თავდაცვის მინისტრის კომენტარი „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის“ დოკუმენტზე (ვიდეო)

თავდაცვის მინისტრის კომენტარი „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის“ დოკუმენტზე (ვიდეო)

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის“ დოკუმენტის შესახებ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. როგორც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, დოკუმენტში საფრთხეების ანალიზსა და შეფასებებში ფუნდამენტური ცვლილება არ მომხდარა. საქართველოსთვის კვლავაც ყველაზე მნიშვნელოვან საფრთხეს რუსეთის ფედერაცია და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში განთავსებული მისი შეიარაღებული ძალები წარმოადგენენ: „ერთადერთი, რაც დოკუმენტს ჩვენს მიერ პრემიერთან დისკუსიების შემდეგ დაემატა არის ახალი რეალობა და ის პრაგმატიზმი, რომელიც რუსეთთან მიმართებით გაჩნდა - რუსეთის ფედერაციასთან იწყება სავაჭრო და ჰუმანიტარულ საკითხებზე დიალოგი, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პატარა იმედს იძლევა“.

ირაკლი ალასანიას შეფასებით, „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის“ დოკუმენტი სხვადასხვა უწყებების კოლექტიური შრომის შედეგია. მინისტრის განცხადებით, დოკუმენტი დასრულებულია და ხელმოსაწერად გადაგზავნილია პრეზიდენტთან.

„თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა“ თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესში მთავარ სახელმძღვანელო დოკუმენტს წარმოადგენს, სადაც 2017 წლამდე საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების ძირითადი მიმართულებებია გაწერილი.