ელენე ხოშტარიას „ფეხის ბაკუნი“ და 8 ოპოზიციური პარტიის უარი არჩევნებში მონაწილეობაზე - გაერთიანების გეგმა ჩაფლავდა

ელენე ხოშტარიას „ფეხის ბაკუნი“ და 8 ოპოზიციური პარტიის უარი არჩევნებში მონაწილეობაზე - გაერთიანების გეგმა ჩაფლავდა

ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობის შესახებ ოპოზიციური სპექტრის აზრი ორად გაიყო: ერთი ნაწილი ემხრობა არჩევნებში ჩართვას, ხოლო მეორე ნაწილი ბოიკტისა და პროტესტის გაგრძელების მომხრეა. რვა ოპოზიციურმა პარტიამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა და უარ თქვა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე. ამის გათვალისწინებით, კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა, ელენე ხოშტარიამ და გედევან ფოფხაძემ შიმშილობა შეწყვიტეს. ამის ფონზე, თითქოს ოპოზიციურ პარტიებს შორის კონსენსუსის მიღწევის შესაძლებლობა შემცირდა და ის ერთობა, რომელზეც საუბრობდნენ, გაქრა.

თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტს ხელს აწერენ პარტიები: თავისუფლების მოედანი, ევროპული საქართველო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, სტრატეგია აღმაშენებელი, ახალი, გირჩი-მეტი თავისუფლება, დროა, ფედერალისტები.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე For.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ თუკი ოპოზიცია ბოიკოტს შეწყვეტს და ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, პოლიტიკური გარემო უფრო ჯანსაღი და სტაბილური გახდება. მისი შეფასებით, კონკრეტული სახელმწიფოები დასავლეთიდან ცდილობენ საქართველოში ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლების მიმართ ნეგატიურად იქნება განწყობილი.

არჩევნებში ოპოზიციის შესვლა ქვეყანას დააყენებს ნორმალური ცხოვრების რელსებზე. ოპოზიციური პარტიების არჩევნებში არშესვლა და ბოიკოტის რეჟიმში ყოფნა, ქვეყანას ისევ არასტაბილურობის რეჟიმში ამყოფებს - ახლა რასაც ვუყურებთ რუსთაველის პროსპექტზე, ამის საფუძველზეც ვერ ვიტყვით, რომ ნორმალურ, ცივილურ ქვეყანასთან გვაქვს საქმე. ვისაც ქვეყანა ოდნავ მაინც ეძვირფასება, ის მოისურვებს, რომ ამ პარტიებმა იცხოვრონ ნორმალური რეჟიმით.

ერთადერთი მიზეზი, რატომაც ამ სისულელეზე წავიდნენ ჩვენი პარტიები - სხვა ქვეყნები უკვეთავენ იმას, რომ რაც შეიძლება მკაფიო და მძაფრი პროტესტი იყოს, შემდეგ კი ამ პროტესტზე იქაურმა პოლიტიკოსებმა ააგონ თავიანთი რიტორიკა და ამ რიტორიკის საფუძველზე დაუპირისპირდნენ ქართული ოცნების ხელისუფლებას. არ არის ოპოზიციის პოლიტიკაში ყოფნა ისეთი საშინელი და დამანგრეველი ძალა, რომ ამის ეშინოდეს ქართულ ოცნებას - არ არის ეს პრობლემა დღეს ქართულ პოლიტიკაში, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

ოპოზიციური სპექტრის გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ მმართველ პოლიტიკურ გუნდშიც: პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა, რომელენე ხოშტარიას ფეხის ბაკუნს მხოლოდ და მხოლოდ მისნაირი რადიკალები აჰყვნენ“.

ელენე ხოშტარიამ გადაწყვიტა, რომ საკუთარ კოლეგებისთვის, მისნაირი რადიკალებისთვის ფეხები დაებაკუნებინა და მოეთხოვა არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა, თუმცა შედეგად ის მიიღო, რომ ძალიან მალე კვების ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდა. მიიღო ასევე ის, რომ იგივე პარტიები, რომლებიც იქამდეც ვიცოდით, რომ რადიკალურები და ექსტრემისტულები იყვნენ, არ აღიარებენ დემოკრატიის ელემენტარულ პრინციპებს. ასევე, ამბობენ, რომ არანაირ არჩევნებში არ მიიღებენ მონაწილეობას.

არანაირი ცვლილება არ მომხდარა - ელენე ხოშტარიას ფეხის ბაკუნს მხოლოდ და მხოლოდ მისნაირი რადიკალები აჰყვნენ. აჰყვნენ ისინი, ვინც აქამდეც ამბობდნენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდნენ. მისმა გადაწყვეტილებამ, რომ საკუთარი ოპოზიციონერი კოლეგები დაეშანტაჟებინა, ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო. ფაქტია, რომ გახარია დალელოისევ აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი შიში და რისკი აქვთ იმისა, რომ კიდევ უფრო მნიშვნელოვნად გაუარესებული შედეგებით არ გამოვიდნენ ამ არჩევნებიდან“, - განაცხადა წილოსანმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით კი, იგი მხარს უჭერს რვა ოპოზიციური პარტიის ერთობლივ განცხადებას თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტთან დაკავშირებით. როგორც მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, ოპოზიციამ პირველ რიგში ქუჩა უნდა მოიგოს.

ჩვენ გვინდა არჩევნები, ოღონდ დამოუკიდებელი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც გადის ქუჩაზე. სხვა დანარჩენი არის უბრალოდ ხალხის მოტყუება, ჩვენ უნდა მოვიგოთ ქუჩა. მთლიანად მხარს ვუჭერ რვა პარტიის განცხადებას“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.