2025 წლის სექტემბერში, როცა საქართველო არჩევნებისთვის ემზადება, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ურთიერთგამომრიცხავი სიგნალები მოდის, რაც ქართულ პოლიტიკურ წრეებში კითხვებს აჩენს. ერთი მხრივ, ჰელსინკის კომისია 10 სექტემბერს, სხდომას მართავს, რომელზეც მიწვეულნი არიან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი. ეს ფაქტი ოპოზიციისთვის ხელისუფლების კრიტიკის საბაბია, რაც, მათი აზრით, დასავლეთის უკმაყოფილებაზე მიუთითებს. მეორე მხრივ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ, დონალდ ტრამპისთვის გაგზავნილ წერილებზე, ამერიკის ადმინისტრაციიდან პასუხი კვლავ არ არის. საერთაშორისო საკითხების ანალიტიკოსი, თამარ კიკნაძე for.ge-თან საუბარში ამ დუმილში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს და მიიჩნევს, რომ ეს კარგია. მისი აზრით, გლობალური დაპირისპირების ფონზე, საქართველოს მთავარ სუბიექტად არქცევა და დიდ თამაშში არჩათრევა ქვეყნისთვის სასარგებლოა. კიკნაძის თქმით, ტრამპის ადმინისტრაციას ჯერ არ აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოლიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით, რადგან მათთვის პრიორიტეტი უკრაინის ომის დასრულებაა.
ამ ფონზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აშშ-სთან თანამშრომლობის ახალი ხედვა წარადგინა. მისი წინადადებები მოიცავს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას ეკონომიკური და თავდაცვითი მიმართულებებით. „ჩვენთვისაც, როგორც საზოგადოებისთვის, გასაკვირია ის ერთგვარი პასიურობა, რომელსაც ვხედავთ. ჩვენი დიდი სურვილია, რომ ეს პასიურობა გადავიდეს სხვა რეჟიმში, აქტიურ რეჟიმში და შესაბამისად დავიწყოთ საუბარი სტრატეგიული პარტნიორობის განახლებაზე. ვიტოვებთ იმედს, რომ სტრატეგიული პარტნიორობა გადაიხედება. თუ „დიფ სთეითი“ არ იმძლავრებს, ვფიქრობ, ვერაფერი დაუდგება წინ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გადატვირთვას“, - განაცხადა პრემიერმა. თუმცა, ამ ინიციატივებს ოპოზიციამ სკეპტიკურად შეხედა. მმართველი პარტიის ოპონენტი ლიდერები აცხადებენ, რომ ხელისუფლების პრობლემური პოლიტიკის გამო, აშშ-ის ადმინისტრაცია საქართველოსთან ურთიერთობებში სიფრთხილეს იჩენს. ისინი თვლიან, რომ ტრამპის გუნდის დუმილი ხელისუფლებისადმი უნდობლობის გამოხატულებაა. ოპოზიციის აზრით, აშშ-ის ინტერესები რეგიონში ამჟამად სომხეთისა და აზერბაიჯანისკენ არის მიმართული, რაც, მათი თქმით, საქართველოს იზოლაციას იწვევს.
ამერიკის კულისებში მიმდინარე პროცესები და თეთრი სახლის კარს მიღმა საქართველოს შესახებ დუმილი, კიდევ უფრო ამძაფრებს პოლიტიკურ დაძაბულობას არჩევნებამდე, რამდენიმე კვირით ადრე. საზოგადოება გაყოფილია: ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორ გზაზე დგას და ომისგან თავს იცავს, მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ საქართველო კარგავს სტრატეგიულ პარტნიორებს. საერთაშორისო საკითხების ანალიტიკოსი, თამარ კიკნაძე for.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ ის ვერ ხედავს ვერაფერ ცუდს და საგანგაშოს იმაში, რომ პრემიერ კობახიძისა და პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ, ამერიკის პრეზიდენტის ტრამპისთვის გაგზავნილ წერილებზე პასუხი არ არის. კიკნაძე აცხადებს, რომ კარგია, როდესაც ამ გლობალური დაპირისპირების ფონზე, საქართველო არ არის მთავარი სუბიექტი და არ არის ამ დიდ თამაშში ჩათრეული.
„ეს გლობალური პროცესები, გვინდა თუ არა და ვართ თუ არა მასში აქტიურად წარმოდგენილები, მაინც გვხევს. საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო, რომ თავისი ჭკვიანური პოლიტიკის ფონზე, არ ვიყოთ ამ დიდი გადანაწილების ობიექტები, როგორც ეს უკრაინასთან დაკავშირებით ხდება და ჩვენ ავცდით იმ მძიმე პროცესებს, რომელიც ამ დიდ ჯახში გვემუქრებოდა. ამიტომაც, საქართველოს სიტუაცია არის ასეთი, რომ ჯერჯერობით არ იცის აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ, რა პოზიცია დაიკავოს. საქართველოსთან დაკავშირებით არ აქვთ მკვეთრად ჩამოყალიბებული პოლიტიკა, ამიტომაც არის დუმილი და საერთოდ არაფერს ამბობენ. მე, მაგალითად, ამაში კატასტროფულს ვერაფერს ვხედავ. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია ამ სიტუაციის დრამატიზებას ცდილობს, მათ საკუთარი ინტერესები და თავიანთი თავი აწუხებთ. ტრამპსა და მის გარემოცვას, ამ ეტაპზე, არ აქვთ გამოკვეთილი ხედვა, რა დანიშნულებით გამოიყენონ საქართველო და ამაში ცუდი არაფერია, პირიქით, ჩვენთვის მშვიდად ვართ და ამ მძიმე პროცესებისგან თავი შორს გვიჭირავს. თუმცა, ვხედავთ, რომ აშშ-ში არიან ლობისტები და ის პოლიტიკური ძალა - ჯო უილსონის, შაჰინის და რიშის სახით, რომლებიც მაინც არ გვეშვებიან და საქართველოსთან დაკავშირებით, 10 სექტემბერს, ჰელსინკის კომისიის სხდომაა ჩანიშნული“, - ამბობს კიკნაძე.
მისივე თქმით, სწორედ ეს ლობისტური ძალები არიან, რომლებიც ოპოზიციის მიერ გადახდილი ფულის სანაცვლოდ ცდილობენ, როგორც ჰელსინკის კომისიის ჩატარებას, ასევე „მეგობრობის აქტის“ მიღებას, თუმცა ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, რადგან ახალი ადმინისტრაციის მხრიდან არ ჩანს მკვეთრი პოზიციონირება.
„მე მაინც მგონია, რომ ამერიკას საქართველოსთან დაკავშირებით მკვეთრი პოლიტიკა, უკრაინის ომის დასრულებამდე არ ექნება. ოპოზიციის სპეკულაციები იმის შესახებ, რომ ტრამპი დაინტერესებულია სომხეთით და აზერბაიჯანით, ეს განპირობებულია პირადად ტრამპის ინტერესებიდან გამომდინარე. ვიცით, რომ მას ზანგეზურის დერეფნის მიმართ აქვს დიდი ინტერესი, ამიტომაც არის ის აქტიური ჩვენი მეზობლების მიმართ. სომხეთის პრემიერი ფაშინიანი, ვიცით, რომ მიხეილ სააკაშვილის მსგავსია, ხოლო ალიევს აწუხებს, რომ ამ გადაწყვეტილებების მიღებას საერთაშორისო მოთამაშეები აიძულებენ და ეს დიდი ბრიტანეთია. ამიტომ, არაფერია იმაში ცუდი, რომ ამ ეტაპზე, ჩვენთვის, წყნარად ვართ და მშვიდად ველოდებით მოვლენების განვითარებას“, - ამბობს კიკნაძე.