ორთოპედიული და ტრავმატოლოგიური მიმართულებით კომპანია “ახალი ხედვა” სამკურნალო, საპროფილაქტიკო და სარეაბილიტაციო დანიშნულების ნივთებს აერთიანებს. მაღაზიათა ქსელში ასევე სხეულის სხვადასხვა ნაწილისთვის განკუთვნილი ფიქსატორები, ორთოპედიული ბალიშები, წელის კორსეტები და ქამრები არის წარმოდგენილი. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
● წელის კორსეტები და ქამრები - ეს პროდუქტები იდეალურია წელის ტკივილის აღმოსაფხვრელად და სხეულის ამ ნაწილში დატვირთვის შესამსუბუქებლად. ზოგიერთი მათგანი მუცლის ღრუს ოპერაციების შემდეგ ექიმის რეკომენდაციით გამოიყენება. ორსულობის ქამარი კი ფეხმძიმობისას მუცლის დაწევას უშლის ხელს და ამ მნიშვნელოვან პერიოდში წელის დაფიქსირებაში დაგეხმარებათ.
● სუპინატორები - კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს სთავაზობს მყარსა და სილიკონის სუპინატორებს, რომლებიც ბრტყელტერფიანობისა და ფეხის სხვა პათოლოგიების დროს გამოიყენება. აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიის კლინიკაში ხდება ტერფის სრული დიაგნოსტიკა და ინდივიდუალური სუპინატორების დამზადებაც. ტერფის ბაროპოდომეტრული კვლევისა და პოდოსკანირების საფუძველზე სუპინატორები თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად მზადდება, რაც იძლევა მაქსიმალურ შედეგს ბრტყელტერფიანობისა და ტერფის სხვა პათოლოგიების კორექციისა და პროფილაქტიკისათვის.
● კომპრესიული ტრიკოტაჟი - ეს პროდუქტი ქვედა კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას აჩქარებს, წვივებში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და ფეხებში კომფორტის შეგრძნებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში უზრუნველყოფს. ანტივარიკოზული გეტრები ასევე ვარიკოზის დროს შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ამცირებს. კომპრესიული წინდები ასევე გამოიყენება თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნით ნაკლებადმოძრავი, მჯდომარე ან მდგომარე ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის, ასევე ხანგრძლივი მგზავრობის დროს.
მათი მრავალფეროვანი არჩევანია სამედიცინო კომპანია “ახალ ხედვაში”. ამ პროდუქციის მწარმოებელია საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდები - მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger. მათი შეძენა შესაძლებელია საქართველოს სამ რეგიონში - გორში, ბათუმსა და ქუთაისში. კომპანია “ახალი ხედვა” გთავაზობთ ონლაინ შესყიდვასაც. ოფიციალურ ვებგვერდზე - akhalikhedva.ge დარეგისტრირდით და ონლაინ მეთოდით შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი. შეკვეთილ ნივთს უმოკლეს ვადაში მიიღებთ საქართველოს მასშტაბით.