დათა ახალაიასა და ვანო მერაბიშვილის ჯახის მიზეზი,- „ეძიე ქალი“!

დათა ახალაიასა და ვანო მერაბიშვილის ჯახის მიზეზი,- „ეძიე ქალი“!

მოხდა ის, რასაც ყოველი ალღოიანი კაცი სულგანაბული ელოდა, – „ცოცხების პარტია“ შიგნიდან აფეთქდა და აქოთდა!..

ცნობილი ზუგდიდელი მანიაკის – დათა „როლანდიევიჩ“ ახალაიას მიერ ფეისბუქზე „ჩამოკიდებულმა“ ერთმა პაწაწინა წერილმა მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ–კრიმინალური სექტა ისე არია, როგორც გველების ბუდე აირევა ხოლმე ახრჩოლებული გოგირდის სუნზე… როგორც მეუბნებიან, ეს ისეთი დარტყმაა, რომელიც სააკაშვილსა და მის ბოროტ ხელისბიჭებს საბოლოოდ ბერთოლეს მარილივით დაშლის და დააქუცმაცებს!..

ბუნებრივად იბადება კითხვა,- რაღა მაინცადამაინც ახლა, როცა ორი თვით ადრე დაანონსებულ 19 აპრილის აქციამდე სულ რაღაც სამი დღეა დარჩენილი და „ცოცხოსნები“ პოლიტიკური „შაჰსეი–ვაჰსეის“ მოლოდინში კბილების კაწკაწით ელოდებიან, როდის დაებდღვნებიან მათი „ყელმოღერებული“ თანამემამულენი?

რაღა მაინცადამაინც პირვლი ოქტომბრის არჩევნებამდე 13 თუ 14 დღით ადრე გასკდა ციხის კადრების ამბავი, რომელმაც მთელი ქვეყანა შეძრა და მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ უნიტაზში ატუცვინა თავი?

ისე, პოლიტიკურისა რა მოგახსენოთ, მაგრამ სააკაშვილის სექტის წევრები უნიტაზში პირდაპირი მნიშვნელობით „გაღვანღვალებას“ დიდი ხანია, დაჩვეულნი არიან!..

მაგალითად, ჩემი ინფორმაციით „ცოცხების პარტიის“ ერთ–ერთი „წვერებიანი მარქსი“, რომლის გვარ–სახელსაც, რა თქმა უნდა, ახლა არ დავასახელებ, 90–იან წლებში პოლონეთში მოგზაურობის დროს რომელიღაც სასადილოს ტუალეტში სასტიკად სცემეს, მერე უნიტაზში თავი ჩააყოფინეს და „ჩარეცხეს“!..

მივუბრუნდეთ ზემოხსენებულ კითხვას,- მართლაც, რაღა ახლა და რაღა მაინცადამაინც არჩევნების წინ მოხდა ის და ეს ამბავი?

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ვიღაც უჩინარს ცხრაკლიტულის უკლებლივ ყველა გასაღები ხელთ აქვს და როცა ბიძინა ივანიშვილს დასჭირდება, მისთვის მაშინვე იღება საჭირო კარი…

ჩანს, ივანიშვილსა და მის ხელისუფლებას ან მამაზეციერი მფარველობს, ან ის ძალა, რომელიც მსოფლიო პოლიტიკურ პროცესს მართავს!.. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სადღაც, ჩვენგან ძალიან შორს, სადაც ძლიერთა ამა ქვეყნისათა ცოდვა–მადლი ირჩევა და იწონება, მიხეილ სააკაშვილს ვერდიქტი გამოუტანეს და ყველაზე საუკეთესო შემთხვევაში, უბედური მიშა თვითგანადგურების რეჟიმში ჩართეს!..

ვანო მერაბიშვილი, რომელიც დათა ახალაიამ „ნაცისტური“ საქართველოს მთავარ ინკვიზიტორად შერაცხა, აქამდე ხმას არ იღებს და დუმს. არადა, ვანოს, რომელსაც საშინლად არ ეხერხება ლაპარაკი, ბედის ირონიით, სწორად ახლა სჭირდება ენის ალესვა და გაალმასება…

ვინ იცის რა ცეცხლი ტრიალებს მერაბიშვილის გულში და რა აქვს სათქმელი ამ მართლაცდა თანამედროვეობის „მესტუმრე ჯიქურს“, რომლის სასწაულებრივი ამაღლებისა და დაცემის ტრაგედია ძალიან კარგად არის ცნობილი ავბედითი მეცამეტე საუკუნის საქართველოს ისტორიიდან!..

რა გახდა დათა ახალაიასა და ვანო მერაბიშვილის წაკიდების მიზეზი- საქართველოს მომავალი, ქართველი ერის ბედი, მანქანები და ბორდელები, დოლარები და ევროები, სახლები და სასახლეები, ვილები და ბუნგალოები, ზღვები და ოკეანეები, სათქვლეფი და სალაფავი თუ ქალი?

ფრანგები ასეთ შემთხვევაში აუცილებლად იტყოდნენ- cherchéz la femme, ანუ „ეძიე ქალი“!!!

საინტერესოა, ვინ არის ეს ქალი?

ვიცი, მაგრამ არ გეტყვით!!!