ლიბერასტული რევანშიზმის ფარი და მახვილი (ნაწილი მეორე)

ლიბერასტული რევანშიზმის ფარი და მახვილი (ნაწილი მეორე)

ლიბერასტული რევანშიზმი თავისი სტრატეგიული მიზნის მისაღწევად ორ - თავდაცვით და შეტევით ტაქტიკას იყენებს. თავდაცვითი ტაქტიკა „კოაბიტაციად“ შეიძლება იწოდოს, კოაბიტაცია - რევანშიზმის ფარია. ხოლო შეტევითი ტაქტიკა ისევ ნაცად „რევოლუციურ ინსპირაციას“, სახელმწიფოს და არა მხოლოდ კონკრეტული ხელისუფლების დასამხობად პრაქტიკულად ამბოხების მომზადებასა და ბოლომდე მიყვანას გულისხმობს. რევოლუციის, უფრო ზუსტად, ამბოხების ინსპირაცია - ლიბერასტული რევანშიზმის მახვილია.

რევანშიზმის ფარი - „კოაბაიტაცია“ დემოკრატიის არსებით სისუსტეებს ემყარება. მისი ამოსავალი ის არის, რომ დემოკრატიულ წეს-წყობილებაში უდავოდ უნდა იყოს გარანტირებული უმცირესობის, პირველ ყოვლისა - პოლიტიკური უმცირესობის, საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო ოპოზიციის უფლებები. რასაკვირველია, ეს აქსიომა დემოკრატიის ერთდროულად სიძლიერეც არის და მის სისუსტედაც იქცევა, თუკი უფლებები ბოროტად იქნება გამოყენებული.

აქ უმნიშვნელოვანესია იმის ხაზგასმა, რომ 2012 წლის 1 ოქტომბერს თავისი მარცხი ლიბერასტულმა კორპორაციამ არა უზურპირებული ძალაუფლების ქართველ ხალხთან გააფთრებულ ბრძოლაში იძულებით დათმობად, რაც სინამდვილეში მოხდა კიდეც, არამედ დემოკრატიული საარჩევნო პროცესის შედეგად ხელისუფლების „დემოკრატიულ ტრანზიციად“ შინ და გარეთ გააფორმა. შედეგად - ფორმალურად სავსებით მართლზომიერადაც, მოითხოვა საკუთარ „ოპოზიციურ უფლებათა“ ხელშეუხებლობის გარანტიები და მათი უპირობო დაცვა, ხოლო ეს, „ოპოზიციური უფლება“ დემოკრატიაში თავისთავად იმასაც ავტომატურად მოიცავს, რომ პატიოსან პოლიტიკურ კონკურენციაში ოპოზიციას თანაბარი შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს მომდევნო არჩევნებში კვლავაც იმავე გზით, ე.ი. „დემოკრატიული ტრანზიციით“ დაიბრუნოს დაკარგული ხელისუფლება. მეტიც, როგორც „ჰანტინგტონის ტესტად“ ცნობილი კონსოლიდირებული დემოკრატიის ფორმულა ღაღადებს: „დემოკრატია კონსოლიდირებული (შეუქცევადი) გახდება მაშინ, როცა ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც დემოკრატიულ არჩევნებში დათმო ხელისუფლება, მომდევნო არჩევნებში დაიბრუნებს მას.“ ჩვენს სპეციფიურ შემთხვევაში, ვინაიდან ლიბერასტული კორპორაციის დამფუძნებელ, სახელმწიფოს უარისმყოფელ, ნიჰილისტურ, ოიკოფობიურ მტრულ ძალასთან გვაქვს საქმე, რასაკვირველია, მის მიერ ძალაუფლების დაბრუნება -კორპორაციის, ანუ სააკაშვილის ავტოკრატიის, რევანშია. ე.ი. არა თუ დემოკრატიის კონსოლიდირებად, არამედ პირიქით - დემოკრატიის დასასრულად უნდა განვიხილოთ, ხოლო ამ ძალისთვის თანაბარი შესაძლებლობების მიცემა შესაძლებელია დემოკრატიის ნომერ პირველ სისუსტედ და საფრთხედ შემოგვიბრუნდეს, რადგან აშკარაა - ამ „თანაბარ შესაძლებლობებს“ ეს პოლიტიკური ძალა არა პატიოსანი პოლიტიკური კონკურენციისთვის, არამედ ამის საპირისპიროდ ბინძური პროვოკაციებისთვის - სწორედაც სახელმწიფოზე თავდასხმისთვის გამოიყენებს.

 ვინც ამ ბოლო 7 წლის ვითარებას ოდნავადაც კი იცნობს, დამეთანხმება, ეს ძალა დემოკრატიით შექმნილს იყენებს უწინარესად იმისთვის, რომ ჩადენილ, უარესიც, მომავალში ჩასადენ დანაშაულთა ინდულგენცია მოითხოვოს და მიიღოს კიდეც. მართლაც, თუკი ვინმე გაბედავს, მათ პასუხისმგებლობაზე, „სამართლიანობის აღდგენაზე“ საქმიანად და არსებითად ხმა ამოიღოს, იმ წუთასვე ბურთს ჩასჩრიან პირში - ენა ჩაიგდე და ოპოზიციის პოლიტიკურ დევნას შეეშვიო! ნებისმიერი სამართლებრივი პროცესი, რაც ამ ძალასთან დაკავშირებულ კონკრეტულ ბოროტმოქმედთა მხილებასა და კანონის წინაშე მათ პასუხისგებაში მიცემას გულისხმობს, იმთავითვე, მიუხედავად ბრალდების შინაარსისა და საქმის გარემოებებისა, პოლიტიკურ დევნად ფასდება და ლიბერასტული ბანაკის მიერ ატეხილი საშინაო თუ საგარეო აჟიოტაჟით შეძლებისდაგვარად იბლოკება. უარესიც, ეს ლიბერასტული ყაყანი, რაც „რუსთავი 2“-ის უკიდურესად აგრესიული პროპაგანდით სწორედაც საინფორმაციო შტურმის სახეს იღებს, სახელმწიფოზე შეტევის პლაცდარმია. ამ პლაცდარმით ხდება სრულიად ლიბერასტული ბანაკის - ნაცების ორივე პოლიტიკური ფრთის, მათთან იდეოლოგიურად თუ სხვადასხვა ინტერესებით დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციების, „რ-2“-ის და მის სწორებაზე დამდგარი მედიის კონსოლიდირება. ხოლო რაც შეეხება ლიბერასტული კორპორაციის არა ცალკეულ, ეპიზოდურ, არამედ სისტემურად ჩადენილ ამაზრზენ ბოროტმოქმედებათა (უწინარესად - სახელმწიფო ძალაუფლების უზრუპაციის გზით საკუთარ მოქალაქეებზე მოძალადე ავტოკრატიული რეჟიმის ჩამოყალიბება), წინააღმდეგ რაიმე სამართლებრივი პროცესის დაწყებას, ეს საერთოდაც შეუძლებელად, ყოვლად უპერსპექტივო ოცნებად დარჩა!

პრაქტიკულად ვიღებთ იმავე სამართლებრივ ნიჰილიზმს, რაზეც ზემოთ გვქონდა საუბარი, ოღონდ ამჟამად კანონის უზენაესობა უკუგდებულია არა კორპორაციის, არამედ, „ოპოზიციის უფლებათა“ უზენაესობის სახითა და სახელით!

მაშ სადაა გამოსავალი?! შესაძლებელია თუ არა საერთოდ ორივე პრინციპის - როგორც სამართლის უზენაესობის, ასევე დემოკრატიაში პოლიტიკურ უფლებათა თანასწორად გარანტირების, პატიოსან კონკურენციაში ოპოზიციისთვის თანაბარ შესაძლებლობათა შექმნის, თანმიმდევრული დაცვა?

რასაკვირველია, არა თუ შესაძლებელია, არამედ - ყოვლად აუცილებელი და სავალდებულოც! მაგრამ არა მტრულ ძალასთან „კოაბიტაციის“ პირობებში.

ვერც ერთი სახელმწიფო, რაც არ უნდა სუპერ-დემოკრატიული იყოს, მტრულ ძალას ქვეყნის შიგნით ვერასდროს შეეგუება. ამიტომ, ასეთ ძალასთან „კოაბიტაცია“, ე.ი. თანაარსებობა და მით უმეტეს, თანამშრომლობა, იმთავითვე შეუძლებელია, თუ სახელმწიფო თვითმკვლელობის გზას არ დაადგა!

რევანშიზმის ეს ფარი - ე.წ. კოაბიტაცია, რამაც „ოპოზიციის უფლებების უზენაესობის“ მახინჯი სახე მიიღო, საბოლოოდ მტრული ძალის მიერ სახელმწიფოზე შეტევისთვის იქნა გამოყენებული და ეს მკაფიოდ დადასტურდა კიდეც 20 ივნისს.

როგორც აღვნიშნეთ, რევანშიზმის მახვილი რევოლუციის, უფრო ზუსტად - ამბოხების ინსპირაციაა. ხაზგასასმელია - ეს ამბოხება მზადდება არა მხოლოდ კონკრეტული ხელისუფლების, არამედ მთლიანობაში - სახელმწიფოს წინააღმდეგ. მიზანია არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ კონსტიტუციური წყობილების დამხობა და კვლავაც კორპორაციის გაბატონება.

დემოკრატიის პირობებში, როცა ოპოზიციის უფლებები სრულად გარანტირებული და დაცულია, ამ მტრული ძალის მთავარი ამოცანა, ნაცების ე.წ. პოლიტიკური საქმიანობის მთავარი მიმართულება, უფლებების ბოროტად გამოყენების გზით სწორედაც ამბოხების ინსპირაცია ხდება.

ბუნებრივია, ამისათვის რევოლუციური, უკიდურესად აგრესიული და მტრული რიტორიკა გამოიყენება. ზუსტად ისე, როგორც ეს ხდებოდა „ვარდების რევოლუციად“ სახელდებული ამბოხების მომზადების დროსაც. ცხადია, ამ რიტორიკისას ის სისუსტეები, შეცდომები და რისკები, რაც ნებისმიერი ხელისუფლების საქმიანობას მეტ-ნაკლებად თან ახლავს, ჰიპერტროფირებულია, უსაშველოდ გაზვიადებულია, რაც არა ჯანსაღი კრიტიკის, არამედ - ყოველგვარი კრიტიკის მიღმა, მტრული მიზნით, გამოიყენება. ამ დროს მუშაობს პრინციპი - „რაც უარესია, მით უკეთესია!“ ე.ი. მტრული ძალა პირდაპირ არის დაინტერესებული ყველა მიმართულებით გაუარესდეს მდგომარეობა ქვეყანაში, გართულდეს მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღება, შეიქმნას მეტი დაძაბულობა, რაც შეიძლება მეტი ზიანი მიადგეს პოლიტიკურ, ეკონომიკურსა თუ სოციალურ მდგრადობას.

რევოლუციური რიტორიკის მთავარი არსი - ნიჰილისტური, უარისმყოფლური, არა მხოლოდ ხელისუფლების, მმართველი პარტიის, მისი თავმჯდომარის, თუ სხვა ლიდერების, არამედ მთლიანად - სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ტოტალური უნდობლობისა და მტრული განწყობის გაღვივებაა, უკიდურესობამდე დაძაბული გარემოს შექმნაა. ასეთი გარემოს შესაქმნელად კი პირწმინდად ნეგატიური და მძიმე ფობიებით საზოგადოების შეპყრობაზე ორიენტირებული, წრეგადასულად აგრესიული პროპაგანდა გამოიყენება.

ამავდროულად, იქმნება ამბოხების „პოლიტიკური ფონიც“, რასაც მოწმობს სააკაშვილისა თუ ნაცების სხვა ლიდერთა არაერთგზის და სხვადასხვა ფორმულირებით მასმედიაში გავრცელებული საჯარო მოწოდება. სხვადსხვა ტონალობის ამ მოწოდებათა შინაარსი უცვლელია, განსაკუთრებით აქცენტირებული ეს განცხადება-მოწოდებები ხდება ბოლო შუალედური არჩევნების, რომელიც ენმ-მა მორიგჯერაც პირწმინდად წააგო, შემდეგ. ლამის ყოველდღიურ რეჟიმში, „რ2“-ის ეთერიდან თუ სხვა მედია-საშუალებებითაც, გამუდმებით ისმოდა და საუბედუროდ, ახლაც ისმის, რომ არჩევნებით თურმე ხელისუფლების შეცვლა შეუძლებელია და უკვე სხვა გზა, გარდა „რევოლუციისა“, ე.ი. გარდა ქუჩის აქციებისა, ე.წ. ეროვნული დაუმორჩილებლობისა, ხოლო საბოლოო ჯამში - ხელისუფლების დამხობისა, თურმე აღარ არსებობს! ამ დროს, ყალბი ალიბის შექმნას ემსახურება ვითომ „მშვიდობიანი“ პროტესტის ხაზგასმა, სინამდვილეში, მელიას 20 ივნისის მოწოწდებისა: „მშიდობიანად, ხელებაწეული“ შევიჭრათ პარლამენტშიო, იმთავითვე ძალადობრივ, დანაშაულებრივ მიზანს - ხელისუფლების დამხობას გულისხმობს.

პარალელურად, ხდება კონსტიტუციის საწინააღმდეგო, შესასრულებლად შეუძლებელი და „რევოლუციური მუხტის“ კიდევ უფრო ამწევი, რადიკალური პოლიტიკური მოთხოვნების შემოგდებაც!

აქ ნიშანდობლივია, რომ 20 ივნისის აქციაზე თავიდანვე, ოთხიდან ერთ-ერთი მთავარი, სწორედ ასეთი, კონსტიტუციის საწინააღმდეგო და ყოვლად შეუსრულებელი მოთხოვნა - რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, გახლდათ.

ბევრმა კარგად არც იცის, რომ ეს სულაც არ არის „უწყინარი“ ან „ზომიერი“ პოლიტიკური მოთხოვნა. რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საფუძველი საპარლამეტო რესპუბლიკის ქვეყნებში, შეიძლება იყოს მხოლოდ ისეთი სამთავრობო კრიზისი, რომლის გადაწყვეტაც პარლამენტს აღარ ძალუძს. ეს არის ისეთი „ზღვრული“, საგანგებო შემთხვევა, როცა მთავრობა კარგავს პარლამენტის უმრავლესობის ნდობას, ხოლო თავის მხრივ, პარლამენტი უძლურია შექმნას ახალი მთავრობა. პრაქტიკულად, ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როცა მმართველი უმრავლესობა პარლამენტში დაშლილია. ცხადია, დღეს და თითქმის 100%-იანი ალბათობით, მორიგ, 2020 წლის არჩევნებამდეც, მსგავსი საფრთხე, რომ პარლამენტში უმრავლესობა დაიშლება, ე.ი. დადგება შემთხვევა, როცა მთავრობა დაკარგავს პარლამენტის ნდობას და ეს უმრავლესობა, რადგანაც აღარ იარსებებს, ახალ მთავრობას ვეღარ შექმნის, ფაქტობრივად გამორიცხულია! მაშასადამე, არავითარი, იოტისოდენა კონსტიტუციური საფუძველი რიგგარეშე არჩევნების დასანიშნად არ არსებობს.

ხოლო ამგვარი ყოვლად უსაფუძვლო, კონსტიტუციის საწინააღმდეგო მოთხოვნები და რაც მთავარია, მათი მიღწევის გენერალური გზა - რადაც არ უნდა დაჯდეს, დაიძაბოს ვითარება, მაქსიმალურად „აიწიოს ტემპერატურა“, რომ მერე ერთი მცირე ნაპერწკლითაც გაღვივდეს ხანძარი, სწორედაც - ამბოხებისათვის პოლიტიკური ფონის მომზადებაა. ბუნებრივია, ეს მტრული ძალა მუდმივად არა მხოლოდ ჩასაფრებულია, არამედ ასანთით და ნავთით შეიარაღებულიც, რომ თუკი რაიმე მცირე შანსი გამოჩნდა, ეს ნაპერწკალი არაფრისგან გაჩნდეს და მერე ნავთიც, რაც შეიძლება უხვად, მიესხას!

გაიხსენეთ - გავრილოვის ინციდენტი სწორედ შესანიშნავი საბაბი და ნაპერწკალზე ბევრად მეტი მუხტი აღმოჩნდა, რომ დიდი კოცონი აგიზგიზებულიყო. აქ ხაზგასასმელია - უკიდურესი ცინიზმია, რომ 2008 წლის აგვისტოს კატასტროფაზე პასუხისმგებელი ეს მტრული ძალა თითქოსდა ანტი-ოკუპაციურ აქციას ჩაუდგა სათავეში, ხოლო ეს ანტი-ოკუპაციური განწყობები სინამდვილეში ხელისუფლებასა და სახელმწიფოზე შეტევისათვის გამოიყენა!

რა შეიძლება ვუწოდოთ ამას, თუ არა „ოიკოფობიური (ცრუ) პატრიოტიზმი“?!

სწორედაც რომ ეს არის, რადგან ლიბერასტებმა აბსოლუტურად შეუძლებელიც კი შეძლეს - პატრიოტიზმი, ე.ი. „სამშობლოს სიყვარული“ გამოიყენეს საკუთარი ხალხის, თუნდაც ოდენ მისი ელექტორალური უმრავლესობის, არა მხოლოდ საკუთარი ხელისუფლებისა და მთავრობის, არამედ მთლიანობაში - სახელმწიფოს მიმართ მტრული სიძულვილის გასაღვივებლად! მეტი ნაძირლობა, უბრალოდ წარმოუდგენელია და ამ შემთხვევაში მათზე ზედგამოჭრილია სწორედ ეს ფრაზა: „(ურა) პატრიოტიზმი ნაძირალათა უკანსაკნელი თავშესაფარია!“ ცხადია, არც ღირს სიტყვის გაგრძელება, რომ ამგვარი, ე.ი. ნაძირალათა ე.წ. პატრიოტიზმი („ოიკოფობიური პატრიოტიზმი“), გარეშე მტრის ყველაზე ბუნებრივი მოკავშირეა და მას, არც ერთ დროში, არც ერთი ხალხისთვის გარდა უბედურებისა, არაფერი მოუტანია!

არც ისაა შეთხვევითი, რომ ეს ე.წ. მშვიდობიანი მიტინგი, რეალურად ენმ-ის მიერ იმართებოდა და მისი ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური მოთხოვნა - სათანადო კონსტიტუციური საფუძვლების გარეშე რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაც იყო. ასევე, ისიც ხაზგასასმელია, რომ გახარიას გადადგომას ენმ-ი და მათ მიერ „წამოკიდებული“ ბრბო უკვე იმთავითვე, ითხოვდა კიდეც, სრულიად ყალბი და უსაფუძვლო მოტივით - როგორ გაბედა გავრილოვის ქვეყანაში შემოშვებაო(?!).

ცხადია, უტყუარი მტკიცებულებები არა მაქვს, მაგრამ ძალიან დიდი ალბათობით შეიძლება ითქვას (დარწმუნებული ვარ, ასეთ მტკიცებულებებს გამოძიება უხვად მოიპოვება), რომ პარლამენტში შეჭრის შემთხვევაში, სწორედ ეს, ე.ი. რიგგარეშე არჩევნები, არა მხოლოდ გახარიას, არამედ მთლიანად მთავრობის გადადგომასთან ერთად, გამოცხადდებოდა მთავარ და ერთადერთ პოლიტიკურ მიზნად, რასაც, ასევე დიდი ალბათობით შეიძლება თქმა - ბოლომდე „მიაწვებოდნენ“ კიდეც! მოლაპარაკებებს „გამარჯვებულის“ პოზიციებიდან დაიწყებდნენ და ნაბიჯსაც არ დაიხევდნენ უკან. როგორ, რა იურიდიულ საფუძველს იპოვნიდნენ ამისთვის, ეს, ცხადია, ენმ-ისთვის, როგორც სამართლებრივი ნიჰილიზმის მთავარი ბურჯისთვის, იყო, არის და ყოველთვის მეორეხარისხოვანი, უარესიც - სულერთი იქნება!

ასე რომ, ამბოხების „პოლიტიკური შემადგენლობა“, ჩემი აზრით, უდავოდ სახეზეა. არის თუ არა ეს სამართლებრივად საკმარისი ამ უმძიმესი დანაშაულის შემადგენლობის დასამტკიცებლად? რადგან უტყუარი მტკიცებულებები არ მომეპოვება, დაბეჯითებით ვერაფერს ვიტყვი, თუმცა გამოთქმულ ვარაუდს კიდევ გავიმეორებ: პარლამენტში შეჭრა, თუკი განზრახვა არის კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ და სათანადო სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, თუნდაც, მხოლოდ, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მიღწევა, რაც საპარლამენტო უმრავლესობის ფაქტობრივ გარეკვას უდრის, ჩემი აზრით, საკმარის სამართლებრივ საფუძველს უნდა წარმოადგენდეს, რათა ხელისუფლების დამხობის მიზნით ამბოხების კვალიფიკაცია დადასტურდეს. ამის გარეშეც ნათელია და ამას, ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გადაცემის შემდეგ, ჭკუათმყოფელი და ობიექტურად განწყობილი თუა, ვერავინ უარყოფს: სახეზეა უმძიმესი დანაშაული - მასობრივი ძალადობის ორგანიზება. ჩემი აზრით, იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ამ უმძიმესი დანაშაულის - ამბოხების, განზრახვაც. ხოლო ამ განზრახვის სისრულეში მოსაყვანად მასობრივი ძალადობაც - პარლამენტის შენობაზე და მის დამცავ პოლიციაზე ფიზიკური შტურმი, რაც ტელევიზიით ყველამ მკაფიოდ ვნახეთ!

მადლობა ღმერთს და შინაგან საქმეთა სამინისტროს, განსაკუთრებით, მის ხელმძღვანელს, რომ იმ ჯერზე გადავრჩით და პოლიციამ თავისი მოვალეობა მიუხედავად დატრიალებული უბედურებისა, ბოლომდე პირნათლად შეასრულა - ამბოხება ჩახშობილი და შეტევა პარლამენტზე აღკვეთილი იქნა.

მაგრამ რა იქნება ხვალ?!

ვინმეს აქვს იმედი, თუნდაც მცირე მოლოდინი მაინც, რომ ეს მტრული ძალა, ნებისმიერი საბაბით იგივეს და უარესს კვლავაც არ გაიმეორებს?!

საიმედოს ვერაფერს გეტყვით, რადგან დესტაბილიზაცია, რაც 20 ივნისს დაიწყო, კვლავაც გრძელდება. აღიკვეთა ფიზიკური შტურმი, მაგრამ გრძელდება ამბოხების ინსპირაცია, აგრესიული რევოლუციური რიტორიკა, მოწოდება დაუმორჩილებლობისკენ და კანონის მასობრივად დარღვევისკენ, მართლმსაჯულების განხორციელება მძიმე დანაშაულში ბრალდებულთა მიმართ ისევ ცხადდება პოლიტიკურ დევნად, ისევ მიმდინარეობს უკიდურესი ნიჰილიზმის აგრესიულად გაღვივება, ხელისუფლების წინააღმდეგ ყოველგვარი კრიტიკის მიღმა მტრული პროპაგანდა, ოიკოფობიური შეტევა ეროვნულ ინსტიტუტებზე, ეკონომიკური საბოტაჟის მაპროვოცირებელი ბინძური პოლიტიკური განცხადებები და სხვ. და სხვ. ცხადია:

მტრული ძალა ფარითა და მახვილით კვლავაც შეიარაღებულია და ძალზე საშიში!

***

როდემდე?! როდემდე შეიძლება ვიყოთ ამ ე.წ. ოპოზიციისა და მისი მოკავშირე ლიბერასტული ბანაკის, რომელიც სინამდვილეში მტრული ძალაა და გამუდმებით ძირს უთხრის სახელმწიფოს, ემუქრება მის კონსტიტუციურ წყობილებას, ეროვნულ და საზოგადოებრივ უშიშროებას, ქვეყნის ეკონომიკურ თუ ფინანსურ მდგრადობას, სოციალურ და სამოქალაქო მშვიდობას, სამართალსა და სამართლიანობას, ჯანსაღ პოლიტიკურ კონკურენციაზე დაფუძნებულ პოლიტიკურ სისტემას, დაუსჯელი თარეშისა და განუკითხავი პარპაშის არა მხოლოდ მოწმენი, არამედ მძევალნიც?!

ბოლოს და ბოლოს, აღარ უნდა დასრულდეს ეს ოიკოფობიური, ნიჰილისტური უბედურება, ეს ახალი „ქართლის ჭირი“ საქართველოში?!

რასაკვირველია, ყოველ მიზეზს გარეშე, უთუოდ - უნდა დასრულდეს!

სწორედ ეს არის ამჟამად ხელისუფლების მთავარი ვალდებულება: მტრულ ძალას სახელმწიფომ და სამართალმა რაც შეიძლება დროულად, ადეკვატური პასუხი უნდა გასცეს და მიუზღოს ის, რასაც დიდი ხანია იმსახურებს!

ლიბერასტობის პოლიტიკური ავანგარდისა და ციტადელის - ნაცობის, განსაკუთრებით მისი რადიკალურ-ექსტრემისტული ფრთის - ენმ -ის, როგორც იურიდიული პირის (და არა მხოლოდ დანაშაულში მხილებული კონკრეტული ფიზიკური პირების) წინააღმდეგ უნდა დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა ჩადენილ უმძიმეს ბოროტმოქმედებათა გამო. დარწმუნებული ვარ, კვალიფიციური გამოძიებით არაერთი ასეთი დანაშაულის ჩადენა უამრავი უტყუარი მტკიცებულებით უეჭველად დადასტურდება, რასაც უნდა მოჰყვეს სასამართლოს სამართლიანი და კანონიერი განაჩენიც: ამ მტრული ძალის, როგორც იურიდიული პირის, ლიკვიდაცია!

ველოდებით სამართალსა და ჩვენს სახელმწიფოს. ბურთი მის მოედანზეა. ვისაც ეს გევალებათ - იმოქმედეთ! უფრო გაბედულად, სწრაფად, ეფექტიანად და სამართლიანად! იმოქმედეთ ქართველი ერის სახელით, რომელიც ყველა მართალ საქმეში მუდამ თქვენს გვერდითაა! ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!

სერმინე ...ფაქტობრივად, ხელისუფლების სამოქმედო გეგმაა, მაგრამ მათი უნიათობიდან და კიდევ სხვა რამებიდან გამომდინარე...
4 წლის უკან
კახაბერი უსერიოზულესი ანალიზია, ამიტომ ებრძვიან ასე გააფთრებით ეკლესიას და პატრიარქს ეს ეშმაკის მოციქული ლიბერასტები. გურამ შარაძეც ამიტომ მოკლეს
4 წლის უკან
კახაბერი დათო ყოველთვის გამოირჩეოდა ჩვენს თაობაში ანალიზის უნარით
4 წლის უკან
კახაბერი ეს წერილები, მხედველობაში მაქვს ოთხივე ნაწილი, ფართოდ უნდა გავრცელდრს სოციალურ ქსელებში, ფაიწყოს მსჯელობა მედიაში, აუცილებლად
4 წლის უკან