7 თვის დანაშაულის სტატისტიკა

7 თვის დანაშაულის სტატისტიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე წლის 7 თვის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს. შსს-ს ინფორმაციით, მონაცემები ქვეყნის მასშტაბით კრიმინოგენულ მდგომარეობას ასახავს.  

სტატისტიკური მონაცემებით, 2013 წელს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყნის მასშტაბით დანაშაულმა 4126 ერთეულით იკლო, ხოლო დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი გაორმაგებულია და 53,3%-ს შეადგენს.

2013 წლის 7 თვის მონაცემები 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით: ქვეყნის მასშტაბით 2012 წელს მომხდარი დანაშაული: 20716-ია, აქედან გახსნილი: 4781, გახსნის მაჩვენებელი კი 23,1%-ია.

მიმდინარე წელს მომხდარი დანაშაული: 16590-ია, აქედან გახსნილია 8840, გახსნის მაჩვენებელი კი 53,3%-ია. დანაშაულმა იკლო 4126-ით, გახსნის მაჩვენებლმა კი მოიმატა: 30,2%-ით.