"2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევა საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი დარბევა იყო. ასეთი საშინელება თვით იგორ როდიონოვსაც კი არ ჩაუდენია. სააკაშვილის დემოკრატიულმა ხელისუფლებამ კი ალყაში მოაქცია აქციის მონაწილეები და სასტიკად გაუსწორდა მათ. დღეს ამ საქმეს მთავარი პროკურატურა იძიებს. ეს დარბევა დასავლეთმაც დაგმო. შეშფოთება ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც დამოხატა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ამ სასტიკ დარბევას მწვანე შუქი აშშ-ის მაშინდელმა ელჩმა ჯონ ბასმა აუნთო, მან აქციის მონაწილეთა საწინააღმდეგო განცხადება გააკეთა და ამ განცხადებიდან მოკლე ხანში ზონდერებმა და საგანგებოდ გაწვრთნილმა ჯალათებმა რუსთაველის გამზირი ნამდვილ ცოდვის კალოდ აქციეს", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით რა კავშირი აქვს 26 მაისის დარბევასთან FBI-ს / სააკაშვილის განცხადება დიდი სკანდალის მიზეზი ხდება.
"ამ დარბევასთან დაკავშირებით სააკაშვილს ბევრი უცნაური განცხადება აქვს გაკეთებული. 2 დღის წინ კი მან ძალიან უცნაური განცხადება გააკეთა. ამ განცხადებას სერიოზული სკანდალი მოჰყვება. ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა სააკაშვილი ტყუის თუ არა! მისი თქმით, 26 მაისის ნიტინგის დაშლის ყველა ეტაპს თვალყურს FBI-ს ამერიკელთა ჯგუფი ადევნებდა - "მინდა გითხრათ, რომ 26 მაისს აქ FBI-ს ამერიკელთა ჯგუფი იჯდა ჩვენს შს სამინისტროში. მიტინგის დაშლის ყველა ეტაპს ადევნებდა თვალყურს მონიტორებზე და ბოლოს დაწერა დასკვნა, რომ ყველაფერი იყო კანონიერი. იცოდით ამის შესახებ? არ წერენ "ასავალ-დასავალში" ამის შესახებ? ჩვენ არ გვაქვს სახელმწიფოს გამოცდილება. ვინაიდან ეს გამოცდილება არ გვაქვს, ჩვენ გვგონია, პოლიცია რომ გვაჩერებს ქუჩაში, ეს არის დაყაჩარება, გვგონია, რომ წესების დარღვევასს. გვგონის, რომ მიტინგს თუ შლიან ეს არის ბრუტალურობა და დიქტატურა" - განაცხადა სააკაშვილმა 20 ივლისს სტუდენტებთან, ექსპერტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის დროს", - აღნიშნავს გამოცემა.
"პატიმრები, პოლიციელები, ყველაფერი გამოყენებული იყო საბაბად მთავარი რარაცის წინააღმდეგ - დიდი ისტორიული, ფუნდამენტური ისეთი რეფორმების წინააღმდეგ, რომელსაც აქედან 500 წელიწადში ტაშს დაუკრავენ. ამაში დარწმუნებული ვარ, თუ ვიცი რეალობა ჩვენი ქვეყნისა და სახვა ქვეყნების. ეს არის რეალობა. საქართველოს ისტორია გრძელდება, არ ჩერდება. გამოცდილება ისევ გროვდება და დაგროვდება - ისეთი გამოცდილება, რომელიც ყველას მიახვედრებს, სად მიდიოდა მართლაც საქართველო", - დასძინა სააკაშვილმა. ამ განცხადებამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. პრეზიდენტის ამ განცხადებას სახალხო კრებაც გამოეხმაურა. 26 მაისის აქცია მათი ორგანიზებით გაიმართა და 20 ივლისს პრეზიდენტის გაკეთებული განცხადება შოკისმომგვრელი აღმოჩნდა", - დასძენს გამოცემა.
"ნებისმიერი ნორმალური ადამიანისთვის შოკისმომგვრელი იყო გუშინ მიხელ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ 2011 წლის 26 მაისის სისხლიან სადამსჯელო სპეცოპერაციას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან FBI-ს ჯგუფი თვალყურს ადევნებდა, რასაც მოგვიანებით მოჰყვა დასკვნა იმის შესახებ, რომ 26 მაისს ხელისუფლებამ აქციის მონაწილეების ლანონის დაცვით დაშალა", ნათქვამია სახალხო კრების განცხადებაში. აღნიშნულთან დაკავშირებით, სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭო დღეს საგანგებო ბრიფინგს გამართავს. იმედია განმარტებებს ამერიკული მხარეც გააკეთებს", - წერს სტატიის ავტორი.