“მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტულ ოლიმპიადაზე” ქალაქ ბელფასტში, “შანკილის” სპორტულ დარბაზში, ქართველმა პოლიციელმა-ძიუდოისტებმა დაძაბული შეხვედრები გამართეს. 81 კგ წონით კატეგორიაში ნოდარ მჭედლიშვილმა იასპარეზა, ფინალური ორთაბრძოლა რუმინელ ძიუდოისტთან წარმატებით დაასრულა და პირველ ადგილზე გავიდა.
90 კგ წონით კატეგორიაში კი ზაზა გულაშვილი ფინალში რუს ძიუდოისტს შეხვდა, რომელიც ქართველის გამარჯვებით დასრულდა და ოქროს მედალიც მოიპოვა.
ხოლო რაც შეეხება 100 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი ბოლოთაშვილს, მან ფინალში გერმანელი სპორტსმენის დამარცხება შესძლო და ოქროს მედალიც დაისაკუთრა.
ამ დროისათვის, ოლიმპიადაზე წარგზავნილ 16 სპორტსმენს 4 ოქროსა და 2 ვერცხლის მედალი აქვთ მოპოვებული. ისინი სპორტის 7 სახეობაში ასპარეზობენ და იმედოვნებენ, რომ ძიუდოში და ცურვაში მიღწეულ წარმატებას გააუმჯობესებენ და კიდევ შეძლებენ ოქროს მედლების მოპოვებას.