"მთელი ერი რომ გავპედერასტდეთ, ნატოში ახლო მომავალში მაინც არავინ მიგვიღებს"

"რაც შეეხება 17 მაისის ჩაშლილ აქციას, მე მეჩვენება, რომ ეს ყველაფერი გაზვიადებულია. ინტერესებიდან გამომდინარე, რაც დღეს ნატოსა და ევროკავშირს აქვს საქართველოს მიმართ, ამ მხრივ არანაირ გავლენას არ ახდენს. რაც შეეხება თვითონ ფაქტს, იქ ერთადერთი, რაც იყო ცუდი და მიუღებელი, ეს იყო ძალადობა. ძალადობამ გადაფარა ერისთვის ის საშიში მოვლენა, რაც არის მთლიანად ეს პროცესი. მე მაგალითად შევადარებდი ამას ერისთვის იგივე საფრთხეს, რაც არის ნარკომანია. რა არის ლოგიკური დასასრული ამ პროცესის? რაც მოხდა საფრანგეთში, საბოლოო ჯამში ერთსქესიანი ქორწინება, სადაც ბავშვები არ იბადებიან", - აცხადებს დიპლომატიური აკადემიის რექტორი სოსო ცინცაძე გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "მთელი ერი რომ გავპედერასტდეთ, ნატოში ახლო მომავალში მაინც არავინ მიგვიღებს".

"მე მესმის ბიძინა ივანიშვილის, რომელიც თვითონ სანიმუშო მეოჯახეა, მაგრამ პოლიტიკური პასუხისმგებლობის გამო იძულებულია, ილაპარაკოს ისე, როგორც ევროპას სჭირდება. 17 მაისს პოლიცია მოიქცა ძალიან სწორად, რომ გაარიდა ისინი გაღიზიანებულ ხალხს. ამით აირიდა სისხლისღვრა. ამ დღეს სახელმწიფოს მხრიდან გაკეთდა ყველაფერი ისე, როგორც უნდა გაკეთებულიყო. იცით, რა მაინტერესებს? კი ბატონო, პედერასტებმა, ვისაც ვინ უნდა, ის ჩაიწვინოს ლოგინში, მაგრამ ამის პოპულარიზაცია დაუშვებელია. როგორ მოედო ქვეყანას ნარკომანია? ჩემი ახალგაზრდობის დროს თბილისში იყო 4-5 ნარკომანი, მაშინ მორფინისტებს ეძახდნენ. დღეს ყველა მეორე ნარკომანია, ვინაიდან ამის პოპულარიზაცია წავიდა. ერთმა მეორეს გაასინჯა წამალი და ა.შ. მე არავითარ სხვაობას არ ვხედავ ნარკომანიასა და პედერაზმს შორის", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცინცაძე.

"თუ პოპულარიზაცია გაგრძელდება, ბუნებრივია, მივალთ გენოციდამდე და უმცირესობა საბოლოო ჯამში იქცევა უმრავლესობად. ეს არის ყველაზე საშიში. ეს დამცველები, რომლებიც არიან ამოფარებული შირმას. ეს უკვე ცინიზმია. ამ ხალხს ალაპარაკებს მხოლოდ ერთი რამ - გრანტები. ბუნებრივია, ევროპის გარკვეული ინსტიტუტებიდან გრანტები წამოვა. მე მთელი ჩემი სიცოცხლე ევროპული კურსის ვარ, მაგრამ თუ ეს არის ევროპა და 17 მაისის გამო ჩვენ ევროპა ზურგს შეგვაქცევს, მაშინ მე პირველი გამოვალ ასეთი ევროპული კურსის წინააღმდეგი", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ერის განადგურებას და გენოციდს მირჩევნია რუსული კურსი. ამას პირველად ვამბობ ჩემი შეგნებული ცხოვრების მანძილზე. ევროპა პედერაზმის პრობლემას უძლებს, მაგრამ საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა და ამას ვერ გაუძლებს. მე ვფიქრობ, რომ ეს კარგად დაგეგმილი პროვოკაცია იყო. მიზანი იყო, თუ ივანიშვილი ამას აკრძალავდა, ეს გამოიყენებოდა მის წინააღმდეგ, რომ აი, ანტიევროპულია ივანიშვილი და რუსეთის აგენტიო, ხოლო თუ ამას დაუშვებდა, ესეც მის წინააღმდეგ იქნებოდა გამოყენებული. ვინც ეს აქცია დაგეგმა, წაუგებელი თამაში წამოიწყო. თუ ასე წავა პროცესები, მე ვერ მოვესწრები, მაგრამ 20-30 წლის შემდეგ მწარმოებელი, ნამდვილი ბავშვის დამბადებელი მამაკაცები თითზე ჩამოსათვლელები იქნებიან. მთელი ერი რომ გავპედერასტდეთ, ნატოში ახლო მომავალში მაინც არავინ მიგვიღებს, თუ ვინმეს ამის იმედი აქვს. აქ სხვა რაღაცაა საჭირო, პირველ რიგში რუსეთთან ურთიერთობის დალაგება", - დასძენს სოსო ცინცაძე.