შსს-ს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-8 განყოფილების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი პირები: 1992 წელს დაბადებული ზვიად მ. და 1985 წელს დაბადებული გიორგი მ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა მესამე თანამზრახველთან ერთად, 2013 წლის 3 აგვისტოს, ღამის 10 საათზე, ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის მუქარით თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მდებარე სადღეღამისო მაღაზია „შოკფასი“-ს მეპატრონეს 1700 ლარი და ოქროს სამკაული გასტაცეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
ყაჩაღობაში მონაწილე მესამე პირის დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.
გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით).