საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ბრაზილიელი ბიზნესსექტორის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. კომპანია „EMBRAER“-ის დირექტორი ფრედერიკო დე აზევედო ლემოსი და საქართველოში აკრედიტებული ბრაზილიის ელჩი კარლოს ალბერტო ასფორე დღეს, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მიიღო.
ბრაზილიელი სტუმრები ასევე, შეხვდნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ზაზა ბროლაძეს. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. ფრედერიკო დე აზევედო ლემოსმა კომპანია „EMBRAER“-ის შესახებ ისაუბრა. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.
დღესვე, დაგეგმილია კომპანია „EMBRAER“-ის წარმომადგენლების ვიზიტი თავდაცვის სამინისტროს სსიპ სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ „დელტა“-ში.
კომპანია „EMBRAER“ 40 წელია ბაზარზე სხვადასხვა მიმართულებით მოღვაწეობს - თავდაცვის, კომუნიკაციის, საზღვრის დაცვის კონტროლი და სხვა სფეროები. „EMBRAER“ აწარმოებს თვითმფრინავებს როგორც სამხედრო, ასევე ბიზნეს და კომერციული დანიშნულებისთვის.