დღეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული გმირის ვახტანგ გზირიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრო.
თავდაცვის მინისტრმა მედიის წარმომადგენლებთან საქართველოს პრემიერ მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ევროპის საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლა შეაფასა. მინისტრის განცხადებით, ეს იყო გამოსვლა, რომელმაც პირველი წყაროდან მიაწოდა ინფორმაცია ევროპარლამენტარებს საქართველოში მიმდინარე იმ დიდ ცვლილებაზე, რაც ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მოხდა. "ძალიან მიხარია, რომ ასეთი წარმატებული იყო მთავრობის თავმჯდომარის ვიზიტი. დარწმუნებული ვარ, დღეიდან თვისობრივად შეიცვლება რეალობის აღქმა ევროპაში საქართველოს მიმართულებით.
ევროპარლამენტი და ჩვენი პარტნიორი ქვეყნები საქართველოს ევროპაში გაწევრიანებას მხარს უჭერენ. რაც მთავარია, ეს შეეხიდება ჩვენს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, რომ გავხდეთ ევროპის და ნატოს წევრი", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.