ლაშა ნაცვლიშვილი სასწრაფოდ თუ არ იქნა მოშორებული პრკურატურას, საქმე ძალიან ცუდად წავა“

ლაშა ნაცვლიშვილი სასწრაფოდ თუ არ იქნა მოშორებული პრკურატურას, საქმე ძალიან ცუდად წავა“

ადვოკატები და ბიზნესმენები პროკურორების წინააღმდეგ! დაანონსებული „ომი“ და პროკურორებისათვის მიცემული კონკრეტული ვადა!! ადვოკატის ულტიმატუმი თუ გასათვალისწინებელი წინადადება?

ლალი აფციაური, ადვოკატი:

_ დღეს უკვე პირდაპირ შეიძლება ვთქვა რომ პროკურატურაში მიმდინარეობს საბოტაჟი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ! წლებია ვუყურებ პროკურატურის „სამართლიანობას“ სასამართლოს „დამოუკიდებლობას“ და რა ეტაპამდეც მივედით არჩევნებამდე კი ვხედავთ! რა ხდება დღეს? როგორც კი დავიწყე კრიტიკა, ეგრევე პასუხი კულუარებიდან გამცეს და ამბობენ: შეხედეთ, აფციაური ივანიშვილს აკრიტიკებს! არა, ივანიშვილს არ ვაკრიტიკებ, ამათ ისიც არ იციან რომ მოყვარეს პირში უძახე უნდა მოქმედებდეს, ამათ იციან ის, რაც იცის მიშამ – ვინც ჩვენთან არაა ჩვენი მტერია. მე ვამბობ სიმართლეს და ამიტომ თურმე დაუძინებელი მტერი ვარ! დიახ, მე მტერი ვარ უსამართლობის, რომელიც დღეს პროკურატურიდან მოდის. მე აქცენტს არ ვაკეთებ ჩემს ყოფილ კოლეგაზე, არჩილ კბილაშვილზე, ის უწესიერესი პიროვნებაა, მე ვგულისხმობ კბილაშვილის ქვემდგომს, კოლმეურნეობის თავმჯდომარესავით რომ არ გამომივიდეს ვიტყვი – ლაშა ნაცვლიშვილი!! არა ერთხელ გაჟღერდა ჩემს კოლეგებს შორის ეს გვარი. არა ერთი ადვოკატი აცხადებს რომ სწორედ ლაშა ნაცვლიშვილი აგრძელებს ძველ გზას. ამიტომ ადვოკატებმა გადავწყვიტეთ ყველამ ერთად შევკრიბოთ ბიზნესმენები, ვისაც პრობლემები აქვთ ამ საკითხებში და ერთობლივი განცხადება გავაკეთოთ. ყველა საქმეში ფიგურირებს ლაშა ნაცვლიშვილის სახელი და ძალიან ცუდად ფიგურირებს! ერთი კონკრეტული საქმის მასალა მინდა მაგალითად მოვიყვანო.

_ ვიდრე კონკრეტულ საქმეზე გადავალთ, ჯერ მითხარით როგორი მდგომარეობაა ზოგადად პროკურატურაში?

_ უვიცობის და უკანონობის ზეობაა, უსამართლობის ბუმია. და რაში გამოიხატება ეს: ადამიანებს რომელთაც ნაციონალებმა ლამის სული ამოხადეს პატიმრობაში და მაინც არ დათანხმდნენ საპროცესო გარიგებას, დღეს პირდაპირ უთვლის პროკურატურა – გაგიკეთებთ საპროცესოებს და მერე თუ გინდათ იჩივლეთ! ბიზნესმენებზეა საუბარი, აიძულებენ ხალხს ძველ საქმეებზე საპროცესოები გააკეთონ. გესმით რა ხდება? ამ ადამიანებს ნაციონალები ეხვეწებოდნენ საპროცესოებს და არ თანხმდებოდნენ! იცით რას გეტყვით? 9 წელი და 9 წლამდე კიდევ ბევრი 9 წელი ქუჩაში იმიტომ არ ვიდექი, შედეგად ეს მიმეღო რაც მივიღე! ამ 9 წლის მანძილზე ვინც ახლა სავარძლებში ჩასხდნენ არ მომისმენია რამე საპროტესტო ეთქვათ, მე არ ვაპირებ ბუჩქებში მსხდომებისაგან მორალის მოსმენას. 2004 წელს 2 კვირის დამთავრებული იყო არჩევნები როცა ვთქვი დიქტატურა დღეის შემდეგ კი არ დამყარდება დიქტატორული რეჟიმი დღეს დამყარდა! კარგად გახსოვს ეს შენ და ისიც გახსოვს დღევანდელი პარლამენტის თავმჯდომარე და უმრავლესობის უმრავლესმა დეპუტატებმა ლამის ქვებით ჩამქოლეს, ეს რა თქვაი სააკაშვილზეო. დღეს იგივე განცხადებას ვაკეთებ და ამ ყველაფერს დღეს ივანიშვილის სახელით აკეთებენ. პროკურატურა სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს ლაშა ნაცვლიშვილისაგან, თუ სხვებს ეშინიათ ამის ხმამაღლა თქმა მე არ მეშინია და ვამბობ.

_ ნაცვლიშვილი აკონტროლებს ბიზნესმენებისათვის საპროცესოების გაფორმებას?

_ დიახ! სხვა არავინ არ წყვეტს ამას! ჩემი კოლეგების 99% იმ მოტივით რომ ნაციონალების წისქვილზე არ უნდათ დაასხან წყალი, ერიდებიან ხმამაღლა კრიტიკას. ნაციონალები ჩემთვის ანგარიშგასაწევი ძალა არაა, ესაა კრიმინალური ბანდა და ამიტომ მე არ ვუწევ ანგარიშს იმას რას იტყვიან კრიმინალური ბანდის წევრები. ძლივს მოვიშორეთ სააკაშვილის რეჟიმი და ესენი რას აკეთებენ. მე მთელი ჩემი ცხოვრება მადლიერი ვიქნები ივანიშვილის ამ ერთი ადამიანის რომელმაც მოგვაშორა კრიმინალური ხელისუფლება, მაგრამ ახლა რასაც აკეთებენ მისი სახელით ეს უკვე აუტანელია. ახლადდანიშნული პროკურორები კბილებით იცავენ და ცდილობენ გაიტანონ ის დანაშაულებრივი ბრალდებები რაც სააკაშვილის პროკურატურამ შეუკერა ბიზნესმენებს. რაც შეეხება ერთ (ჯერჯერობით ამ საქმით დავიწყოთ) კონკრეტულ საქმეს, ეს ეხება ელიზბარაშვილს. მიუხედავად იმისა ბიზნესმენი ციხეში ყავდათ, აწამეს, მთელი ოჯახი დაუჭირეს, სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა არ შეუწყვიტავს, აქციას არ დაკლებია და ბუჩქებში არ შემძვრალა ბევრი დღევანდელი დეპუტატივით. იცით რომ 2010 წელს ელიზბარაშვილი, მისი რძალი სალომე, სალომეს მამა და მათი მეგობარი დააკავეს, თითქოს ელიზბარაშვილმა ქრთამი გადასცა ვიღაცას. 6 მილიონი ლარი გადაახდევინეს მაშინ ელიზბარაშვილს გირაოს სანაცვლოდ. ელიზბარაშვილი გირაოს გადახდის სასტიკი წინააღმდეგი იყო, მაგრამ იმიას გამო რომ მისი რძალი ყავდათ დაკავებული თამაზი დათანხმდა 6 მილიონის გადახდას. ფული შეიტანა თამაზის ვაჟმა ბანკში პროკურატურის მიერვე მითითებულ ანგარიშზე, 5-5 ათასი დამატებით რძალს, რძლის მამას და მათ მეგობარს შეატანინეს და სახელმწიფოსთვის აჩუქებინეს ბე-ემ-ვეს ჯიპი. ღორობის დონე ნახე! 6 მილიონი არ იკმარა ძველმა პროკურატურამ და ამ ღორობას ახლა აგრძელებს ახალი პროკურატურა. ელიზბარაშვილი გამოუშვეს ამ გირაოს სანაცვლოდ. სამი წელი ეს კაცი გარეთაა, თვეში პროცენტს 57 ათასს იხდის, 6 მილიონი ანგარიშზე დევს, არც ერთი ოჯახის წევრი არ არღვევს შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებას. შეიცვალა ხელისუფლება და ელიზბარაშვილმა იფიქრა რომ სამართლიანობის აღსადგენად შეუძლია დაიწყოს ბრძოლა, მას აქვს უამრავი ბიზნესპროექტი და ჭირდება ის თანხა რაც გირაოში აქვს ჩადებული. და თან ძალიან არაადეკვატური თანხააა. წერილობით მივმართე მაია მწარიაშვილს, რომელიც თურმე როგორც მითხრეს ძალიან ნაწყენია ჩემზე, რას ქვია საქმე გავახმაურე. ცივი წყალი დალიოს მწარიაშვილმაც და მთელმა მისმა საგვარეულომ, სხვებმაც ვინც ნაწყენია. მოკლედ, მივმართე მწარიაშვილს, შეგვიმცირეთ ეს თანხა გონივრული თანხით, გვიშუამდგომლეთ სასამართლოსთან. ამ განცხადებაში მივუთითეთ რომ თამაზაშვილს ბანკიდან აქვს აღებული ეს 6 მილიონი და იხდის პროცენტს. ერთთვიანი ვადა აქვს პროკურატურას რომ მიმართოს სასამართლოს თანხის შემცირებაზე. 15 დღის შემდეგ დავურეკე მწარიაშვილს და შეხვედრა ვთხოვე, არ მცალია დღეს, არ მცალია ხვალ, არ მცალია ზეგო რომ მითხრა მერე ავუხსენი ამ 6 მილიონის წარმომავლობა, გადახდილ პროცენტებზე. მე ხომ ამათი ენა კარგად მესმის, მივხვდი უკვე რა გადაწყვეტილებაც ქონდა მიღებული. იცით რა მითხრა მწარიაშვილმა? მე რა ვიცი ელიზბარაშვილი ბანკიდან სესხი გირაოსთვის თუ აქვს აღებულიო. გესმით? მაია მწარიაშვილმა ბიზნესმენ ელიზბარაშვილის ფულის დათვლა დაიწყო!! ჩემს გაოცებას საზღვარი არ ქონდა! თუნდაც სეიფიდან გამოეტანა ელიზბარაშვილ ეს ფული და არა ბანკიდან, არაადეკვატურ გირაოზეა საუბარი. არ გაინტერესებს რა თანხაზე ვიყავით თანახმა? 1 მილიონზე!

_ მკვლელებს გადაახდევინეს 2-3 ათასი და…

_ ვიცით რომ ესეც არაადეკვატური თანხაა, მაგრამ ელიზბარაშვილმა თქვა თუ სამშობლოს ჭირდება, იყოს 1 მილიონი. მოკლედ უარი მითხრეს თანხის შემცირებაზე. ძველი კოდექსის 168-ე მუხლში წერია რომ გირაოს შემტან პირს უფლება აქვს განაჩენის დადგენამდე საქმის არსებითი განხილვის როცესში მოითხოვოს თავისი შეტანილი თანხის უკან დაბრუნება, გამომდინარე იქიდან რომ ვეღარ უზრუნველყოფს ყოფაქცევას. გირაო ელიზბარაშვილის შვილის თორნიკეს მიერ იყო შეტანილი და მან მიმართა სასამართლოს. რა გახდა ამის საფუძველი? ელიზბარაშვილთან იყვნენ ძალიან „დიდი ჩინები“ პროკურატურიდან რომლებმაც უთხრეს გაგიფორმებთ საპროცესოს და გადაიხდი 1 მილიონსო, საპროცესო ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია და უარი ვთქვით, ამის შემდეგ მოითხოვეს 6 მილიონი.

_ ახლა?

_ კი და ამ მოლაპარაკებაზე მოვიდა ერთ-ერთი მოქმედი პროკურორი. ეს რომ მოხდა მე მივედი არჩილ კბილაშვილთან, სხვათაშორის ჩვენს საუბარს მწარიაშვილი ესწრებოდნენ. თხელიძე და კოჭლამაზაშვილი ამ ყველაფრის გამო შეიცვალეს და დანიშნეს მწარიაშვილი… მოკლედ, არ მინდა ეს დეტალები. ადეიშვილი ძებნაზე ყავთ და ადეიშვილის საქმეს მიყვებიან… შევიტანეთ სასამართლოში განცხადება თანხის დაბრუნებაზე და ოი, საოცრებავ, სასამართლომ დააკმაყოფილა მთხოვნა. 168-ე მუხლი იმპერატიული მუხლია და სასამართლო ვერც იკითხავს რატომ ითხოვს გირაოს შემომტანი თანხის გატანას.

_ დაუბრუნეს თანხა თამაზაშვილს?

_ სასამართლომ გასცა თანხის უკან დაბრუნებაზე ბრძანება, აღსრულებას გადაეცა საქმე. გუშინ ვარკვევთ რომ თანხას ვერ გვიბრუნებენ. თანხის გადახდის ქვითრის მიხედვით ელიზბარაშვილს ფული შეტანილი აქვს გირაოს შეცვლამდე არა გირაოს ანგარიშზე არამედ საპროცესოს ანგარიშზე, უწერია ჯარიმა.

_ როგორ?

_ მარტივად. ანგარიში მისცა ელიზბარაშვილის შვილს პროკურატურამ, გირაოს დადგენილება გამოიცა იმის შემდეგ რაც თანხა საპროცესოს ანგარიშზე შეატანინეს. არ გაინტერესებს რა საქმეზე ამაყეფეს? აღმოჩნდა რომ ეს თანხა გირაოს კი არა ჯარიმის სახით შეატანინეს და სასამართლო პროცესი ჯერაც არ დამთავრებულა, რა საპროცესო სეთანხმებაზეა საუბარი?

_ ანუ გამოდის პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას მიაღწევდა ეგონა, ამიტომ გადაახდევინეს თანხა და მერე როცა გირაო გაფორმდა არ გადმოიტანეს ფული, ცა ქუდად არ მიაჩნდათ და დედამიწა ქალამნად და რატომ შეიწუხებდნენ ზედმეტად თავს, მაგრამ „საპროცესო თუ შედგა“ და რომ „შედგა“ ამ ანგარიშიდანა ჩანს, მაშინ სასამართლო ხომ უნდა დასრულებულიყო?

_ ამას ვამბობ მეც, სამაგიეროდ გირაოს ანგარიშზე არაა ფული შეტანილი. ადეიშვილი რასაც აკეთებენ ახლა იგივე უნდა მწარიაშვილს და მის ზემოთ… ამიტომ ვერ მოხერხდა ჯერჯერობით ამ თანხის დაბრუნება. აღსრულების ბიურომ მიმართა პროკურატურას ტექტსით გადაწყვეტილებაში წერია გირაო, თანხა ზის ჯარიმაზე და განგვიმარტეთ რა ვქნათო. მწარიაშვილმა თავისი ტექსტით მიწერა სააღსრულებოს: ჩვენ არ ვაკეთებთ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე განმარტებასო, ნაცვლად იმისა მიეწერათ აღსრულების ბიუროსთვის გადაიტანეთ ერთი ანგარიშიდან მეორეზე თანხა და გაეცით. ორი დღეა ამაზე მიდის დავა. დღეს უკვე აივსო ჩემი მოთმინების ფიალა, მივეცი ვადა პროკურატურას და კეთილი ინებონ გამოასწორონ ვითარება… მწარიაშვილს მომხდარი დანაშაულის გამოსწორებაც არ უნდა!