საქართველოს ბანკი AI ინოვაციების მხარდაჭერასა და ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს. ამ მიზნით, თბილისში საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია AI INNOVATE 2025 ჩატარდა. ღონისძიების მიზანი ხელოვნური ინტელექტის შესახებ არსებული გლობალური ტენდენციების, სტარტაპების გამოცდილებისა და ინოვაციური ხედვების გაზიარება იყო.
ღონისძიება როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო პროფესიონალებისთვის გამორჩეულ პლატფორმად იქცა.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მსოფლიო მასშტაბით ცნობილმა ექსპერტებმა OpenAI-დან, კორნელის უნივერსიტეტიდან, SeedAI-დან, Armory Square Ventures-დან და სხვა.
ღონისძიების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი OpenAI-ის ინჟინერის, კილან შულეს ჩართვა იყო, რომელმაც ყურადღება ხელოვნური ინტელექტის დანერგვისას ადამიანებზე მორგებულ მიდგომებზე გაამახვილა. მისი პრეზენტაცია ასევე შეეხებოდა თანამედროვე ორგანიზაციებში მონაცემების, ნდობისა და ინოვაციების თანაკვეთას.
ღონისძიებაზე განხილული იყო შემდეგი საკითხები:
• როგორ შექმნან AI სტარტაპებმა გრძელვადიანი უპირატესობა და დაცვითი სტრატეგიები ხელოვნური ინტელექტის სამყაროში;
• რაზე ამახვილებენ ყურადღებას VC კაპიტალის ინვესტორები AI სტარტაპების შეფასებისას მათი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე;
• ვერტიკალური და ჰორიზონტალური AI აპლიკაციები — როგორ ცვლიან ისინი ბაზრის სტრუქტურას;
• წარმატებული AI დამფუძნებლების მახასიათებლები;
• როგორ უნდა იმოქმედონ AI სტარტაპებმა წარმატებით, ისეთ მსხვილ AI მოთამაშეებთან ერთად, როგორებიცაა OpenAI და Anthropic.
„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ იმ ეკოსისტემის განვითარებას, რომელიც ინოვაციებსა და ტექნოლოგიებს აერთიანებს. გვჯერა, რომ AI მიმართულებით ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება სტარტაპებსა და ბიზნესებს საქართველოში ახალი შესაძლებლობების შექმნასა და გლობალურ დონეზე კონკურენტუნარიანობის გაზრდაში დაეხმარება,“ — განაცხადეს საქართველოს ბანკში.
ღონისძიება ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ორგანიზებით, საქართველოს ბანკი ბიზნესის, კორნელის კომპიუტერული და ინფორმაციული მეცნიერებების კოლეჯის, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელდა.