შსს-მ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შსს-მ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1969 წელს დაბადებული ბესიკ ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული, მიმდინარე წლის 4 აგვისტოს, თელავის რაიონის სოფელ კურდღელაურში, ღამის საათებში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცოლის ძმას, 1985 წელს დაბადებულ დავით გამხვეტელაშვილს კუთვნილი ავტომანქანით დაეჯახა, შემდეგ კი ბლაგვის საგნით თავის არეში დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც დავით გამხეტელაშვილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბესიკ ა. მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 108-ე მუხლით, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს). გამოძიებას შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს.