"ნაციონალური მოძრაობა შემოდგომის ბუზს დაემსგავსა"

"არ არის ძნელი მისახვედრი, რიმ "ნაციონალური მოძრაობა" გადავიდა შემოდგომის ბუზის რეჟიმში და ცდილობს დამშვიდობების წინ უფრო მწვავე უკბენოდ ქბეყნის საზარალოდ. საუბარი იმაზე, რომ რამე პროვოკაციაა მოსალოდნელი სააკაშვილის მხრიდან მიგვითითებს მხოლოდ ერთზე - ყველანი ვერ ვაცნობიერებთ, რომ ბატონი პრეზიდენტის ყოველდღიური გამოსვლები სწორედაც რომ პროვოკაციების თაიგულია და სხვადასხვა მიმართულებით ცდილობს ჩირქი მოსცხოს ქვეყანას", - აცხადებს ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით სოსო ცისკარიშვილი: ნაციონალური მოძრაობა შემოდგომის ბუზს დაემსგავსა".

"სააკაშვილის მიზანი არც ისე ძნელი გამოსაცნობია. უკანასკნელი თვეების განმავლობაში ის ცდილობს რაც შეიძლება ფართო ნეგატივიზმი დანერგოს ჩვენს მოსახლეობაში ევროპისა და ამერიკის მიმართ. ხოლო შემდგომი გამოკითხვების საფუძველზე დააჯაროს საკუთარი დასავლელი გზაკვალაბნეული მეგობრები, რომ მისი წასვლა აქტიური პოლიტიკიდან იყო მიზეზი იმისა, რომ საქართველომ შეიცვალა ორიენტაცია. სააკაშვილს სხვა ნიშა აღარ დარჩა, გარდა იმისა, რომ საქართველო გადაკიდოს ნატოს, ევროკავშირს და აშშ-ს და დარჩენილი სიცოცხლე გაატაროს დასავლეთის დაყვედრებაში - ხომ გეუბნებოდით, უჩემოდ იქ არაფერი არ გამოვაო და შესაბამისად, გაამართლოს პოლიტიკა რომელსაც იგი ატარებდა და ანგელოზებად შერაცხოს საკუთარი თანამზრახველები - მეცოცხეები. და თუ ჩვენ ვიმსახურებთ ცოცხებს, მაშინ ეს ყველაფერი გამოუვა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.

"შეწყალების კომისია თავად იყო გაკვირვებული პრეზიდენტის მიერ იმ ადამიანების შეწყალებით, რომელთაც კომისიაზე განხილვის პატივი არ ჰქონიათ და რაღაც სხვა გზებით სააკაშვილი ახერხებდა ათეულობით ადამიანის გათავისუფლებას, რასაც საერთო არაფერი ჰქონდა სამართლიან გადაწყვეტილებასთან. მიზანი რა იყო? შესაძლოა უფრი მეტიც, ვიდრე კრიმინალური გარჩევების გაღვივება. ზოგადად ასეთი სურვილი შეიძლებოდა გასჩენოდა ვადაგასულ პრეზიდენტს, რათა დაემტკიცებინა საქმეში ჩაუხედავი ადამიანებისთვის, რომ მხოლოდ ის არის ამქვეყნად წესრიგის დამამყარებელი და არც ერთი სხვა ძალა. თვეები გადის, ჩვენ საწინააღმდეგოს ვხედავთ, ვგრძნობთ და რაც უფრო ახლოა დამშვიდოდბების თარიღი პრეზიდენტ სააკაშვილთან. მით უფრო თვალსაჩინოა, რომ მისი მცდელობა ახალი ხელისუფლების დისკრედიტაციის თუ სიტუაციის არევისა ქვეყანაში, ნაკლებად მისაღწევია", - განაგრძობს ექსპერტი.

"სასამართლო რამდენად თავისუფალია, რამდენად ესმით რა არის თავისუფლება და სამართლიანობა, ჩვენ დავინახეთცოტა ხნის წინ იმ არჩევნებში, რომელშიც იგი მონაწილეობდა და რომელმაც აჩვენა ჩვენს საზოგადოებას, რომ სამართლიანობისგან ჯერ ლიდევ შორს ვართ, რადგან ჩვენი მოსამართლეების უმრავლესობის მენტალობა ძალიან შორს არის არა თუ სამართლიანობის პრინციპებისგან, არამედ სურვილისგან სადმე და ოდესმე პროცესი იყოს სამართლიანი. იკვეთება სიმბოლოები ამ უსამართლობის და სამწუხაროდ, ვარლამ არავიძის ეს სულიერი მემკვიდრენი დრესაც მკაფიოდ ფეხგადგმულნი არიან როგორც პროკურატურაში, ისევე სასამართლოში. ასე რასაკვირველია, სამართლიანობა ვერ აღდგება", - მიიჩნევს სოსო ცისკარიშვილი.

"თუ ხელისუფლება უსუსურია მიხედოს ამ სფეროს, მაშინ ნუ გაუკვირდება, რომ ინიციატივას აიღებს საზოგადოების არაკონტროლირებადი ჯგუფები და შევრცხვებით საერთაშორისო არენაზე. მაგრამ მოსახლეობისთვის, სამწუხაროდ ეს იქნება ბუნებრივი და მისაღები ვიდრე ჯიუტად ვდუმვართ და არ ვასაჯაროებთ პოზიციას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, შვეიცარიის ელჩის საქართველოში და ბატონ ჰამარბერგის სრულიად მკაფიო პოზიციას ე.წ. ტრაქტორების საქმესთან დაკავშირებით დაპატიმრებებთან მიმართებით, მანამ ჩვენ მზად ვართ საკუთარ სახლში შემოვუშვათ თითოეული ვარლამ არავიძე და დავუდგეთ მათ დოქსოპულოებად და რიკტაფელოვებად", - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვას - "რამდენად ხედავთ თქვენ საფრთხეს, რომ საზოგადოება გადავიდეს პირად ანგარიშსწორებაზე "ნაციონალებთან"? - პასუხობს:

"განურჩევლად იმისა, ეს ხელისუფლების შეგნებული პოლიტიკაა და გარკვეული მოლოდინია თარიღების თუ ეს არის მისი უსუსურობა - ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის გარკვეული ბიძგი სწორედ ველური წესებით სამართლიანობის დასამყარებლად, რაც მიურებელის ქართველი საზოგადოების ბუნებისთვის. მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. სიამოვნებით შეეცდებიან რომ უბიძგონ მოსახლეობას ნაცმოძრაობის ნარჩენები, მაგრა იმედი აქვს ჩვენს ხელისუფლებას, ეყოფა სიმტკიცე იმისთვის, თავად განახორციელონ სამართლიანობა. არ უნდა იყოს დღეს ქართველი საზოგადოებისთვის საიდუმლოება, რას ფიქრობს ამერიკის ელჩი უკვე არა კონკრეტულად შეთითხნილ სისხლის სამართლის საქმეზე, არამედ მთლიანად სისტემაზე, რომელიც დუმს და ვითომ არ იცის რა მოიწერა საქართველოში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა. სწორედ იმიტომ, რომ გული უსკდებათ რიკტაფელოვებსა და დოქსოპულოებს და სწორედ იმიტომ, რომ ვერ ხედავს ძალას, როგორ მოერიონ დღევანდელი ხელისუფალნი ვარლამ არავიძეს, ამიტომ გასაიდუმლოებულია დოკუმენტი ტრაქტორების თემაზე გამოგზავნილი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ და ახლა ვერაგულ სცენებს გეგმავენ ამ ტრაგედიისა და უკვე ყოფილი მინისტრი გახდა არაერთხელ მიწვეული პროკურატურის მიერ. ძალიან მალე საზოგადოება მკაფიოდ გაერკვევა სიტუაციაში და საჯაროდ დააჯილდოებს ერთ-ერთ "წარჩინებულ" პროკურატურაში "ვარლამ არავიძის ორდენით"... დავით კირვალიძე არის, რასაკვირველია, მსხვერპლი ადამიანთა მცირე ჯგუფის ვერაგი მიზნების.