ყაველაშვილის ფინტი? - რა ეფექტი გამოიწვია ოპოზიციაში პრეზიდენტის მოულოდნელმა ნაბიჯმა

ყაველაშვილის ფინტი? - რა ეფექტი გამოიწვია ოპოზიციაში პრეზიდენტის მოულოდნელმა ნაბიჯმა

პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილის გადაწყვეტილება ლელოს" ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალებაზე, პოლიტიკური დღის მთავარ თემად იქცა და ოპოზიციაში ურთიერთსაპირისპირო შეფასებები გამოიწვია. ნაწილი ამ ნაბიჯს პოზიტიურად აფასებს, სხვები კი ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციის დასუსტების მორიგ მანევრად მიიჩნევენ. არაერთგვაროვნება იყო თავად ლელოს" რიგებშიც კი. ელისაშვილმა ამ ჟესტს, არც მეტი არც ნაკლები, ჩათლახობა უწოდა.

თუმცა ლელოს" წარმომადგენლები ზოგადად აცხადებენ, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძე ქართული ოცნების" წინააღმდეგ ბრძოლას კიდევ უფრო აქტიურად გააგრძელებენ.

ყაველაშვილის განცხადებაში ნათქვამია, რომ მიუხედავად სხვადასხვა გარემოებებისა, პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო, რათა არავის დარჩეს იმის თქმის საბაბიც კი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეზღუდული კონკურენტუნარიანობის პირობებში ტარდება".

უდავოა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კონკურენტულ გარემოში მათი პატიმრობის პირობებშიც ჩატარდება. ამასთან, ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ საზოგადოდ, არჩევნები არ უნდა იქცეს ინდულგენციად არცერთი პოლიტიკოსისთვის, რომელიც დანაშაულს სჩადის. არც ის გარემოებაა მხედველობიდან გასაშვები, რომ ჩემს შეთავაზებას შეწყალების შესახებ შესაბამისმა პატიმრებმა რამდენიმე კვირის წინ უარით უპასუხეს, რითაც პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის შეურაცხყოფის მიყენება სცადეს.

მოვუწოდებ ყველა საარჩევნო სუბიექტს, ხელი შეუწყოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჯანსაღ და მშვიდ გარემოში ჩატარებას. წარმატებებს ვუსურვებ ყველა საარჩევნო სუბიექტს, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მუნიციპალიტეტების განვითარებისა და მოსახლეობის ინტერესების რეალიზების გულწრფელი სულისკვეთებით მონაწილეობს", - აღნიშნულია მიხეილ ყაველაშვილის განცხადებაში.

მიიღეთ ერთადერთი სწორი, ქვეყნისთვის და არა კოალიციისთვის..."

მიხეილ ყაველაშვილის გადაწყვეტილებამ ოპოზიციაში არაერთგვაროვანი შეფასება გამოიწვია. ექსპრემიერ გიორგი გახარიას გუნდის წევრები მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმებიან.

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალება მოულოდნელი იყო, კიდევ უფრო მისასალმებელი იქნებოდა, თუ ყველა პოლიტპატიმარი იქნება გათავისუფლებული," - განაცხადა პარტია გახარია - საქართველოსთვის" წევრმა, თამარ კეკენაძემ. მისი თქმით, ქართული ოცნების" მოქმედებებზე პოლიტიკური შეფასების გაკეთება შეუძლებელია. განსხვავებული პოზიცია აქვთ ბოიკოტში მყოფ ოპოზიციონერებს. სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერის, პაატა მანჯგალაძის აზრით, ყაველაშვილის გადაწყვეტილებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ის არალეგიტიმურია.

განცხადების ნაწილი მოვისმინე ე.წ. პრეზიდენტის, ყაველაშვილის, შეურაცხყოფა მიაყენეს პრეზიდენტის ინსტიტუტსო. ნუ, ყაველაშვილი რომ არის შეურაცხყოფა პრეზიდენტის ინსტიტუტის, ასეთი შეურაცხყოფა მე არ ვიცი მართლა... ჩვენ არ ვაღიარებთ ლეგიტიმურად მას და შესაბამისად მის გადაწყვეტილებას ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს," - განაცხადა მანჯგალაძემ.

დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია კი ლელოს" მოუწოდებს დაუბრუნდეს დაუმორჩილებლობის გზას.

მიიღეთ ერთადერთი სწორი, ქვეყნისთვის და არა კოალიციისთვის... გამოდით არასწორი, არარსებული რუსული სპეცოპერაციიდან... ეს იქნება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ლელოსთვის", მთლიანად ოპოზიციისთვის, ყველა აქტივისტისთვის და, რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნისთვის. სულმოუთქმელად ველოდები ამ სწორ გადაწყვეტილებას ლელოსგან", - განაცხადა ხოშტარიამ.

ენმ-ის ლიდერმა ანი წითლიძემ სოციალურ ქსელში კრიტიკული პოსტი გამოაქვეყნა:

მაგარი "გაპრავება" დაიწყო: ბიძინამ იმიტომ გამოუშვა ხაზარაძე/ჯაფარიძე, რომ ლელო" გაანადგუროს, მასხრად აიგდოს და ოპოზიციაში განხეთქილება შემოიტანოსო... თქვენ მართლა იდიოტები ხართ? ლელომ" თავისი გადაწყვეტილებებით, არჩევნებში მონაწილეობით ეს საფუძველი თავად შეუქმნა ბიძინას... ფაქტი არის ერთი: ბიძინას საქმე გაკეთდა! ლელო" დაიმარხა," - დაწერა წითლიძემ.

აი, ბურთი და მოედანი, გამობრძანდით"

მმართველ პარტიაში მიიჩნევენ, რომ ყაველაშვილის გადაწყვეტილება ჰუმანური აქტია. თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს:

თუ არ აქვთ სურვილი შეწყალების, ჩაიკეტონ და არ გამოვიდნენ, არავინ აძალებს... გახსოვთ, რამდენიმე თვის წინ პრეზიდენტის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ რომელი პოლიტიკური პარტია მიიღებდა არჩევნებში მონაწილეობას, მისი მხრიდან მათ მიმართ კონკრეტული ნაბიჯები იქნებოდა გადადგმული."

პრეზიდენტი სახელმწიფოებრივად მოიქცა - აი, ბურთი და მოედანი, გამობრძანდით და, შესაბამისი რესურსი თუ გაქვთ, არჩევნები მოიგეთ... პოლიტიკოსობა ინდულგენცია არ არის, მაგრამ პრეზიდენტის პრეროგატივაა, ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს," - განაცხადა ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა.

მაჭარაშვილმა სხვა პატიმრების გათავისუფლების საკითხსაც შეეხო:

რომელი ახალგაზრდების შეწყალებაზე საუბრობთ? მგონი, პოლიტიკურ პროცესებს და კრიმინალს ერთმანეთში ურევთ. ეს ორი თემა აბსოლუტურად განსხვავდება."

ორივე გამოვლენ"

ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერები გადაწყვეტილებას პოლიტიკურ ინტრიგად აფასებენ.

ეს არის ჩათლახობა, რაც ყაველაშვილმა და ქართულმა ოცნებამ" მოიფიქრა, რომ ვითომ, გაგვაბანძონ" - არჩევნებში ქართული ოცნება" უნდა გადავანგრიოთ და გადავლეწოთ, ახლა უფრო ომახიანად," - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა რუსთავის ციხესთან.

მისივე თქმით, როგორც ხაზარაძისა და ჯაფარიძის დაკავება, ისე მათი შეწყალება თავიდან ბოლომდე პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.

დაკავებაც და გამოშვებაც, ვითომ შეწყალება, თავიდან ბოლომდე პოლიტიკური ამბავი იყო... მამუკაც, ბადრიც გამოვლენ და უფრო ომახიანად ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდეს და საქართველო გათავისუფლდეს ამ მოღალატე მამაძაღლებისგან. არჩევნებში უნდა გადავანგრიოთ და გადავლეწოთ ეს ქართული ოცნება", ახლა უფრო ომახიანად," - აღნიშნა ელისაშვილმა.