GORBI-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად ჯარს 93%-იანი ნდობა აქვს, პოლიციას 77%, მერიას ასევე 77%, მთავრობას 74%, პარლამენტს 67%, პრეზიდენტის ინსტიტუტს 65%, სასამართლო სისტემას 60%

GORBI-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად ჯარს 93%-იანი ნდობა აქვს, პოლიციას 77%, მერიას ასევე 77%, მთავრობას 74%, პარლამენტს 67%, პრეზიდენტის ინსტიტუტს 65%, სასამართლო სისტემას 60%

GORBI-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად კითხვაზე - რამდენად ენდობით შემდეგ სახელმწიფო ინსტიტუტებს, პროცენტები შემდეგნაირად გადანაწილდა:

ჯარს აქვს 93 პროცენტიანი მხარდაჭერა და ის უპირობო ლიდერია ინსტიტუტებს შორის. პოლიციას მხარს უჭერს გამოკითხულთა 77 პროცენტი. ასეთივე შედეგი აჩვენა მერიამ, მთავრობას ნდობას უცხადებს რესპონდენტთა 74 პროცენტი, პარლამენტს 67 პროცენტი, პრეზიდენტის ინსტიტუტს ენდობა 65 პროცენტი, სასამართლო სისტემას კი 60 პროცენტი.

ტელეკომპანია იმედის“ დაკვეთით, კომპანია GORBI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევა ქვეყნის მასშტაბით ჩაატარა. კვლევა პირისპირ ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით ჩატარდა. საველე სამუშაო მოიცავს 11-20 აგვისტოს პერიოდს. გამოიკითხა 2300 ადამიანი. ცდომილების ზღვარი +/- 3 პროცენტია.