GORBI: კითხვაზე, როგორი მოლოდინები აქვთ მოქალაქეებს მათი ოჯახის ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებით უახლოესი 12 თვის განმავლობაში? გამოკითხულთა 48 % მიიჩნევს, რომ მათი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება

ტელეკომპანია იმედის“ დაკვეთით, კომპანია GORBI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევა ქვეყნის მასშტაბით ჩაატარა.

გორბი“ დაინტერესდა, როგორი მოლოდინები აქვთ მოქალაქეებს მათი ოჯახის ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებით უახლოესი 12 თვის განმავლობაში? ამ შედეგების მიხედვით ირკვევა, რომ გამოკითხულთა უმეტესობას, ასეთი კი 48 %-ია, მოლოდინი აქვს, რომ მათი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება. იგივე რომ დარჩება ეს პასუხი მიიღეს გამოკითხულთა 33 პროცენტისგან, გაუარესებას ელოდება 14%. პასუხი არ აქვს მხოლოდ 5%.

კვლევა პირისპირ ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით ჩატარდა. საველე სამუშაო მოიცავს 11-20 აგვისტოს პერიოდს. გამოიკითხა 2300 ადამიანი. ცდომილების ზღვარი +/- 3 პროცენტია.