„არაოლიგარქი“ გოგაშვილი, როგორც არამად მოპოვებული „ჭარბი ზეგავლენისა“ და „ჭარბი ქონების“ საშიში და სავალალო სისტემური პრობლემა

„არაოლიგარქი“ გოგაშვილი, როგორც არამად მოპოვებული „ჭარბი ზეგავლენისა“ და „ჭარბი ქონების“ საშიში და სავალალო სისტემური პრობლემა

ქართული კლუბი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის - გოგაშვილის მძიმე ინციდენტის გამო. მიგვაჩინია, რომ ეს ინციდენტი, როცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ სერიოზული პრობლემები შეუქმნა, დაემუქრა რა სახელმწიფო უსაფრთხოებასაც და საზოგადოებრივ წესრიგსაც - სახელმწიფოს სისტემური ჩავარდნის მანიფესტირებას წარმოადგენს.

გოგაშვილის საქმე თვალსაჩინოდ საგანგაშო ნიშანია, რომ როგორც კონკრეტულად უსაფრთხოების სისტემაში, ასევე ზოგადად, საჯარო სამსახურში, განსაკუთრებით - საკადრო პოლიტიკასათან დაკავშირებით, თავი იჩინა ღრმა სისტემურმა პრობლემებმა, რისი მოუგვარებლობაც შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს.

ხაზგასასმელია, რომ სისტემური პრობლემის, რაც გოგაშვილის ინციდენტითაა გამოხატული, იდენტიფიცირება - სწორედაც აქტუალურ საკითხს „ჭარბი ზეგავლენასა“ და ასევე, დიდძალ, „ჭარბი ქონების“ მოხვეჭას უკავშირდება. მოხდა მკაფიო დემონსტრირება, რომ ეს მტკივნეული პრობლემა არა მითიურ „ოლიგარქიასთან“, არამედ, გოგაშვილის ისტორიის მაგალითზე, „ჭარბი ზეგავლენის“ თუ „ჭარბი ქონების“ მართლსაწინააღმდეგოდ მოხვეჭასა და დანაშაულებრივ გამოყენებასთანაა დაკავშირებული, რაც უდავოდ საშიში და სავალალოა, ხოლო ამ მძიმე პრობლემას არა სამართლებრივად ბუნდოვანი ე.წ. დეოლიგარქიზაციის, არამედ სწორედაც სამართლისა და სამართლიანობის უზრუნველყოფის გზით სჭირდება შველა!

ქართული კლუბი სინანულით აღნიშნავს - სისტემური პრობლემის ერთ-ერთი სათავე თავად კანონმდებლობის ხარვეზებშია, კერძოდ: „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი მართლზომიერად ახდენს სახელმწიფო სამსახურში პროფესიული კარიერული მოხელის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, მკაფიო დიფერენციაციას: პროფესიული მოხელის კარიერის საფუძველია მისი კომპეტენცია - სათანადო ცოდნა და გამოცდილება, ხოლო პოლიტიკური თანამდებობის პირისა - მისი სანდობაა, პოლიტიკურ პროცესში ღირსეულად მოპოვებული ნდობის მანდატი. სწორედ ეს დიფერენციაცია უნდა ქმნიდეს საფუძველს ჩვენი საჯარო სამსახურების და მთლიანად სახელმწიფოს გამართული ინსტიტუციური მოწყობისა და საჯარო ინტერესებით წამატებული საქმიანობისათვის, ხოლო თუკი „პოლიტიკური მანდატი“ და პროფესიული კომპეტენტურობა არამართლზომიერად ერთი-მეორეში აგვერევა, შედეგი, როგორც წესი - მძიმე და სავავალალოა. ასეთი აღრევის მაგალითია, სამწუხაროდ, „სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის შესახებ კანონი“, რომელიც მიღებულია 2015 წელს. კარიერული მოხელისა და პოლიტიკური თანამდებობის პირის სისტემურ კლასიფიკაციას ეს კანონი ჯეროვნად არ ითვალისწინებს და დიდწილად ბუნდოვანი რჩება სუს-ის უფროსის მოადგილის სტატუსი. კანონით იგი პროფესიული კარიერული მოხელე არ არის, მაგრამ არც პოლიტიკური თანამდებობის პირია. იგი წარმოადგენს ჩვენს საჯარო სამსახურში და არა მხოლოდ სუს-ში, სისტემურად არადიფერენცირებული „მოდგილეების“ თუ სხვა მსგავს ე.წ. საპატრონაჟო თანამდებობის პირთა იმგვარ კატეგორიას, რომელთა პოზიცია, დანიშვნა-გათავისუფლება, კარიერა თუ უფლება-მოვალეობანი უშუალო უფროსთან პირადი ურთიერთობებით, უპირატესად ე.წ. პატრონაჟის და არა კანონმდებლობით დადგენილი მკაფიო და რაციონალური წესებით წყდება. შეუწყნარებელია გავრცელებული პრაქტიკა, როცა ამ „საპატრონაჟო თანამდებობის“ პირებს აკისრიათ არა პოლიტიკური თანამდებობის პირის დამხმარე, მათი ასისტენტების ფუნქცია და ამდენად, შეზღუდული უფლებამოსილებებიათ არიან აღჭურვილნი, რაც გამართლებული და დასაშვებია, არამედ ბოროტად იყენებენ რა უფროსის ნდობის მანდატს, ყოვლისშემძლე ბობოლებად გვევლინებიან, იხვეჭენ „ჭარბ გავლენას“, რაც ხშირად შესაბამისი პოლიტიკური თანამდებობის პირისას აჭარბებს. მართლაც - გოგაშვილის სახელი დიდ უმრავლესობას მისი „მოღვაწეობისას“ ზედმიწევნით დაგვამახსოვრდა, თუმცა ბევრს გვიჭირს გავიხსენოთ, ვინ იყო მისი მოადგილეობისას სუს-ის უფროსი.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი ამ კატეგორიის თანამდებობის პირებზე, მათ შორის არც სუს-ის უფროსის მოადგილეებზე, თავად „საჯარო სამსახურის შესახებ კანონის“ პირდაპირი მითითებითვე, არ ვრცელდება. საკანონმდებლო ლოგიკით, მათი საქმიანობა სპეციალური კანონით უნდა წესრიგდებოდეს. ეს გასაგებიცაა, ვინაიდან კონკრეტული სპეციფიკა, ამ შემთხვევაში - უსაფრთოხების სამსახურის მოწყობის საჭიროებანი, განსხვავებულ რეგულაციებს მართლაც მოითხოვს. ეს სპეციალური რეგულაციები ზოგადად დაგენილისგან განსხვავებით უფრო მკაფიო და მკაცრი წესები უნდა იყოს, ვინაიდან საქმე გვაქვს განსაკუთრებულ რისკებთან, რაც სახელმწიფოს უსაფრთხოებასთანაა დაკავშირებული. ამიტომ, სრულიად დაუშვებელია და სამარცხვინო, რომ სუს-ის შესახებ ამ სპეციალური კანონით დიდწილად პირიქითაა: იმის ნაცვლად, რომ ისეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სახელმწიფო სისტემაში, სადაც განსაკუთრებული რისკების გამო სწორედ პროფესიონალიზმი, პროფესიული დამსახურება, კომპეტენტურობა - სპეციალურ განსწავლულობა და კარიერული გამოცდილება, მაშასადამე, პროფესიული საკადრო სამსახურის მოწყობის ფუნდამენტური პრინციპები სრულიად უალტერნატივო უნდა იყოს და გაცილებით მეტი სიფრთხილით, ზედმიწევნითაც მკაცრად დაცულიც, დაშვებულია საპირისპირო: პირი, რომელსაც არა აქვს საკმარისი კომპეტენცია - სათანადო პროფესიული ცოდნა, კვალიფიკაცია, რაიმე გამოცდილება და დამსახურება, „პატრონაჟულად“, როგორც წესი, „პირადი ერთგულების“, „პოლიტიკური სანდოობის“ ეფექტური დემონსტრირების გამო, ყოველგვარი ფორმალური ბარიერის, რაიმე საკვალიფიკაციო მოთხოვნების და ობიექტური შეფასების (აღარაფერს ვამბობთ კონკურსით შერჩევაზე) გარეშე, დაინიშნოს მსგავს საპასუხისმგებლო პოზიციაზე და ფაქტობრივად, წარმართოს ამ სისტემის საქმიანობა! ჩვენი აზრით, ეს გამაოგნებელი ლაფსუსია, რაც არ შეშვენის ცივილიზებულ, სამართლებრივ, დემოკრატიულ სახელმწიფოს!

გვსურს ხელისუფლებისა და საზოგადოების ყურადღება მივაპყროთ აშკარა საკანონმდებლო ხარვეზს. კერძოდ, „სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ“ მოქმედი კანონის მე-6 თავი: „სამსახურის გავლა“ არ შეიცავს არანაირ ჩანაწერს, არავითარ მითითებას არც „საჯარო სამსახურის შესახებ კანონზე“, ანდა ამის სანაცვლოდ, რაიმე სპეციალურ, საჯარო სამსახურის კანონით ზოგადად დადგენილისგან განსახვავებულ, რაც ყველანაირი ლოგიკით უფრო მკაცრიც უნდა იყოს, ნორმებს, რითაც მკაფიოდ იქნებოდა გარკვეული, რომ საქმე გვაქვს განსაკუთრებულ, პროფესიულ კარიერულ სისტემასთან, სადაც გადამწყვეტი მნიშვნელობისაა სწორედაც მოსამსახურეთა კომპეტენტურობა, კადრების სათანადო ცოდნა და გამოცდილება; და არა გაურკვეველ წარმონაქმნთან, რომელშიც კაცმა არ იცის, როგორ, რა „წესებით“ თუ ჯადოქრობით, რომელ „პოლიტიკურ ნებაზე“ დაყრდნობით ხდება ისეთი საკადრო გადაწყვეტილებების მიღება, რაც, როგორც გოგაშვილის მაგალითი ცხადჰყოფს, უაღრესად ძვირად უჯდება სახელმწიფსა და საზოგადოებას.

კიდევ უფრო სავალალოა, რომ არსებობს დაუზღვეველი რისკი, გოგაშვილი არ იყოს რაიმე საგამონაკლისო შემთხვევა, რადგან აღნიშნული საკანონმდებლო ხარვეზის გამო, მთლიანად საფრთხის ქვეშაა პროფესიული საკადრო სისტემა, რაც მოიცავს სამსახურში მიღებისა და კარიერის გავლის რაციონალურ წესებს, მათ შორის -რაციონალურად დასაბუთებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ყოველ პოზიციაზე, სათანადო ჩინს (ე.ი. სუსი-ის შემთხვევაში სამხედრო წოდების ანალოგიურ სპეციალურ წოდებას), ღია ან დახურულ კონკურსებს თანამდებობის დასაკავებლად, სამსახურში მიღების, კარიერის გავლის, თანამდებობრივი დაწინაურებისა თუ დაქვეითების, საკადრო გადაადგილების, სამსახურიდან დათხოვნის, წახალისებისა თუ დისციპლინარულ პასუხისმგებლობის და ა.შ. მკაცრად გამართულ პროცედურებს, რაც სუს-ის შესახებ კანონით არაჯეროვნადაა მოწესრიგებული, უარესიც - თითქმის მოუწესრიგებელია! გამოჩნდა, რომ პროფესიული კარიერული სისტემა სუს-ში ცუდად ან საერთოდაც - არ მუშაობდა, რადგან შესაძლებელი გახდა გოგაშვილის მსგავს ნაძირალას სრულიად დაუმსახურებლად მოეპოვებინა თავისი „ჭარბი ზეგავლენა“ და ასევე, სავარაუდოდ უკანონო გზებით, მოეხვეჭა დიდძალი „ჭარბი ქონებაც“!

ქართულ კლუბს მიაჩნია, რომ ამგვარი, უსაფუძვლო გავლენებისა და უკანონო, კორუფციული ქონების მოხვეჭის დიდ რისკებს არსებითად დააზღვევდა როგორც სუს-ში, ისე მთლიანად საჯარო სამსახურში „მოადგილეების“(ეს პრობლემა ასევე მწვავეა მუნიციპალურ სამსახურებშიც) და სხვა არადიფერენცირებულ, „პატრონაჟულ“ თანამდებობათა უფრო მკაცრი და მკაფიო, ვიდრე დღეს გვაქვს, სისტემური მოწესრიგება. კერძოდ, კანონით უნდა დადგინდეს, რომ პოლიტიკური თანამდებობის (ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე) პირის პირველი მოადგილე, რომელიც არყოფნისას ასრულებს მის უფლება-მოვალეობებს, უნდა იყოს შესაბამის დაწესებულებაში უმაღლესი რანგის პოფესიული კარიერული მოხელე, რომლის კარიერული პოზიცია არ არის დამოკიდებული ხელმძღვანელის მიერ ნდობის მანდატის მოპოვებასა თუ დაკარგვაზე (ე.წ. მუდმივი მოადგილის თანამდებობაა); ხოლო დანარჩენი „მოადგილეები“ განხილული უნდა იქნენ მხოლოდ პოლიტიკური თანამდებობის პირის ასისტენტებად, შესაბამისი დამხმარე ფუნქციებითა და შეზღუდული უფლებამოსილებებით; აქ უპრიანი იქნებოდა კარგად დავიწყებული ძველის, მაგ. 1918-21 წწ-ის დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცდილების გახსენება, როცა ასეთ ასისტენტს „მოადგილე“ კი არა, არამედ „უფროსის ამხანაგი“ ერქვა, რაც ზუსტად შეესაბამებოდა მის სტატუსს. შესაძლებელია სხვა ფორმალური საკანონმდებლო გადაწყვეტის მონახვაც, მაგრამ მიგვაჩნია - ეს პრობლემა, როცა „მოადგილეს“ აქვს შესაძლებლობა უსაფუძვლოდ მოიპოვოს „ჭარბი გავლენა“ კარიერულ მოხელეებთან შედარებით, რაც საფრთხეს უქმნის მთლიანად კარიერული სისტემის სტაბილურობას საჯარო სამსახურში, უდავოდ, აუცილებლად უნდა მოგვარდეს!

მოვუწოდებთ და ვაფრთხილებთ ხელისუფლებას: უკან დაგვრჩება ეს 12-პუნქტიანი გეგმა, თუკი სინამდვილეს თვალს დაუხუჭავთ და იმ დღის წესრიგს, რასაც არსებული გამოწვევები გვკარნახობს, არ გავყვებით, არ დავიწყებთ სისტემური პრობლემების, რამაც გოგაშვილის ინციდენტ ის ამაზრზენი სახით იჩინა თავი, მოგვარებას. დაუშვებლად სავალალო იქნება იმ სისტემური პრობლემების მიმართ წაყრუება, რამაც ასეთი „კადრების“, რომლებიც წრეგადასულად უკადრებელსაც იკადრებენ, დაწინაურება სუს-ის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე შესაძლებლად გახადა!

უწინარეს ყოვლისა, აუცილებელია ამ სისტემური პრობლემების არსებობის აღიარება და სასწრაფო ზომების მიღება, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში სუს-ის რეფორმირებას, სუსი-ის შესახებ სპეციალური კანონის მე-6 თავის არსებით რევიზიას, ხოლო მთლიანობაში, საერთოდ საჯარო სამსახურში „პატრიმონიალური ჭაობის“ რეციდივების აღკვეთასა და შემდგომში არ დაშვებას გულისხმობს. საჭიროა სწორედაც უსამართლოდა და კანონის გვერდის ავლით მოპოვებული „ჭარბი ზეგავლენის“ თუ დიდძალი ქონების დაუსაბუთებელად, კორუფციით შეძენის საშიში რისკების აღკვეთა და არა ისეთ წვალება, თუ მწვალებლობა, რაც სრულიად გაურკევეველი, სამართლებრივ დატვირთვას მოკლებული ტერმინის - „დეოლიგარქიზაციის“ განმარტებასთან და მით უმეტეს, ამ გაურკეველობის სამართალში შემოტანა-ასახვასთანაა დაკავშირებული!

იმედი გვაქვს და მოველით, რომ ხელისუფლება ყურად იღებს ჩვენს ამ გაფრთხილებას და შეძლებს, ღირსეულად უპასუხოს გოგაშვილის ინციდენტ ით წარმორჩენილ სისტემურ გამოწვევებს!

 

 

trampi არა რაააა.......................როგორ გახდა ყოფილი სოციალურად დაუცველი ...................... მულტი -- მილიონერი ?????
ხოოდა მაშ არააა ბიძო ან მისი დამნიშვნელი დასაქინძიიი??
კახიშვილი სადღაც გადამალეს და ამნაირი ხალხი კიდევ თანამდებობეზე დანიშნეს
ხოოდა ეს მთავრობა ყველაფრის ღირსები ხართ მაგრამ ხალხი??? საქართველო???



აი რა ქნა კოხაბიტაციამ!!!! ...
ნაცებს რომ ყველაფერი შეარჩინეს, ეს ყველაფერი იმის ბრალია
როცა ეს თავის დროზე თანამდებობაზე დანიშნეს, ალბათ თქვა თავისთვის ,.
.....მშია, მწყურია, სოციალურად დაუცველი ვარ .. კაპიკი მენატრება, თვიდან თვემდე ხელფასი არ მყოფნის...რაღაცა უნდა მოვიფიქრო, მაყუთი უნდა
გავაკეთო, თორემ ოჯახიანად შიმშილით მოვკვდებიო --
--მით უმეტეს დაინახა რომ გოთვერნობისთვის და ჩათლახობისთვის, (ანუ მილიონების შეჭმისთვის) ნაცები არ დასაჯეს ......
ჰოოდა თქვა თავისთვის--- ცოტას მეც ავიღებ, რა მოხდა--- იმათ მილიონები წაიღეს და მე რო ,,ცოტა,, ავიღო, ოჯახი შიმშილით რო არ მომიკვდეს,. რააა.... არ შეიძლებაოო?? ...
და ..............აიღო
მაგრამ ცოტა კი არ აიღო ---- არამედ მადა ჭამაში მოდისო და...................... წავიდაააა .......................აიღო და აიღო....

და აი ............................. როცა უკანონობა და დაუსჯელობა ერთის ხახვივით შერჩება ..ამის მაყურებელი მეორე უარეს სჩადის
ასეა........... არ დასჯი ეეერთს??---- მეორე უარეს იზამს ............... არ იქნება კანონი და სამართალიიიიი, იქნება ყოველთვის ასე
ამერიკაში რომ კინგი მოკლეს ზუსტად მაგას ამტკიცებდა და ყვიროდა--- არ იქნება სამართლი არ იქნება მშვიდობაო..... ჩემი ტერმინოლოგიით რომ ვთქოთ, ასე გამოდიოდა---თეთრ კანიანებისთვის ყველაფერი მოსულა და ზანგებისთვის ელმენტარულიც არაოოოო????
და ეს იმდენად სამართლიანი მოთხოვნა იყო რომ ამერიკელები ამ ლოზუნგს ვერ გაექცენ
ანუ ქვეყანამ რომ გამართულად იფუნქციონეროს, საზოგადოებაში რომ რაღაც წესრიგი იყოს, შერჩევითი სამართალი არ შეიძლება
თუ არადა ყველაფერი ჩვენთან რომ არის, ისე იქნება, ანუ სახელმწიფო სახელმწიფოდ ვერასოდეს ვერ შესდგება
და მანამ კანონი და სამართალი ქვეყნის ხერხემალი არ იქნება, ყოველთვის კრუგლი ბარდაგი იქნება
თანამდებობებზე ....ჩემი შვილი...იმის შვილი.... ჩემი უტვინო საყვარელი.... იმის უტვინო საყვარელი.....ჩემი ძმა და ა.შ..
დანაშაულზე კიდე ჩემი შვილი არ დაიჭირეს .....იმის შვილი არ დაიჭირეს...... იმის ძმა არ დაიჭირეს ...................
ბევრჯერ მაქვს მე აქ ნათქვამი ----რუსთავში საწყალ პატარა ბიჭს, 3 ცარიელი შტოფის მოპარვისთვის 12 წელი მისცეს (ერთზე ოთხი წელიო..სამზე
12 მისცეს....ბოკერია ატიურობდა მაშინ)
ამ დროს უგულავას მილიონებზე....????????????.....ჰოოდა ჩვენთან სამართლიანობაზე საერთოდ ლაპარაკიც არა ღირს, იმხელა ბარდაგი ტრიალებს ქვეყანაში..
აი ეს იცის შერჩევითმა სამართალმა
და ეს ამერიკელებმა არ იცოდნეენ??
იცოდნენ........... მაგარამ აქ წესიერი ქვეყანა--სახელმწიფო რომ ჩამოყალიბებულიყო, იმათ ის არ აწყობდათ...იმათ აწყობდათ და აწყობთ რომ აქ კრუგლი ბარდაგი იყოს...ასე იმათი საქმე უფრო იოლად კეთდებოდა და კეთდება
აი ამიტომ მოგვიგონეს ეს კოხაბიტაცია
და ეს უტვინოებიც ადვილად დაითანხმეს ...............დააშინეს---დაკერეს
1 წლის უკან