ტრამპი ნიუ-იორკის მერობის „დემოკრატ“ კანდიდატზე: არ დავუშვებ, რომ ამ კომუნისტმა გიჟმა ნიუ-იორკი გაანადგუროს - ყველა ბერკეტი და ყველა კარტი ჩემს ხელშია

ტრამპი ნიუ-იორკის მერობის „დემოკრატ“ კანდიდატზე: არ დავუშვებ, რომ ამ კომუნისტმა გიჟმა ნიუ-იორკი გაანადგუროს - ყველა ბერკეტი და ყველა კარტი ჩემს ხელშია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ არ მისცემს ნიუ-იორკის მერობის „დემოკრატ“ კანდიდატს, ზოჰრან მამდანის ქალაქის განადგურების უფლებას.

„როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, არ დავუშვებ, რომ ამ კომუნისტმა გიჟმა ნიუ-იორკი გაანადგუროს. დარწმუნებული იყავით, ყველა ბერკეტი და ყველა კარტი ჩემს ხელშია. მე გადავარჩენ ნიუ-იორკს და კვლავ დიდებულ ქალაქად ვაქცევ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.