„რუსეთი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გავლენა შეინარჩუნოს კავკასიაში“

„რუსეთი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გავლენა შეინარჩუნოს კავკასიაში“

მოსკოვსა და ბაქოს შორის ვითარება იძაბება. მოსკოვი იმედოვნებს, რომ ბაქოს უკიდურესად ემოციურ რეაქციას პირდაპირი კომუნიკაცია ჩაანაცვლებს, რომლის დროსაც დასმულ კითხვებს პასუხები გაეცემა. ოფიციალური ბაქო დუმს, თუმცა უკვე ერთი კვირაა მხარეები ერთმანეთს მასიური სპეცოპერაციებით ესაუბრებიან. რუსეთი აზერბაიჯანს ორმხრივი ურთიერთობების „განზრახ დანგრევაში“ ადანაშაულებს და ბრალს სდებს სახელმწიფოთაშორისი დიალოგის ფარგლებში მაღალი დონის ღონისძიებების გაუქმებაში; აზერბაიჯანული ხელისუფლების წაქეზებით აზერბაიჯანულ მედიაში რუსოფობიური კამპანიის წამოწყებაში; რუსული საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკ აზერბაიჯანისა“ და მისი თანამშრომლების წინააღმდეგ წარმოებულ გამოძიებაში და ასევე, რესპუბლიკაში ყველა კულტურული ღონისძიების გაუქმებაში, რომელიც რუსეთიდან ჩასული შემსრულებლების მონაწილეობით უნდა გამართულიყო, მათ შორის ბავშვთა შემოქმედებითი ჯგუფების.

ყველაფერი კი 27 ივნისს დაიწყო, როდესაც რუსმა სამართალდამცავებმა ეკატერინბურგში აზერბაიჯანის მოქალაქეების სახლებში ჩხრეკა ჩაატარეს. შედეგად, აზერბაიჯანის ორი მოქალაქე - ძმები საფაროვები გარდაიცვალნენ, რამდენიმემ სერიოზული ჭრილობები მიიღო, ხოლო 50-მდე ადამიანი დააკავეს. აზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობით, რუსეთის პოლიციის მიერ დაკავების დროს გარდაცვლილი ორი აზერბაიჯანელი ძმის ცხედრის ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ისინი ცემით მოკლეს. როგორც აზერბაიჯანელმა პროკურორებმა განაცხადეს, მათ დაიწყეს სისხლის სამართლის გამოძიება ჰუსეინ და ზიადინ საფაროვების სავარაუდო მკვლელობაზე. აზერბაიჯანის პროკურატურის ცნობით, საქმე ეხება ეთნიკური აზერბაიჯანელების წამებასა და განზრახ მკვლელობას განსაკუთრებული სისასტიკით.

პარალელურად, რუსეთის მოქალაქეებს წინააღმდეგ სპეცოპერაცია დაიწყო ბაქომ. აზერბაიჯანელმა სამართალდამცველებმა რუსეთის მოქალაქეების ორი ჯგუფი დააკავა. ერთი ჯგუფი - რუსეთის მოქალაქეები ირანის გავლით ნარკოტიკების ტრანზიტში, მათ ონლაინ ბრუნვასა და კიბერთაღლითობაშია ეჭვმიტანილი. რაც შეეხება მეორე ჯგუფს - დაკავებულია რუსული ვიდეოსააგენტოს, „რაფთლის“ ჟურნალისტი აიტეკინ გუსეინოვა, რომელიც ოფიციალური ბაქოს მტკიცებით, რუსული „სპუტნიკ აზერბაიჯანის“ ოფისის გარეთ იღებდა ვიდეოს, სადაც ორშაბათს პოლიციამ რეიდი ჩაატარა.

რეიდის დროს ადგილობრივმა პოლიციამ დააკავა „სპუტნიკის“ რედაქციის ხელმძღვანელი იგორ კარტავიხი და მთავარი რედაქტორი ევგენი ბელოუსოვი. აზერბაიჯანის შსს-ს განცხადებით, სააგენტო სამიზნე მას შემდეგ გახდა, რაც მიიღო ინფორმაცია, რომ ის „უკანონო დაფინანსებით“ ფუნქციონირებდა. საერთო ჯამში, სააგენტო „სპუტნიკის“ ბაქოს ფილიალში ჩატარებული ოპერატიული ჩხრეკის ფარგლებში შვიდი ადამიანია დაკავებული. მათ ბრალი ედებათ თაღლითობაში, უკანონო მეწარმეობასა და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ლეგალიზაციაში.

რა ხდება ბაქოსა და მოსკოვს შორის და რამდენად შორს წავა დაპირისპირება? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge პოლიტოლოგს, საერთაშორისო ურთიერთობა მკვლევარს თამარ კიკნაძეს ესაუბრა.

სახიფათო დაპირისპირება დაიწყო ბაქოსა და მოსკოვს შორის. მთავარი მიზეზი, ალბათ, მაინც არის თვითმფრინავის ჩამოგდების საკითხი, თუმცა გადის დრო და ვხედავთ ახალ დაპირისპირებას. მოსკოვმა ეკატერინგურგში ჩაატარა მასიური სპეცოპერაცია აზერბაიჯანელი მოქალაქეების წინააღმდეგ, რასაც სპეცოპერაციით უპასუხა ბაქომ. ძალიან მძიმე და სახიფათო დაპირისპირებას ვუყურებთ, როგორ ფიქრობთ, რა არის დაპირისპირების მიზეზი და რამდენად შესაძლებელია, რომ უფრო შორს წავიდეს პროცესი და საბოლოოდ მივიღოთ პოლიტიკური დაპირისპირება?

თამარ კიკნაძე: გეთანხმებით, რომ მთავარი, რატომაც დაიწყო დაპირისპირება ორ ქვეყანას შორის, ეს იყო თვითმფრინავის ჩამოგდების საქმე, რომელზეც ძალიან მწვავე რეაქცია ჰქონდა აზერბაიჯანს და ახლა უკვე ეს დაკავების ფაქტი. მაგრამ, ალიევი ძალიან ჭკვიანი პოლიტიკოსია და თან, ე.წ. ტრიგერი ქვეყანა, ანუ დამოუკიდებელ თამაშს თამაშობს. არა მგონია, რომ ძალიან გამწვავდეს ეს ურთიერთობები, რადგან აზერბაიჯანი არ არის ინიციატორი ამ ურთუერთობების დაძაბვის, მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდა ამის მიზეზები.

არა მგონია, რომ სერიოზული პროცესები დაიწყოს, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ გარე მოთამაშეები ძალიან არიან დაინტერესებული, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გამწვავდეს, მაგრამ ბაქო ამას არ დაუშვებს. ალიევი საკამოდ ჭკვიანი პოლიტიკოსია, სახე ხომ უნდა შეინარჩუნოს თავისი მოქალაქეების წინაშე და რაღაცა რეაქცია ხომ უნდა ჰქონდეს, ამიტომ მას ურჩევნია ასეთი სახით გასცეს პასუხი რუსეთს. მაგრამ, არ მგონია, რომ გამწვავდეს ეს ურთიერთობები, იმიტომ რომ არც მოსკოვს აწყობს და არც ბაქოს.

მიუხედავად იმისა, რომ ბაქო თურქეთის სატელიტია, რუსეთთანაც აქვს კოსტრუქციული ურთიერთობა. ვიცით, რომ ყარაბაღის პრობლემა მოაგვარა ამ ორ ქვეყანასთან ურთიერთობების დალაგებით. თუმცა, ალიევი მაინც დამოუკიდებელ თამაშს თამაშობს და ურჩევნია იყოს პროთურქული, იმიტომ რომ თურქეთს ნაკლები გავლენა აქვს რეგიონში, ვიდრე რუსეთს. ასე ლავირებს ალიევი თურქეთსა და რუსეთს შორის.

ბოლო წლებია აზერბაიჯანი ამბობს, რომ საფრანგეთი არის ქვეყანა, რომელიც ცდილობს ბაქოში სახელმწიფო გადატრიალებას და სწორედ ამ მოტივით წლებია საქართველოსთან ჩაკეტილი აქვს საზღვარი. ამ დაპირისპირების ფონზე, დიდი ხნის პაუზის შემდეგ სატელეფონო საუბარი შედგა რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის. საუბრის თემა იყო რუსეთ-უკრაინს საკითხი, მაგრამ როგორ ფიქრობთ, ეს სატელეფონო საუბარი შესაძლებელია ალიევისთვის გახდეს საბაბი პოლიტიკური დემარშისა, რომელიც დამოუკიდებელ თამაშს თამაშობს?

- არა მგონია, რომ რუსეთმა ამ ეტაპზე კიდევ უფრო გაართულოს ურთიერთობები აზერბაიჯანთან. იმიტომ, რომ რუსეთს არ აწყობს მეორე ფრონტი, ერთი ფრონტი აქვს უკრაინასთან, რომელიც ისევ გრძელდება. თუმცა, იმისაც ვიტყვი, რომ კავკასია რამდენიმე ასეული წელი იყო რუსეთის გავლენის სფერო და არა მგონია, რომ ეს გავლენა დათმოს კავკასიაში. გააჩნია, როგორ წავა რუსეთისა და უკრაინის დაპირისპირება, მაგრამ ჩემი აზრით, რუსეთი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გავლენა შეინარჩუნოს კავკასიაში.

პუტინი ესაუბრება მაკრონს, ალიევი კი, ესაუბრება ზელენსკის, რომელიც უთანაგრძნობს აზერბაიჯანელ ერს ეკატერინბუგში ჩატარებული სპეცოპერაციის გამო. როგორ ფიქრობთ, ლიდერების სატელეფონო საუბრები არის გარდამტეხი პოლიტიკურ დაპირისპირებაში?

- ზელენსკისთან ადრეც ჰქონდა ალიევს ურთიერთობები. ის აფიქსირებს თავის დამოუკიდებელ პოლიტიკას და თამაშობს როგორც დამოუკიდებელი მოთამაშე. თუმცა, დღევანდელ მდგომარეობაში მყოფი ზელენსკისთან თანამშრომლობა წმინდა პრაქტიკული თვალსაზრისით, არც თუ ისე მომგებიანია. უბრალოდ, ალიევი თამაშობს დამოუკიდებელ თამაშს და რუსეთს აჩვენებს, რომ არ აპირებს არავის გავლენის სფეროში ყოფნას.

რუსეთი-აზერბაიჯანი, სომხეთი-რუსეთი - საინტერესო დაპირისპირებას ვაკვირდებით მეზობელ ქვეყნებაში. ამ შემთხვევაში ჩვენც, ალბათ, მოგვიწევს ლავირება ისე, რომ არ შეგვეხოს მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე დაპირისპირება და ქვეყანაში არ მივიღოთ ქართულ-რუსული დაპირისპირება? თითქოს მოგვიახლოვდა ეს საფრთხე...

- გეთანხმებით, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება პრაგმატულ პოლიტიკას ახორციელებს. არ უქმნის პრობლემებს რუსეთს. ამასთანავე იცავს თავის ეროვნულ ინტერესებს და არავითარ გამაღიზიანებელ ქმედებებს არ ჩადის, მით უმეტეს რომ ბეწვის ხიდზე გაიარა უკრაინასთან მიმართებაში, როდესაც ცდილობდნენ საქართველო ჩაერთოთ ომში რუსეთის წინააღმდეგ. აქ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები, მაგრამ ხელისუფლება არ ეწევა ანტირუსულ პოლიტიკას, სომხეთისა და იგივე აზერბაიჯანისგან განსხვავებით.

ახლა მთავარია სწორი პოლიტიკა, მით უმეტეს იმ საერთაშორისო ზეწოლის ფონზე, როდესაც ღიად გამოჩნდა ამ პროცესებში დიდი ბრიტანეთი, როგორც მხარე...

- საქართველო იცავს თავის ეროვნულ ინტერესს. დიდი ბრიტანეთი, ფაქტობრივად, არღვევს დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციას, აფინანსებს ოპოზიციას, იმ დესტრუქციულ ქმედებებს, რომლის მიზანი არის სახელმწიფო გადატრიალება და ხელისუფლებისთვის პრობლემების შექმნა. ის, რომ საქართველოს ხელისუფლება ადეკვატურ განცხადებებს აკეთებს, ეს არის თავდაცვითი პოლიტიკა, რაც ბუნებრივია ასეთ დროს. აბა, სხვა რა უნდა გააკეთო, რეაქცია არ მისცეს ამ ყველაფერს და ხელისუფლება დაუთმოს ამ დესტრუქციულ ოპოზიციას? ისეთ მდგომარეობაში ჩააყენეს საქართველოს ხელისუფლება, რომ იძულებულია, ასეთი განცხადებები გააეკთოს. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ დავზარალდეთ. ჩვენ გავდივართ ბეწვის ხიდზე.

მით უმეტეს, რადიკალები ღიად აფიქსირებენ, რომ ახლა აჯანყების და რევოლუციის დროა, იგივე შინაარსის წერილი გამოაგზავნა ციხიდან ნიკა გვარამიამ. როგორ ფიქრობთ, რომ არა დასავლეთის მხარდაჭერა, ასეთ მოწოდებებს გააკეთებდნენ, რომელიც იციან, რომ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და ისჯება სამი წლით თავისუფლების აღკვეთით?

- რა თქმა უნდა, აბა, ვისი მხარდაჭერით კეთდება ასეთი მოწოდებები, თუ არა დასავლეთის? რომ არა ე.წ. დიფ სთეითის წარმომადგენლები და ისინი რომ არ უმაგრებდნენ ზუგრს როგორც ფინანსურად, ასევე პოლიტიკურად, ამ ძალებს რამის საშუალება ექნებოდათ? არა, რა თქმა უნდა. ამაზეა ლაპარაკი სწორედ, რომ დღეს, საქართველოს ხელისუფლება არის იძულებით მოქმედების მგომარეობაში. აბა რა ქნას? არაფერი არ გააკეთოს და ხელისუფლება ამ რადიკალებს დაუთმოს? ამიტომ, იძულებულია ასეთი გზით დაიცვას თავი და თავის მოქალაქეებსაც გააგებინოს, რა ხდება, რამდენად რთული ვითარება გვაქვს.

amo რა ქნასა და დათანხმდეს "3+3" -ის ფორმატს!, რაც ამ ფორმატის შესაძლო წევრებს შორის მშვიდობიანი ურთიერთობის ხელშეწყობა იქნება.
12 საათის უკან
გივიკო 🤣 ეს ბებერი ბოზი ვიღნაა გაფიცებთ ყველაფერს, სად ნახულობთ ამ პლებეებს, სადმე ტალკუჩკაა ლუბიანკის მიდამოებში და ფორჯე იაფად შოულობთ?
6 საათის უკან
Aburjga Tasmanieli ეს ჭკვიანი, წესიერი, განათლებული ქართველი ქალბატონია, პროფესორი! ბებერი ბოზები თუ გინდა ნახო, ჩართე ტვ -1, ცვენაა, ცვენა!!!
6 საათის უკან