დიდუბის რაიონის გამგეობა წერეთლის გამზირის N41-ში მიწისქვეშა კომუნიკაციებს აწესრიგებს.
სამუშაოები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
იცვლება როგორც წლის, ასევე წყალარინების ქსელი. სამუშაოების დასრულების შემდგომ, ტერიტორიაზე ასფალტის საფარი დაიგება.
პროექტის ღირებულება 51 430 ლარს შეადგენს.
მიმდინარე სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ უგულავა თბილისის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარ დეპუტატ გივი ჩხარტიშვილთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.