ქართველი ტანკისტის დღე (ვიდეო)

ქართველი ტანკისტის დღე (ვიდეო)

საქართველოს შეიარაღებული ძალები ტანკისტის დღეს აღნიშნავს. პროფესიული დღესასწაული ახალციხეში ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრში დღეს საზეიმოდ აღნიშნეს.

ღონისძიებაზე შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

დღესვე ცენტრის ტერიტოტიაზე დაღუპული ტანკისტების ხსოვნის მემორიალი გაიხსნა. მემორიალი თავდაცვის მინისტრმა გვირგვინით შეამკო. ირაკლი ალასანია პროფესიული დღის მისალოცად ტანკისტებთან პირადად ჩავიდა. მასთან ერთად ახალციხესჰი იმყოფებოდნენ შეიარაღებული ზალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე და მისი მოადგილეები.
მათ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტოტიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას.

ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრში ღია კარის დღე მოეწყო, სადაც სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებს ღონისძიებაზე დასწრების ასშუალება ქონდათ.

პროფესიულ დღესასწაულზე წარჩინებული სამხედროების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტანკისტებს სიტყვით მიმართა:

„ტანკისტებო, თქვენ პროფესიულ დღესასწაულს 21 წელია აღნიშნავთ. იმ დღიდან, როდესაც პირველი სატანკო ქვედანაყოფი შეიქმნა. შექმნისთანავე დაიწყო თქვენი საბრძოლო ამოცანების შესრულებაც. ამ წლებმა და შეიარაღებულმა დაპირისპირებებმა აჩვენა, რომ თქვენი სულიერი სიმტკიცე თქვენი ტანკის ჯავშანზე ძლიერია. რუსეთ-საქართველოს ომის დროს ქართული სულის სიმტკიცის გამოვლინება იყო, გელხაურის ბატალიონის თავდადება, როდესაც მრავალრიცხოვანმა მოწინააღმდეგემ მძიმე დანაკლისი განიცადა. სწორედ ეს გვაქვს ჩვენ სისხლში მედგრად დაუხვდეთ მრავალრიცხოვან მოწინააღმდეგეს და ჩვენი გაუტეხელი სულით დავიცვათ ჩვენი სამშობლო. ასე იყო და იქნება მუდამ, ამაზე დგას და იდგება ჩვენი სახელმწიფო. ჩვენ წაგვიგია და მოგვიგია ბრძოლები, მაგრამ არასდროს წაგვიგია ჩვენი სამშოლო, საქართველო. მიხარია, რომ ლერი გელხაური ახლაც აგრძელებს ჩვენი ტანკისტებისთვის გამოცდილების გაზიარებას და ახალი თაობის აღზრდას. თქვენ არასდროს დაგიხევიათ უკან და იცავდით სამშობლოს იქ, სადაც ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად ჭირდებოდა.“
დღესვე, ტანკისტებმა სტუმრებს ტექნიკა დაათვალიერებინეს. მოგვიანებით სპეციალურად ტანკისტის დღისადმი მიძღვნილი საარტილერიო-სატანკო კომბინირებული საჩვენებელი სწავლება გაიმართა. პროფესიონალმა სამხედროებმა დღევანდელი სწავლების მომზადების დონეს ამღალი შეფასება მისცეს.

პირველი სატანკო ქვედანაყოფი 1992 წლის 10 აგვისტოს შეიქმნა. 2007 წელს დაიწყო ჯავშანსატანკო კურსის ჩამოყალიბება. 2009 წელს გადაკეთდა ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრად. მათ მიღებული აქვთ მონაწილეობა უსაფრთხოების მხარდამჭერ ოპერაციებში ავღანეთში.