სუპერსკანდალური ფაქტები: როგორ უმასპინძლა მიხეილ სააკაშვილმა ცნობილ კორეელ მსახიობს ბიუჯეტის ხარჯზე…

სუპერსკანდალური ფაქტები: როგორ უმასპინძლა მიხეილ სააკაშვილმა ცნობილ კორეელ მსახიობს ბიუჯეტის ხარჯზე…

17აპრილს საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა გაასაჯაროვა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საიდუმლო ხარჯთაღრიცხვა, რის შედეგადაც ცნობილი გახდა საქართველოს პრეზიდენტისა და მისი პარტია “ნაციონალური მოძრაობის” სხვა ლიდერების მხრიდან სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივი ხარჯების აქამდე უცნობი დეტალები. გასაჯაროებული დოკუმენტების მიხედვით გაირკვა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ბიუჯეტის თანხებს იყენებდა საკუთარი შვილის სწავლის დასაფინანსებლად, მეუღლის დისნეილენდში მისავლინებლად, თანამებრძოლებთან ერთად იტალიისა და ტაილანდის კურორტებზე დასასვენებლად, თანაპარტიელი და უცხოელი ქალბატონებისთვის ძვირფასი სამკაულების საყიდლად და ა.შ.

ერთ ერთი ასეთი სამკაული შეხვდა ცნობილი კორეელი მსახიობს- ლი სო იონს (Lee So Yeon) თბილისში ვიზიტისას.

გასაჯაროებულ დოკუმენტებს შორის არის ავიაბილეთები, რომელთა საფასურიც გადახდილი აქვს საქართველოს დაცვის სპეციალურ სამსახურს (სდსს). მაგალითად, არის ავიაბილეთი ლოს ანჟელესი-ვაშინგტონი-ლოს ანჟელესი, რომლის თანახმად ცნობილი მსახიობი 2012 წლის 2 თებერვალს გადაფრინდა ვაშინგტონში, ხოლო 3 თებერვალს უკან ლოს ანჟელესში დაბრუნდა. საინტერესოა, რომ იმავე პერიოდში საქართველოს პრეზიდენტი ასევე ვაშინგტონში იმყოფებოდა, სადაც სიტყვით გამოვიდა აშშ-ს მშვიდობის ინსტიტუტსა და საზღვაო აკადემიაში (US NAVAL ACADEMY)

გასაჯაროებულ დოკუმენტებში არის, ასევე, სდსს-ის მიერ გადახდილი ავიაბილეთი ლოს ანჟელესი-მიუნხენი-თბილისი-ტრაპიზონი-სტამბოლი-ფრანკურტი-ლოს ანჟელესის მიმართულებით, ასევე- ბილეთი სტამბული-ლოს ანჟელესის მიმართულებით, რომელთა თანახმად ლი სო იონი 13-დან 17 თებერვლამდე იმყოფებოდა თბილისში.

სდსს-ის მიერ შეძენილ ავიაბილეთებს შორის არის მესამე ავიაბილეთიც, ლოს ანჟელესი-სეული-ლოს ანჟელესი, რომელთა მიხედვით ლი სო იონი კორეაში იმყოფებოდა 21 მარტიდან 3 აპრილამდე. აღსანიშნავია, რომ მსახიობის სეულში ყოფნის პერიოდში იქ ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც. ოფიციალური ვერსიის თანახმად, მას დაგეგმილი ქონდა “ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე” დასწრება

თავად ლი სო იონის ფეისბუქის გვერდზე დევს მცხეთაში, ვერტმფრენსა და ბათუმში 2012 წლის თებერვალში გადაღებული რამდენიმე დაუსათაურებელი ფოტო წარწერით My Last Trip. იმავე გვერდზე არის 2012 წლის ივნისით დასათაურებული ფოტოები, რომელთა თანახმად ლი სო იონი თბილისში იმყოფებოდა ახალგაზრდა ქართველ პინგპონგისტებთან შესახვედრად. სდსს-ის დოკუმენტების თანახმად ირკვევა კიდევ ერთი საინტერესო დეტალი. ლი სო იონი თბილისში ვიზიტებისას (2012 წლის თებერვალში და ივნისში) ცხოვრობდა სასტუმროში radisson blu, სადაც იმავე დღეებში ჩერდებოდა პროდიუსერი მარინა მაზოვეცკი(Marina Masowietsky), რომლის ხარჯებიც ასევე სდსს-მ აანაზღაურა.

საერთო ჯამში, ლი სო იონის ავიაბილეთების შესასყიდად, სდსს-ის დოკუმენტების თანახმად, ბიუჯეტიდან გახარჯულია 45 804 ლარი.

საინტერესოა, როდის გასაჯაროვდება სდსს-ის 2008 წლის საიდუმლო ხარჯები. 2009 წელს ცნობილი ამერიკელი მასაჟისტის დოქტორ დოტის (Dr.Dot) ბლოგზე გამოჩნდა ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის შესახებ, რომლის მიხედვითაც 2008 წლის 25 ივნისს, მაშინ როცა მიხეილ სააკაშვილი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ბერლინში, დოქტორ დოტი მიწვეული იყო პრეზიდენტის აპარტამენტში. 2009 წლის თებერვალში დოქტორმა დოტმა გამოაქვეყნა ფოტო და ვიდეო კადრები, რომლებზეც მასაჟისტი ასახულია სააკაშვილის თვითმფრინავის სალონში, ბათუმსა და თბილისში, მათ შორის სააკაშვილის პირად მცველებთან ერთად. ლოგიკურდ ჩნდება კითხვა- ცნობილი პინგპონგელის მსგავსად, სკანდალური მასაჟისტის ვიზიტებიც საქართველოს ბიუჯეტიდან ხომ არ ფინანსდებოდა?