და არ აპირებენ რეჟიმთან ბრძოლის ნაცვლად, 3 თვეში ერთხელ შიდა არჩევნების ჩატარებას.

ბოკუჩავას განცხადება მიუღებელია თავად მუმლაძისთვის და აცხადებს, რომ პარტია მიხეილ სააკაშვილის ინტერესებიდან გამომდინარე, დაკომპლექტდება ახალი, ბრძოლისუნარიანი ადამიანებით და სწორედ, ეს პოლიტსაბჭო აირჩევს, როგორც სათათბირო ორგანოს ხელმძღვანელს, ისე აღმასრულებელი რგოლის ხელმძღვანელ თანამდებობებს.

„მთელი 2024 წლის განმავლობაში, სწორედ, პოლიტსაბჭო წარმართავს საქმიანობას, ეს იქნება რეალურად კრიზისის დაძლევის მექანიზმი, ვინაიდან ჩვენ დიდი ბრძოლისთვის ვემზადებით“, - აღნიშნა გიორგი მუმლაძემ.

„ნაციონაალური მოძრაობის“ არსებულ მეჯმენტს უპირისპირდება ყოფილი მაღალჩინოსანი, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს მისი ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი გიორგი არველაძე და ლევან ხაბეიშვილს მოუწოდებს დატოვოს თავმჯდომარის პოსტი და ადგილი მაკონსოლიდირებელ ფიგურას დაუთმოს, რადგან არველაძე მიიჩნევს, რომ დღევანდელი მდგომარეობით პარტია განადგურებულია და ის ხალხში მხოლოდ დაცინვას იწვევს.

გარდა ამისა, არველაძე მოუწოდებს პარტიის წევრებს და მხარდამჭერებს, რომ არავითარი არჩევნები, მხოლოდ ბრძოლა მიშას თავისუფლებისთვის და მხოლოდ და მხოლოდ რევოლუცია. არველაძე მიხეილ სააკაშვილის ფრაზას აზიარებს, სადაც ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ ნებისმიერი თანამშრომლობა პარლამენტში თუ მის გარეთ უკვე ღიად პროოკუპაციურ რეჟიმთან არის ანტიეროვნული აქტი.

„ხაბეიშვილი უნდა გადადგეს... გულისრევას იწვევს იმის ყურება, რაც პარტიაში დღეს ხდება, თუკი შეიძლება ამას საერთოდ ისევ ეწოდოს პარტია. ეს სამარცხვინო სიგიჟე უნდა დამთავრდეს! შულავერის კომიტეტია გასარეკი და არა პარტიის ერთგული მებრძოლები! გონს მოეგეთ!!! და არავითარი არჩევნები!!! არავითარი ბიძინას თამაშში თამაში!!! მხოლოდ და მხოლოდ ბრძოლა მიშას თავისუფლებისთვის!!! მხოლოდ და მხოლოდ რევოლუცია! ეს არის ერთადერთი გზა, რაც მე და ასობით ათას ჩემნაირს დაუბრუნებს ძალას, ისევ გაჰყვეს ბრძოლაში „ნაციონალურ მოძრაობას“. დღეს რანიც ხართ და რადაც იქეცით, არავინ გამოგყვებათ ბრძოლაში“, - წერს გიორგი არველაძე.

ყოფილი მაღალჩინოსნის ამ განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთი ფრთა არ გამოხმაურებია. მედიასთან არ გამოჩენილან არც მოქმედი და არც ყოფილი თავმჯდომარეები. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს არასერიოზულად აღიქვამენ მმართველ გუნდში. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ სასურველია არა მარტო პარტია, არამედ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ დაიშალოს.

„პოპკორნით საყურებელია ის, რაც ხდება „ნაცმოძრაობაში“, დაუჭამიათ ერთმანეთი. რაც უფრო მეტად დაიშლება ეს პარტია, მით უკეთესი. ზოგადად, მნიშვნელოვანია, არა მარტო პარტია „ნაცმოძრაობა“, არამედ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ დაიშალოს, აქეთ მიდის პროცესები. ამ ყველაფრის კულმინაცია იქნება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები, სადაც ყველა დაინახავს, რომ „ნაცმოძრაობა“ იქნება უკიდურესად დასუსტებული და კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ პრაქტიკულად დაიშლება ამ არჩევნების შემდეგ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ანალიტიკოსების შეფასებით, პროცესები ადასტურებს, რომ პარტიაში დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდება. რაც შეეხება არველაძის სკანდალურ განცხადებას, „ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი აცხადებს, რომ არველაძე არის ნეო-ტროცკისტი, რომელსაც იმის გამბედაობაც არ ჰყოფნის, ჩამოვიდეს, რუსთაველზე ტრიბუნა დაიდგას და მეგაფონით ხელში იყვიროს ის, რასაც კადრულობს.

„მე, ერთადერთი რაც დღეს მაინტერესებს - პარტიის მესვეურები ე.წ. პოლიტსაბჭო, თავმჯდომარე და ა.შ. რამე განცხადებას გააკეთებს საკუთარი პარტიის ერთი დამფუძნებლის, ერთ-ერთი სახის და სავიზიტო ბარათის განცხადებასთან დაკავშირებით თუ ისინი არაფერს არ გააკეთებენ? საქართველოს ამ შეძახილების ფონზე, ხელისუფლებას საერთოდ არაფერი არ ესაქმება ამ ე.წ. პარტიებთან იმ დათქმების, თუ რეკომენდაციების შესრულების ფორმატში თანამონაწილეობაზე.

ეს ყველაფერი ხელისუფლებამ უნდა ააფრიალოს, ყველა მისთვის ხელმისაწვდომ ტრიბუნაზე და პლატფორმაზე, ევროპარლამენტი იქნება, ევროსაბჭო, თუ ევროკომისია და კითხოს მათ - „თქვენ, ეთანხმებით ამ საკითხების გარშემო ჩვენს ამათთან თანამშრომლობას, რევოლუციურ სცენარებს და ა.შ? თუ ეთანხმებით, მაშინ თქვით მკაფიოდ და თუ არ ეთანხმებით, მაშინ დაგმეთ“. საკითხი ძალიან მარტივად დგას. მშიშარა, ლაჩარი, უსამშობლო არაადამიანი - კრებსითი სახე მათი ე.წ. პარტიის ევროპულობის, დემოკრატიულობის, ცივილიზებულობის და პოლიტიკოსობის. ახლა თუ ერთი ადგილი შერჩათ, გაემიჯნონ მის „დემოკრატიულ“ მოწოდებას! ეგეც გარიცხონ მათი სამარცხვინო რიგებიდან“, - აცხადებს ქართველიშვილი.

რაც შეეხება არველაძეს, როგორც ანლიტიკოსი აცხადებს, მისი განცხადება ხაბეიშვილამდე, მელიამდე და სხვა პერსონიფიცირებულ თემამდე არ უნდა დავიყვანოთ, ის არის ე.წ. პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი თვალსაჩინო არქიტექტორი, რომელიც არის და იყო გებელსის პოლიტიკის მატარებელი იმ წლებში, რომელიც იყო „მოდელირებული ქრონიკის“ ერთ-ერთი ავტორი და რეჟისორი.

„ადამიანი, რომელიც დღეს ხაზს უსვამს საკუთარ პარტიას, როგორც პოლიტიკურ წარმონაქმნს და, რომელსაც დღეს მიმართავს ევროკავშირი, ევროკომისიაც იმ მოთხოვნით, რომ თუ მართლა გსურთ საქართველო დაინახოთ ევროინტეგრაციის გზაზე წარმატებულ ქვეყნად, თქვენ უნდა ჩაერთოდ პოლიტიკურ პროცესებში, ეს იქნებოდა 12-პუნქტიანი დათქმების გადალახვის პროცესი, რომელშიც მონაწილეობა არ მიუღიათ, თუ ის 9 რეკომენდაცია, რომელიც თან ახლავს სტატუსის მინიჭების პროცესს, გამოდის საკუთარი პარტიის სახელით რუპორად, რომელიც ამბობს, რომ არა, ჩვენ ეს არაფერი არ გვეხება პატივცემულო ევროპა, რა ცივილიზაცია, რა კონსტუტუცია, რა საარჩევნო პროცესი და რა დეპოლარიზაცია?! ჩვენ გვსურს მხოლოდ და მხოლოდ რევოლუცია ამ ქვეყნაში და ამით, ფაქტობრივად, საკუთარი პარტიის რიგებში, როგორც შახიდი, შეიჭრა და ააფეთქა საკუთარი პარტია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.

ანალიტიკოს გია აბაშიძის შეფასებით, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ პირველი გენერალური მდივანი დაწერს, რომ პარტია განადგურებულია, მისი ავტორიტეტი ფეხქვეშ გათელილია და ხალხის მიერ დასაცინია, ადვილი წარმოსადგენია, როგორ გადაჭკნა სექტის პოლიტიკური ვარდები.

„მოდელირებული „ქრონიკის“ სამარცხვინო ავტორი, გიორგი არველაძე „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი მრავალწახნაგოვანი გარეწარი რომ არის, საყოველთაოდ ცნობილია. 2012-დან ჩამოსცილდა მშობლიურ კრიმინალურ პარტიას და ერთი პერიოდი უკრაინაში იულია ტიმოშენკოს გუნდში „მოღვაწეობდა“. პერიოდულად, სოცქსელში ქუჩის ნაცაქტივისტივით მაწაკობს და მისი სექტანტური აზროვნებით ვითომ ამუნათებს ამჟამინდელ ხელისუფლებას.

ახლა კი, ეს დამღიანი არარაობა გიორგი არველაძე იმდენად შეწუხდა ნაცჯალათების წიაღში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური ლპობით, რომ სასოწარკვეთილი ხავის - „არავითარი არჩევნები! მხოლოდ მხოლოდ რევოლუცია!“. პოლიტიკურო არლეკინო, გიორგი არველაძევ! ჯერ რევოლუცია მშობლიურ ჩამოძონძილ პარტიაში მოახდინე და მერე იფიქრე უფრო მასშტაბურ სიგიჟეებზე! თუმცა, მაგის ერთი ადგილი გაქვს რომ?“, - აცხადებს გია აბაშიძე.

ანალიტიკოსი ვახტაბგ ძაბირაძე თვლის, რომ არველაძის ეს განცხადება „ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს და იგივე ნარატივია, რასაც „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ მთლიანად ოპოზიციას და განსაკუთრებით „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუკავშიროს.

„იმედი მაქვს, რომ სხვების მიერ გაკეთდება განცხადება, რომლებიც ამ პოზიციას არ იზიარებენ. ჯერ ერთი, დავიწყოთ იმით, რომ დღევანდელი ვითარებით არანაირი რევოლიცური განწყობა მოსახლეობაში არ არის, გამორიცხულია. არ ვიცი, რა იქნება ხვალ და ზეგ, მაგრამ არა მგონია, რომ არველაძე ნათელმხილველი იყოს და იცოდეს, რა მოხდება და რა ვითარება იქნება ერთი წლის შემდეგ ქვეყანაში, მაგრამ დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე მოსახლეობაში არათუ რევოლუციური, არამედ საპროტესტო განწყობაც კი არ არის. მით უმეტეს, როდესაც ასეთი განცხადებები კეთდება, თუ რაიმე პროტესტის განცდა არის კიდევ მოსახლეობაში, ისიც კი ქრება და ანულირდება. ამიტომ, ასეთი განცხადებები ერთადერთი ვისაც შეიძლება ხელს აძლევდეს ეს არის მხოლოდ „ქართული ოცნება“. ამიტომ, რა შეფასება უნდა გაკეთდეს აქ? ძალიან საინტერესოა „ნაცმოძრაობამ“ ცოტა მიიხედ-მოიხედოს და როდესაც კაცი ასეთ განცხადებას აკეთებს, თავადვე მოსთხოვონ პასუხი, რა ანალიზის საფუძველზე აკეთებს და რამდენად წარმატებულია დღეს ასეთი განცხადება. სრული სისულელეა. უკიდეგანობაა დღეს ასეთი განცხადება გააკეთო „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, როგორც არ უნდა გეგონოს და გინდოდეს რევოლუცია. ისე, არველაძის შესაძლებლობები მახსოვს და ნამდვილად დიდი წარმოდგენის არ ვარ მის პოლიტიკურ ინტელექტზე, მაგრამ ეს განცხადება ყოველგვარ ზღვარს სცილდება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.

ცუგო- კიდევ ერთი წამოცდენა არველაძისგან, მანამდე გია ჭანტურიამ მიმართა ხალხს, "დაჭერების ყურება ტელევიზორებით არ მოგენატრათო... "
არ უნდა გაატაროთ ასეთი წამოცდენები და ხშირად აჩვენოთ ხალხს, რომ თავისი თვალით ნახონ და ყურით მოისმინონ... ნაცებს სისხლი სწყურიათ და ჭკუა ვერ ისწავლე!
5 თვის უკან
ლაზი არველაძე ითხოვს, მე და ჩემნაირებს ძალა დაგვიბრუნეთო. იმედის ტელევიზიის ნოსტალგია აწუხებს ეტყობა.
5 თვის უკან