„თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს

„თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს" - რატომ ცვლის „ოცნება" მერების ნახევარს რეგიონებში

ორშაბათს, მმართველი პარტია მთელი ქვეყნის მასშტაბით წარადგენს მერობის კანდიდატებს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე კი აცხადებს, რომ მოქმედი მერების დაახლოებით ნახევარი შეიცვლება. ანალიტიკოსების ამის რამდენიმე მიზეზს ასახელებენ, მათ შორის არის საკადრო წმდენის გაგრძელებას.

ამის მიზეზი შეიძლება იყოს ბუნებრივი მოვლენა და ასევე, საკადრო წმენდის გაგრძელება წინა პრემიერის, ღარიბაშვილის დროინდელი კადრებისგან. ორივე მათგანს აქვს არსებობის უფლება", - განაცხადა ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ რეზონანსთან".

ირაკლი კობახიძემ 7 აგვისტოს, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატთა წარდგენისას განაცხადა, რომ ორშაბათს მერებს დაასახელებენ, რომლებიც უმეტესი ახალი სახეები იქნებიან.

მუნიციპალიტეტებთან დაკავშირებით კონსულტაციები დასრულებულია და სავარაუდოდ ორშაბათს ერთიანად წარვადგენთ მერობის კანდიდატებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. არსებობს 2 კლასიკური კრიტერიუმი, ეს არის კომპეტენცია და კეთილსინდისიერება. თითოეული მერობის კანდიდატი შეირჩევა სწორედ ამ კრიტერიუმებით. ჩვენ გვჭირდება ეფექტიანი მმართველობა. ხშირ შემთხვევაში მოქმედი მერები რჩებიან საკუთარ პოზიციებზე. ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება, თუმცა გვეყოლება სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ახალი სახეები, ახალი კანდიდატები. ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ 63-ვე რეგიონულ მუნიციპალიტეტში მოიგებენ ჩვენი კანდიდატები", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია ქართული ოცნების" თავმჯდომარემ და პარტია ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დაადასტურა, რომ მმართველი პარტია უახლოეს დღეებში წარადგენს მუნიციპალიტეტებში მერების კანდიდატებს და თქვა, რომ მერების ნახევარი შეიცვლება.

ჩვენ პრაქტიკულად დამთავრებული გვაქვს მუნიციპალიტეტების მერების კანდიდატების შერჩევა. კანდიდატების დაახლოებით ნახევარი იქნება განახლებული შემადგენლობა", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ზაალ ანჯაფარიძე ვარაუდობს, რომ ქვეყნის მასშტაბით შეფასდა მერების მუშაობის ხარისხი და ამის მიხედვით მიიღო ქართულმა ოცნებამ" გადაწყვეტილება.

ამის მიზეზი შეიძლება იყოს ბუნებრივი მოვლენა და ასევე, საკადრო წმენდის გაგრძელება წინა პრემიერის, ღარიბაშვილის დროინდელი კადრებისგან. ორივე მათგანს აქვს არსებობის უფლება. თუმცა, მე მაინც ვფიქრობ, რომ ალბათ ამ პერიოდის განმავლობაში, რაც ეს მერები მუშაობდნენ, მოხდა მათი მუშაობის შეფასება კრიტიკული კუთხით და შესაბამისად, შესაძლოა მიღებულ იქნება გადაწყვეტილება, რომ ის მერები, რომლებიც ქართული ოცნების" ხელმძღავანელების აზრით, არასათანადოდ უძღვებოდნენ დაკისრებულ მოვალეობებს, ან ვერ მოახერხეს დავალებების შესრულება, რასაც მმართველი პარტიიდან ღებულობდნენ, მიიღეს გადწყვეტილება რაღაც ნაწილის შეცვლის თაობაზე.

ალბათ გახსოვთ, რომ მანამდე საპარლამენტო არჩევნები იყო და ამ არჩევნებში ქალაქის მერებს ეკისრებოდათ გარკვეული როლი ამომრჩევლების მობილიზაციის თვალსაზრისით. ამის გარდა, შეიძლება არსებობდეს ძალიან ბევრი სხვადასხვა მიზეზი, მათ შორის ორგანიზაციული, ტექნიკური, ან თუნდაც სამუშაოს შესრულების ხარისხის მიხედვით, რამაც ქართულ ოცნებას" მიაღებინა გადაწყვეტილება, რომ ის მერები, რომლებიც ამ მხრივ ვერ აკმაყოფილდებდნენ მათ სტანდარტებს, შეეცვალათ.

ეს ყველაფერი, ზოგადად, უკავშირდება ქვეყანაში არსებულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სიტუაციებს. მათ ქალაქებში ისეთი მერები სჭირდებათ, რომლებიც ყველანაირად იქნებიან გადამოწმებული და ასევე, ექნებათ ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომ ადგილზე სიტუაციას გაუძღვნენ ისე, რომ ოცნებამ" ამომჩეველი შეინარჩუნოს.

მერის მუშაობაზე ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული, მათ შორის ელექტორალური კუთხითაც. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რომ ჩაბარებულ ქალაქზე იზრუნონ, არამედ ისიც, რომ უზრუნველყონ იქ ქართული ოცნების" პოზიციების განმტკიცება. როგორც ჩანს, ყველა მერი ამას სათანადო დონეზე ვერ ახერხებდა", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ რეზონანსთან".

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი კი აცხადებს, რომ მერების ნაწილის შეცვლა რეგიონებში ირაკლი კობახიძის გუნდის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

აქ არავითარი ბუნებრივი მოვლენა არ არის. ბუნებრივი სიტუაციები ხდება დემოკრატიულ ქვეყნებში, სადაც გარკვეული პოლიტიკური ცვლილებები ხდება და შესაბამისად რეაგირებაც. აქ არის შემდეგი, ანუ, რაც მოსალოდნელი იყო, რომ ძლიერდება კობახიძის გუნდი ივანიშვილის კარზე. ამ ფონზე აშკარად იგრძნობა, რომ მოდის კობახიძის გუნდი. ეს ყველაფრით მტკიცდება და სწორედ არის ის მომენტი, რასაც საკრებულოებში ვხედავთ.

მათ დაუთმეს თბილისი კალაძეს, ანუ კალაძე ცალკეა. როგორც ჩანს, სხვა გზა არ ჰქონდათ, რადგან შეიძლებოდა ამას დაძაბულობა გამოეწვია. თუმცა სამაგიეროდ კობახიძე იღებს დანარჩენ საქართველოს. სამწუხაროდ, ოპოზიციას ეს საკითხები არ ესმის და სიტუაციას სულ სხვანაირად მართავენ. ჩვენ ალბათ ვნახავთ, რომ კობახიძის გუნდი დაწინაურდება რეგიონებში", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა რეზონანსთან".